კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რატომ მიიწვია გოჩა იაშაღაშვილი ანგელა მერკელმა კონცერტზე და როგორ იკურნებიან გერმანიის სარეაბილიტაციო ცენტრში მისი და გია ყანჩელის მუსიკით პაციენტები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი გოჩა იაშაღაშვილი, რომელსაც „ბავარიელის“ ფსევდონიმით იცნობენ, უკვე 22 წელია, გერმანიაში მოღვაწეობს. ის თითქმის ყველა ჟანრში ქმნის მუსიკას. მის მუსიკას გერმანელები, როგორც უმაღლესი დონის კლასიკას, ისე აფასებენ და სარეაბილიტაციო ცენტრებში ავადმყოფთა გამოსაჯანმრთელებლად იყენებენ.

გოჩა იაშაღაშვილი: მუსიკა გენში მაქვს. ჩემი წინაპრები, ჩემი ძმა, ბიძაშვილები, მე – ყველანი, მუსიკალურები ვართ. პირველი მუსიკა 14 წლის ასაკში შევქმენი. გულით მომინდა, რომ იმ სკოლისთვის, რომელშიც ვსწავლობდი, ჰიმნი შემექმნა. დავწერე და აღმოჩნდა, რომ მუსიკის წერა შემიძლია. რომ გითხრათ, ბავშვობაში ხშირად მომდიოდა მელოდია-მეთქი – არა, ეს უფრო შემდეგ დაიწყო. მამის სურვილით, სამხედრო სკოლა დავამთავრე და შემდეგ უკრაინაში წავედი და სამი წელი ვსწავლობდი სამხედრო-პოლიტიკურ უმაღლეს სასწავლებელში. მამას უნდოდა, გენერალი გამოვსულიყავი, ვერც კი წარმოედგინა, რომ მისი შვილი კარგი ხელოვანი გამოვიდოდა. იქ სწავლის გაგრძელება აღარ ვისურვე და საქართველოში დავბრუნდი, სადაც თეატრალურ სასწავლებელში ჩავაბარე. იმ პერიოდში გაჟღერდა ჩემი ოთხი ახალი სიმღერა. მოგვიანებით, ჩემი სიმღერები შეასრულა თემურ წიკლაურმა, ბესო კალანდაძემ, სოფო ბედიამ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და სხვებმა. გერმანიაში უკვე 22 წელია ვარ. ამჟამად ბავარიასა და ნიურნბერგში ვცხოვრობ. სამი შვილის მამა ვარ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ – მინდოდა, ქართული მენტალობით აღზრდილიყვნენ. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, თან საქმიდან გამომდინარეც.
– თქვენ უამრავი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები გაქვთ, რის მიხედვით ქმნით მუსიკას?
– უკვე 150-ზე მეტი სიმღერა დამიგროვდა და ჩემს მსმენელს მათ თანდათან ვაცნობ. მუსიკის შექმნა ის კი არ არის, შენ თქვა: ახლა დავწერ მუსიკას, დაჯდე და დაწერო. ჯერ თავში მომდის მელოდია და შემდეგ გადმომაქვს. არ ვიცი საზღვარი მუსიკალურ მიმართულებებში, უფალი სიმღერასა და მუსიკას მაწერინებს ყველა ჟანრში – შანსონი, ბალადა, ბლუზი, როკი, ჯაზ-როკი, დისკო, კლასიკური მუსიკა და მელოდიები ფილმებისთვის. იმის მიხედვით ვწერ, თუ რა გადამხდება თავს და რისგან დავიმუხტები. ყოველთვის რაღაც ხდება ცხოვრებაში და ეს რომ გადმოსცე, მოუყვე შენს მსმენელს, ამაში უფალი გეხმარება.  თავიდან არც მიფიქრია, თუ ოდესმე კლასიკურ მუსიკას დავწერდი. ეს წარმოუდგენელი იყო. არ ვიცი, რამ იმოქმედა, ალბათ, იმან, რომ გერმანია კლასიკური მუსიკის აკვანია. გერმანელები მაღალ შეფასებას აძლევენ ჩემს მუსიკას და ამბობენ, რომ ეს არის უმაღლესი დონის კლასიკა. პაუზებიც მქონია – ერთი, ორი თვე არაფერი დამიწერია. მიცდია, ახლა დავჯდები და დავწერ-მეთქი, მაგრამ ოროსანი ბავშვივით არ გამომსვლია. როცა თვითონ მოდის მუზა, წყაროსავით მოედინება ხოლმე. ჩემი ოჯახის მოძღვარმა, მამა ლევანმა, მითხრა, ანგელოზების ხმა გესმის და მერე შენ გადმოსცემ. ეს არ არის ამქვეყნიური და ბუნებრივიო. მაგრამ, არის გამონაკლისიც. დავუშვათ, ვიღაცამ შემიკვეთა მუსიკა, მაშინ მეძლევა ორმაგი ძალა, რომ ის ადამიანი უკმაყოფილო არ დამრჩეს. ისე მეხმარება ამაში ღმერთი, რომ დავჯდები და იწყებს მელოდია წამოსვლას. ერთმა გერმანელმა შემიკვეთა მუსიკა ორკესტრთან ერთად და რომ მოისმინა, ცუდად გახდა. წნევამ აუწია, წამლები დავალევინე. მითხრა: ერთი ას კაცს მაინც შევუკვეთე, ბევრი ფული წამართვეს და ვერავინ გამიკეთა ის, რაც მინდოდა. ერთდერთი ხარ, ვინც გამიმართლაო.
– განსაკუთრებული გარემო გჭირდებათ მუსიკის შესაქმნელად?
– არა, სადაც მუზა მომივა, იქ ვწერ. ბევრჯერ ძილში გამიღვიძია და დამიწერია. ღამის სამ საათზე წამომახტუნა მუსიკამ, რომელიც თავში მესმოდა და დავწერე სიმღერა ბათუმზე.  ერთხელ დავწერე „ბავარიული საქორწილო ვალსი“, რომელიც ბევრმა აიტაცა და ახალი კლასიკის შედევრად აღიარეს. ამ შუაგულ ევროპაში მომინდა ხაში და სად გინდა, ნახო, თუ არა თურქულ რესტორანში. შევედი, დავჯექი მაგიდასთან, შევუკვეთე და უცებ მესმის თავში ორკესტრის ხმა. ამოვიღე ტელეფონი, ჩავრთე დიქტოფონი და დავიწყე სიმღერა. იქ მყოფები გაოცებულები მიყურებდნენ – ვინ არის, ალბათ გაგიჟდაო. მომიტანეს ხაში, ვის ახსოვს, ვმღერი. ყველას მოეწონა, მისმენდნენ. ბოლოს ტაში დამიკრეს და მერე განვაგრძე ხაშის ჭამა. ერთხელაც, მივდივარ მანქანით, თან შეხვედრა მაქვს, მეჩქარება. ძალიან პუნქტუალური და მოწესრიგებული ვარ, მაგრამ ეს მუსიკა არ მასვენებს თავში. ჩავრთე დიქტოფონი, მივდივარ და საჭესთან ვმღერი. გამაჩერა პატრულმა – თქვენ ტელეფონზე საუბრობდითო. ვუთხარი, რომ კომპოზიტორი ვარ და კი არ ვსაუბრობდი, მუსიკას ვწერდი. სასიამოვნო მუსიკაა, მაგრამ კანონი კანონიაო და გამომიწერეს 70 ევრო ჯარიმა.
– როგორც ვიცი, გერმანელი პოლიტიკოსების საყვარელი მუსიკოსი ხართ...
– ხშირად მთხოვენ პოლიტიკოსები გვერდით დავუდგე  არჩევნების დროს, შეკრებებზე, სადაც მაღალი დონის მუსიკა ჟღერს. ნიურნბერგის ქალაქის მერი, ბატონი შოლცი, იმდენად დამიახლოვდა, რომ დაბადების დღე რომ გადაიხადა იქაც მე მიმიწვია – სხვას ვერ მოვუსმენო. ამას გარდა, სცენაზე გერმანიის კანცლერის, მერკელის,  მიწვევითაც გამოვსულვარ. მახსოვს, გერმანიის ერთ ქალაქში ჩატარდა სილამაზის კონკურსი, სადაც რამდენიმე სიმღერა ვიმღერე. მეუბნებიან, შინაგანად კეთილი მუსიკა გაქვს, სულ სხვა სითბო მოდის და დადებითი ენერგია გვეძლევაო.
– მართალია, რომ თქვენ მუსიკას, გია ყანჩელის მუსიკასთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალო მიზნით ასმენინებენ პაციენტებს?
– გია ყანჩელი გენიალური კლასიკოსია, მე როგორ შევედრები.  ორი წლის წინ რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე. ძალიან მძიმედ ვიყავი. რომ არა გერმანული მედიცინა, ვერც გადავრჩებოდი. ორი თვე სარეაბილიტაციო ცენტრში გავატარე. 50 წლის იუბილეს აღნიშვნას ვაპირებდი მარჯანიშვილის თეატრში და სარეაბილიტაციო ცენტრში მომიწია ყოფნა. შევატყვე თავს, რომ უმუსიკოდ აზრი არ ჰქონდა ამ რეაბილიტაციის გაგრძელებას. მოვითხოვე ინსტრუმენტი. მითხრეს, დაბლა დარბაზია და როცა გინდა, იქ შეგიძლია, დაუკრაო. დავიწყე დაკვრა, შემოვიდა 1-2 კაცი. ასე, დღითი დღე ემატებოდა მსმენელი და გაიზარდა 100-150 კაცამდე. ყოველდღე კონცერტი ტარდებოდა, ტაშს მიკრავდნენ. მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, დისკი ხომ არ გაქვს, რომ შევიძინოთო, იმ პერიოდში ჩემი დისკების დიდი რაოდენობა გაიყიდა. მეუბნებოდნენ, რომ ისე დამამშვიდებლად მოქმედებს ეს მუსიკა, რომ უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ ერთ თვეში, გამოჯანმრთელდნენ ორ კვირაში. მერე ქალაქშიც დაირხა ხმა, რომ არის მუსიკოსი, რომლის მუსიკითაც ხალხი რელაქსაციას განიცდისო. პაციენტები უკეთ გრძნობდნენ თავს და კლინიკიდან სახლში მალე ეწერებოდნენ. ექიმებმაც გაიგეს და შემომთავაზეს, ეს თერაპია მათთან დამენერგა. ფსიქოთერაპევტმა ასე ახსნა – თქვენგან მოდის დადებითი ენერგია, რომლითაც კლავიშები იმუხტება და კლავიშებიდან კი ხალხზე იღვრებაო. ამას წინათ, მეგობრის მოსანახულებლად მივედი საავადმყოფოში და მთხოვა, მომენატრა შენი მუსიკა, ჩავიდეთ დაბლა, ინსტრუმენტია და დამიკარი რამეო. ჩავედით, დავიწყეთ დაკვრა. მუსიკის ხმაზე შვილმა შემოიყვანა ასაკოვანი ქალი ეტლით და მისმენდნენ. დაკვრას რომ მოვრჩი, შვილმა მითხრა: იცით, დედაჩემს 5-6 თვეა, ოპერაცია გავუკეთეთ, მას შემდეგ არ გაუღიმია, სულ დეპრესიაშია და ახლა თქვენმა მუსიკამ დეპრესიიდან გამოიყვანა, იღიმის, სად შეიძლება, მოგისმინოთო. შემოვიდა ექიმი და მეუბნება, მომეცით თქვენი კოორდინატები, ყველა პალატის კარი გააღეს პაციენტებმა და გისმენენო.  რადგან გერმანელები ასე რეაგირებენ ჩემს მუსიკაზე, სამკურნალოდ მიიჩნევენ მას და დადებითი შედეგებით გადიან მუსიკათერაპიას, საქართველოშიც მალე დავნერგავ მას. სულ მიკვირდა, ჩემს ქართულ დისკს რომ ყიდულობდნენ გერმანელები – რა უნდა გაიგონ-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ, შემდეგ გაირკვა, რომ ამ ალბომის მოსმენა მათთვის თერაპიაა. მახსოვს, ერთმა გერმანელმა თავიდან ერთი სიდი შეიძინა, ერთი კვირის შემდეგ კიდევ – ათი ცალი. სხვებმაც მთხოვეს. გადავირიე კაცი, ღადაობა მეგონა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ იმ კაცს სამი სიდი თვითონ ჰქონდა – მანქანაში, სახლში და სამსახურში. ასევე მიბაძეს მას სხვებმაც. გერმანელები მწერენ: ისეთი მუსიკაა, რომ სულის სამკურნალოდ უებარი წამალიაო. მადლობა უფალს, რომ ისეთ მუსიკას მაწერინებს, რომელსაც ხალხისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.
скачать dle 11.3