კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მეუღლის რა საქციელი არ მოეწონა მერაბ ამზოევს და რაში აძლევს ის ცოლს თავისუფლებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


 „X ფაქტორის“ მონაწილეს, მერაბ ამზოევს პოპულარობაში არც მეუღლე, სოფი ქავთარაძე, ჩამოუვარდება. განსაკუთრებით პოპულარული სოფის ლაივ-ვიდეო გახდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვისაც გსურთ, მერაბის პროექტში დარჩენა, დაურეკეთ: ნომერზე: 0903300301.

– მერაბ, პირველ ლაივზე დარჩი პროექტში. ნერივულობდი?
მერაბ ამზოევი: არანაირი განცდა არ მქონია, საერთოდ არ ვნერვიულობდი. დავრჩებოდი, წავიდოდი – ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის. ერთადერთი, იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგად მემღერა – ეს იყო მნიშვნელოვანი. მართალია, ძალიან დამღლელია, მაგრამ დიდ გამოცდილებას იღებ.
–  ხომ არ ნანობ მონაწილეობას?
– ცოტათი ვნანობ. არ „მისწორდება“, ყველამ რომ იცის, რას ვაკეთებ, როგორ ვცხოვრობ, ვინ არის ჩემი ცოლი და კიდევ არ მსიამოვნებს, ვიღაცები რაღაცეებს რომ წერენ. მაგრამ, „ვატარებ“.
– შენი ცოლი, მგონი, შენზე პოპულარული გახდა.
მერაბი: კი, ჩემზე პოპულარულია.
სოფი ქავთარაძე: თავიდან არც მიფიქრია, რომ ასეთი პოპულარული გავხდებოდი. მაგრამ, ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ხდება ხოლმე. საზოგადოების ნაწილი ჩემ მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი, თუმცა უმრავლესობა უფრო დადებითად ფიქრობს.
– განსაკუთრებით პოპულარული გახდა შენი ვიდეო, რომელშიც ხალხს კრიტიკაზე პასუხს სცემ.
– მერაბმა რომ იმღერა და ვიდეოში მნახეს, დაიწყეს ჩემზე ლაპარაკი: გაკეთებული აქვს ყველაფერიო, მერე ჩემს ლოგიკას, განათლებას შეეხნენ. როცა ადამიანს არ იცნობ, მას არც უნდა შეეხო. რადგან საქართველოში დიდი ხანი არ ვცხოვრობდი, ამიტომ ცოტა მიჭირს ქართულად საუბარი. გაუნათლებელიაო, ტუჩები, ცხვირი – ყველაფერი დაბერილი აქვსო. ბავშვობის ფოტოები გამოვაქვეყნე – ნახონ-მეთქი, მაგრამ მაინც აგრესიულად მწერენ: ეს გოგო რომ ჰყავს მერაბს, ამიტომ არ დავუმესიჯებთო. არ ვიცი, ვის რა დავუშავე. სიტყვის თავისუფლებაა და დაწერონ, რაც უნდათ, მე არ მწყინს.
– მერაბ, როგორ რეაგირებ, როცა შენს ცოლს აკრიტიკებენ?
სოფი: საერთოდ არ აქვს რეაქცია, არც მე არ მაქვს.
მერაბი: ცხოვრებაში ხომ ვერავინ კადრულობს ასეთ რამეს და ინტერნეტში რა გოიმები არიან და ვინ რას წერს, ეს უკვე დიდად არ მადარდებს. მთავარია, ცხოვრებაში არავის არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რამე იკადროს ან გააკეთოს.
– რომ იკადრონ, რა მოხდება?
– გავუხევ ცხვირ-პირს, აბა, მადლობას კი არ ვეტყვი.
სოფი: ხუმრობს, ასეთი რამ არ მომხდარა. მე ისედაც მიჩვეული ვიყავი ასეთ რაღაცეებს. ქუჩაში რომ გავდიოდი, გოგონები სულ ჩურჩულებდნენ, იცინოდნენ: გაკეთებული აქვს ყველაფერიო და უკვე აღარ მაინტერესებს.
– რას გერჩიან?
მერაბი: იმას ერჩიან, რომ ბევრს პასუხობს.
– მერაბ, როგორც მივხვდი, არ მოგეწონა შენმა მეუღლემ ის ვიდეო რომ ჩაწერა?
– არ მესიამოვნა. მან იცოდა, რომ ასეთი რაღაცეების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მაინც გააკეთა. ვიდეო რომ ვნახე, უკვე აღარ მქონდა რეაქცია. რადგან არ გაითვალისწინა ჩემი აზრი, რჩევები და ისე გადაწყვიტა, როგორც უნდოდა, ახლა თავად აგოს პასუხი.
სოფი: მითხრა მერაბმა, რატომ დადეო – არ მოეწონა, ნაწყენი იყო. თუმცა, ჩვენ სულ ვიღებთ ვიდეოებს. ვაფიქსირებთ ჩვენი ცხოვრების პატარა მომენტებს.
– როგორ შემოირიგე?
– კარგი საჭმელი მოვუმზადე და შემომირიგდა.
– როგორი მეუღლეა?
– სერიოზული და წყნარი.
მერაბი: ხანდახან ცანცარობის ხასიათზეც ვარ. ისტერიკული მომენტებიც მაქვს ხოლმე – ჩემთვის ვღადაობ. ასეთ დროს სულ არ მაინტერესებს, ჩემ ირგვლივ ვინ რას ფიქრობს.
სოფი: როცა არ ვუჯერებ, მაგ შემთხვევაშია მკაცრი. უხარია, როცა სახლში კარგი საჭმელი აქვს.
მერაბი: გამომიყვანა მჭამელა. კარგი საჭმელი – კარგ ხასიათზე, ცუდი საჭმელი – ცუდ ხასიათზე. მაშინ, სულ ცუდ ხასიათზე ვარ.
სოფი: ძალიან პრეტენზიულია.
მერაბი: ყველაფერში პრეტენზიული ვარ, არაფერი მომწონს და ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილო ვარ. მე 100 პროცენტით პესიმისტი ვარ, ეს კი ოპტიმისტია 100 პროცენტით.
– შენმა ცოლმაც არ გადმოგდო თავისი დადებითი ხასიათი?
– არა, ასეთი ადვილი არ არის ჩემი შეცვლა. თუმცა, ცოტა ლოიალური გავხდი ხალხთან. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ყველა ხვდება ამას და ჯობია, არ შემეხონ, რადგან მერე, თვითონაც ცუდ ხასიათზე დადგებიან.
– რომ გიყურებ, აშკარად ამ პროექტში ყოფნა დისკომფორტს გიქმნის. რატომ მონაწილეობ?
 – მთლიანობაში დისკომფორტია. მე არც მინდოდა მონაწილეობა, ამის დამსახურებაა.
სოფი: მე ვეუბნებოდი, გააგზავნე, გააგზავნე ვიდეო-მეთქი, მაგრამ არ აგზავნიდა. ბოლო დღეს კი მაინც გააგზავნა.
– ცოლს არ უნდა დაუჯერო, არა?
მერაბი: არა, არ უნდა დაუჯერო ცოლს. მე არავის სიყვარულს არ ვეძებ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ხალხი მხარს მიჭერს: კარგი ხარო... ძალიან კარგია – ეს მოტივაციასაც მაძლევს. მაგრამ „X ფაქტორში“ იმიტომ არ გამოვსულვარ, რომ ხალხმა გამიცნოს და პოპულარული ვიყო. იმიტომ გამოვედი, რომ სოფიმ მირჩია და დავთანხმდი: იყოს შენი ხათრით, ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი.
– ოჯახში შენ ხარ უფროსი? ცოლის რჩევებსაც არ ითვალისწინებ?
– არა, მაგან უნდა გაითვალისწინოს ჩემი რჩევები. როცა ადამიანთან გაქვს კონტაქტი, ხვდები, მთლიანობაში ვინ უფრო ძლიერია და ვინ უფრო სწორად აზროვნებს, ჰოდა, ასეა ჩვენთან.
სოფი: როგორც ყოველთვის, ოჯახში კაცია უფროსი.
მერაბი: ყოველთვის – არა, ეს სტერეოტიპია. მე სოფის დიდად არაფერს ვუკრძალავ, უბრალოდ, ყველაფერს ვუხსნი: რა და როგორ და რა არ შეიძლება. თუ აკეთებს რაღაცას, რაც მე არ მინდა, გააკეთოს – ამ შემთხვევაში ვეუბნები: გააკეთე და შენ აგებ პასუხს-მეთქი.
სოფი: ვეკითხები ხოლმე აზრს. მაგრამ ის ვიდეო, ერთი ცალი – არა უშავს.
მერაბი: ყველაფერი ერთი ცალი აქვს.
სოფი: მე მერაბის ყველაფერი მომწონს და მაკმაყოფილებს. არ არის მკაცრი, არაფერს მიკრძალავს. თავისუფლებასაც მაძლევს, ყველაფერი ზომიერადაა.
– სოფი, მერაბმა როგორ შეგაყვარა თავი?
– პირველად რომ დავინახე, თვალი დავადგი და ვთქვი: ეს იქნება ჩემი-მეთქი. თავისი სერიოზულობით შემაყვარა თავი, სიურპრიზებიც იცოდა. მღეროდა, უკრავდა და ეს მომეწონა. კიდევ – ყველაფერზე შეიძლება მასთან საუბარი, ესეც საინტერესო იყო. განსხვავებული აზროვნება აქვს. ყველაზე დასამახსოვრებელი სიურპრიზი იყო ის, რომ მანქანა მაჩუქა. ძალიან მინდოდა სილამაზის სალონი მქონოდა და მერაბმა გამიხსნა, Magic ჰქვია და მე ვამუშავებ.
скачать dle 11.3