კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როდის ვერ აფასებს ქმარი ცოლის ღირსებებს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე


  როცა ადამიანი რაღაცას ეჩვევა, მას ბუნებრივ მოვლენად აღიქვამს და ვეღარც ამჩნევს. ასე ხდება ცოლ-ქმარს შორისაც. ურთიერთობა, რომელიც შეჩვევაში გადადის, კარგავს ხიბლს. განსაკუთრებით მამაკაცები ეჩვევიან ხოლმე რუტინულ ერთფეროვნებას. თუნდაც ყველაზე კარგი რაღაც, თუ ის დიდი დოზით იქნება მიწოდებული, აუცილებლად დაკარგავს მიმზიდველობას. უკვირთ ხოლმე, რატომ ღალატობენ კაცები ლამაზ, ჭკვიან, კეთილგონიერ, მშვიდ და გაწონასწორებულ ქალებს?! აი, სწორედ იმიტომაც, რომ ისინი ყოველთვის კარგები არიან – კარგები და ერთფეროვნები... იქნებ მამაკაცებს „ექშენი“ უნდათ... მოულოდნელობები, ისეთი ცოლი, რომელიც მას მოდუნებისა და მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მისცემს. მშვიდი ცხოვრებისგან კაცები ნებივრდებიან. ზოგჯერ ოჯახში ისტერიკებიც საჭიროა. თუმცა, ზომიერად და შესაფერის მომენტში.



ელზა (44 წლის): კრიტიკულ ასაკშიც ვარ და კრიტიკულ სიტუაციაშიც. ყოველთვის მქონდა პატიების უნარი, ყველას მიმართ. მეგონა, რომ ეს ჩემი ხასიათის საუკეთესო თვისება იყო. ადამიანებში ვეძებდი ხელჩასაჭიდს, შანსი რომ მიმეცა გამოსწორებისთვის. ზოგჯერ ამართლებდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ, მე მაინც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი, მხოლოდ ქმრის შემთხვევაში არ ვფიქრობ ასე. უფრო სწორად, აღარ ვფიქრობ...
– ქმართან ურთიერთობაში პატიების უნარი ნაკლია?
– შეიძლება ასეც ითქვას. მშვიდიც ვარ, გაწონასწორებულიც. კარგი ცოლი ვარ, ერთი სიტყვით. წესით, ჩემი ქმარი ძალიან კმაყოფილი უნდა ყოფილიყო და დაეფასებინა ჩემი ხასიათი. იმიტომ, რომ მისი „ეშმაკობების“ შესახებ ვიცოდი.
– „ეშმაკობებში“ ღალატს გულისხმობთ?
– დიახ. რა თქმა უნდა,  თუკი კაცის ყველა ქმედებას ოჯახის გარეთ ღალატად ჩავთვლით. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ფაქტებს არ ვაგროვებდი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, ფაქტების შემთხვევაშიც თუ შეიცვლებოდა რამე. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ქმარი ვერ ხედავს ჩემს ღირსებებს და ბუნებრივია, არც აფასებს.
– კონკრეტულად რა ღირსებაზეა ლაპარაკი?
– მე მაქვს ღირსება, რომელსაც ყველა მამაკაცი ისურვებდა და ინატრებდა ცოლში – მე არასდროს ვქცეულვარ „ჯაშუშად“ არც „ტვინი მიბურღია“ და არც შემივიწროებია. ბევრი დაუმსახურებელი წყენაც მიპატიებია და ბევრ უსამართლო საყვედურზეც დამიხუჭავს თვალი. ეს ხდებოდა უსიტყვოდ. მაგალითად, ერთ შემთხვევას გავიხსენებდი: ჩემი ქმარი ისევ ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში. უკვე იმის საჭიროებასაც ვერ ხედავდა, რომ ჩემთვის რამე აეხსნა. თითქოს ეს უკვე ნორმა იყო და მეც ბუნებრივად უნდა მიმეღო.
 – თქვენც არაფერს ამბობდით? აღშფოთება არ გამოგიხატავთ?
– აბა, რატომ ვამბობ, რომ ჩემი ხასიათის თვისება დამღუპველი აღმოჩნდა ჩემთვის. არავინ დაიჯეროს, რომ ქმარი ცოლში პატიების უნარს აფასებს, საერთოდ არაფერში სჭირდება. ძალიან უსიამოვნო რაღაცას ვიტყვი და თუ არ დამეთანხმებიან, ვიცი, გულის სიღრმეში მაინც აღიარებენ, რომ მართალი ვარ. თქვენს მკითხველ ქალბატონებს ვგულისხმობ. მოკლედ, კაცები დასცინიან ჩვენნაირ ქალებს. სერიოზულად არ აღიქვამენ. თქვენ ხომ თქვით, პატიების უნარი ღირსებააო, ისინი ასე არ ფიქრობენ. უფრო პირიქით – სისუსტედ გვითვლიან. ისეთი განცდა მაქვს, რომ კაცებს „სწერვები“ სჭირდებათ, ცოტა შიში რომ ჰქონდეთ მათი. აღარ არის საინტერესო ქალი, რომელიც მშვიდია და არანაირ დისკომფორტს არ უქმნით.
– ანუ, კაცებს უნდათ ისეთი ცოლები, რომლებიც მათ დისკომფორტს უქმნიან?
– ასე გამოდის. ვაკვირდები სიტუაციას და ვრწმუნდები, რომ მამაკაცების უმრავლესობას ღირსეული ქალის დაფასების უნარი არა აქვს. ზოგჯერ აუცილებელია, ცოლმა ქმარს დისკომფორტი შეუქმნას.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ კაცებს მზრუნველი და ერთგული ცოლები არ უყვართ?
– შეიძლება, თავისებურად უყვართ, მაგრამ ემოციურ დონეზე ის ეფექტური არ არის. აგიხსნით, რას ვგულისხმობ: მამაკაცებს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მშვიდი ცხოვრება ადუნებთ და სწყინდებათ. მოწყენილი კაცი კი თავგადასავლების ძიებას იწყებს. თუმცა, მისი ფანტაზია შორს ვერ მიდის და მხოლოდ იმას ახერხებს, რომ რომანი გააბას პირველივე ქალთან, რომელიც მას ამ ავანტიურაზე დასთანხმდება. აბა, აცხოვრე კაცი ისე, რომ ამოსუნთქვისა და „გვერდზე გახედვის“ საშუალება არ ჰქონდეს?! საკუთარ თავსაც რომ დავუკვირდეთ – რასაც შევეჩვევით, იმას აღარ ვაფასებთ. ყველაზე საყვარელი კერძი წარმოიდგინეთ – ძალიან, ძალიან რომ გსიამოვნებთ მისი ჭამა და ყოველდღე რომ გქონდეთ სადილად, ის ეფექტი ექნება? მარტივად შეეჩვევით და აღარაფრად ჩააგდებთ. ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ზუსტია. შეყვარებულობის პერიოდში გაცილებით საინტერესო ვიყავი მისთვის – ჩემი ჭირვეულობებით, მოულოდნელობებითა და ზოგჯერ კაპრიზებით. ცოლი რომ გავხდი, გადავწყვიტე, ქმრისთვის კომფორტი ჩემი სიმშვიდითა და პატიების უნარით შემექმნა. აი, ეს იყო დამღუპველი შეცდომა. თუ გიყვარს, უნდა აპატიო და შანსი მისცე, მოღალატეზე ეფექტურად ვერ მუშაობს. იმას არ ვამბობ, რომ თუ გიღალატებს, შანსი არ უნდა მისცე, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ ის მიხვდეს, რად გიღირდა შენ მისი საქციელი. „ვითომ არაფერი მომხდარა“  ღუპავს ურთიერთობას. ისევე, როგორც გამუდმებული სკანდალები. თუ გინდა, რომ ქმარმა დაგაფასოს, თავი შენც უნდა დაიფასო, ოღონდ ზომიერად. პატიების უნარს ვერ დაინახავენ, თუ ამ უნარის არსი და სიკეთე არ დაანახვე. სასწორის ორივე მხარე უნდა ხედავდეს და ისე გააკეთოს არჩევანი. ჩემი ბრალია, რომ ქმარს ჩემი ღირსებები ვერ დავანახვე. მას რას ვერჩი.
скачать dle 11.3