კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 საზაფხულო ათდღიანი დიეტა და დღეში დაკლებული 1 კილოგრამი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ზაფხულში ადამიანს შიმშილის გრძნობა უფრო ნაკლებად აქვს, ვიდრე ზამთარში და კვების რაციონის შემცირებაც ბევრად მარტივია. სწორედ, ორგანიზმის ამ თავისებურების გამო, ზაფხული  ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა, ნებისმიერი დიეტა, გონივრულად უნდა იყოს შედგენილი და შეესაბამებოდეს გარკვეულ წესებს, რათა სარგებლის მაგივრად ზიანი არ მიადგეს ორგანიზმს. უმჯობესია, ჯანსაღი კვების იმგვარი სისტემა შეიმუშაოთ, რომელიც მცირე ცვლილებების შეტანით, დიეტის ძირითადი კურსის გავლის შემდეგაც გამოგადგებათ.
მთავარი პრინციპია:

* ყოველდღე მიიღეთ მინიმუმ 2,5 ლიტრი წყალი.
* მიირთვით მინიმუმ 0,5 კილოგრამი ხილი და ბოსტნეული, დღის განმავლობაში.
* ნუ მიირთმევთ საღამოს 7 საათის შემდეგ.
* მოერიდეთ ალკოჰოლს დიეტის დაცვის პერიოდში და მაქსიმალურად შეზღუდეთ კურსის გავლის შემდეგ.
* შემოიფარგლეთ დღე-ღამეში 1 200 კალორიით.
* ცილის შემცველი პროდუქტიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებად ცხიმიან თევზს, ზღვის პროდუქტებსა და ფრინველის ხორცს.
* იმოძრავეთ და დაისვენეთ აქტიურად.
* მაქსიმალურად შეზღუდეთ მარინადი, მარილიანი და შებოლილი პროდუქტი.
* საერთოდ უარი თქვით ან მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკბილეულის, ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის მიღება.
აქვე შემოგთავაზებთ, ათდღიან დიეტას, რომელიც დღეში 1 კილოგრამის დაკლების გარანტიას იძლევა და მისი დაცვა, ყოველდღიური მენიუს ზუსტი დაცვითაა საჭირო.
პირველი დღე - ცილის შემცველი პროდუქტები.
მეორე დღე - ნაკლებად ცხიმიანი მოხარშული თევზი.
მესამე დღე - უცხიმო ხაჭო თაფლით.
მეოთხე დღე - მოხარშული, კანგაცლილი ქათმის ხორცი სუნელებით ან მწვანილით.
მეხუთე დღე - კანიანად მოხარშული კარტოფილი.
მეექვსე დღე - მოხარშული საქონლის ხორცი.
მეშვიდე დღე - უჯრედისით მდიდარი კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლის სალათი ლიმონის წვენით, კიტრი და პომიდორი.
მერვე დღე - ნაკლებად შაქრიანი ხილი და კენკრა.
მეცხრე დღე - კეფირი.
მეათე დღე - ასკილის წვენი.
ჩამოთვლილი პროდუქტის მიღება, ნებისმიერი რაოდენობით შეიძლება, თუმცა, მიირთვით ნელა, მინიმუმ ნახევარი საათი, რომ კუჭის დანაყრება იგრძნოთ.скачать dle 11.3