№23 კითხვა-პასუხი
კითხვა: მეგობრები მეუბნებიან, რომ ბევრი წყლის სმა დღის განმავლობაში კარგია და ძალიან სასარგებლო. თუმცა, მითხრეს, რომ თუ სითხეს არასწორად ვსვამთ, ეს ცუდად აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და სხეულის სილამაზეზე. იქნებ, მითხრათ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: წყლის გადაჭარბებული მიღებით იტვირთება თირკმელები და შედეგად, სარგებლობის ნაცვლად, პრობლემებს გვიჩენს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და წყლის ყოველდღიური მიღება, ყველას სხვადასხვა დოზით ეკუთვნის. თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ ან თირკმელების პრობლემები გაქვთ, აუცილებელია, დამატებით, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ. მთავარი კითხვაა, არა რამდენი სითხე მივიღოთ, არამედ რა დროს! დალიეთ 1 ჭიქა წყალი გაღვიძებისთანავე. ღამით ორგანიზმი იფიტება, ამიტომ, აუცილებელია, შეავსოთ სითხის მარაგი დილიდანვე. ყოველი ჭამის წინ, სასურველია, დალიოთ 200 მოლილიტრი წყალი. ეს დაგეხმარებათ, დააჩქაროთ მეტაბოლიზმი. შეეცადეთ, დააკომპენსიროთ ერთი ჭიქა წყლით, ყოველი ფინჯანი ჩაი ან ყავა. ინტენსიური ვარჯიშისას, აუცილებელია, ყოველ 20 წუთში ერთხელ, მიიღოთ 150 მილილიტრი წყალი. ღამით, აჯობებს, შეზღუდოთ სითხის მიღება.
კითხვა: მითხრეს, რომ თუ შამპუნის მაგივრად, თმაზე ძმარში გახსნილ სოდას გადავივლებ, თმა უფრო მბზინვარე მექნება და მალე გაიზრდება. ეს სიმართლეა?
პასუხი: დიახ, ვაშლის ძმარი და სოდა, ხელს უწყობს თმის ზრდას და მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას. ამისთვის დაგჭირდებათ საკვები სოდა, პლასტმასის ბოთლი და ვაშლის ძმარი. ნარევი ასე უნდა მოამზადოთ და გამოიყენოთ: შეურიეთ მომცრო ბოთლში სოდა და წყალი პროპორციით 1:3 – გრძელი თმისთვის 2-3 სადილის კოვზი სოდა და 6 სადილის კოვზი წყალი. წაისვით ეს ნარევი სველ თმაზე, მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 5 წუთით და კარგად დაიბანეთ გრილი წყლით. ბოლოს, გადაივლეთ თმაზე ძმრისა და წყლის ნარევი, პროპორციით 1:4. გამოიყენეთ ეს საშუალება 1 თვის განმავლობაში და მალევე შეატყობთ თმის სტრუქტურის გაუმჯობესებას.