კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ჩემმა შეყვარებულმა უახლოეს დაქალთან მიღალატა და თავს დამნაშავედ არ ცნობს

თათია ფარესაშვილი ნინი, 24 წლის.

ინტიმური საუბრები
 

ისეთი ბედნიერი, როგორც გაგას გვერდით ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ. სულ ვამბობდი, ამას რომ არ ვიცნობდი, ნეტავ, როგორ ვსუნთქავდი-მეთქი. საოცარი სიყვარული გვაკავშირებდა და თვალდახუჭული ვენდობოდი. რას წარმოვიდგენდი, თუ უახლოეს დაქალთან მიღალატებდა.  ასე მგონია, ცხოვრება დასრულდა, მის გარეშე გვამი დავრჩი და ვერასდროს გავხდები ბედნიერი და ისეთი ლაღი, როგორიც მასთან ერთად ვიყავი. გაგა სწორედ იმ ჩემს უახლოეს დაქალთან, ლიაკოსთან გავიცანი. პირველივე დანახვისას გადავირიე მასზე. თითქოს შიგნიდან მივხვდი, ეს ის ადამიანია, ვინც ჩემი უნდა იყოს, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო და ვისუნთქო-მეთქი. ექვსი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და ნამდვილად ვერაფერს ვამჩნევდი. ახლა რომ ვუფიქრდები, თვალები მქონდა ახვეული და ვერ ვხედავდი, თორემ, როცა ლიაკოს ვუყვებოდი და გულს ვუშლიდი ჩემსა და გაგას ურთიერთობაზე, იბოღმებოდა, თითქოს სწყინდა. ვფიქრობდი, გოგოა და ალბათ, მასაც უნდა ჩემნაირი ურთიერთობა და ამის გამო იბოღმება-მეთქი. თურმე, მასაც თვალი ჰქონდა გაგაზე დადგმული და ვერ მიმხელდა. მოკლედ, როცა ყველაფერი ავაწყვეთ, მომავალი ქორწილის დღეც კი დავგეგმეთ და გადავწყიტეთ გაპარვა, გაგას ლიაკოსთან შევუსწარი. იმ დღეს აგარაკზე დავრჩით სამეგობრო და ლიაკოც და გაგაც იქ იყვნენ. ცოტა დავლიეთ, გავერთეთ, ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ და  შუაღამისას დავწექით დასაძინებლად. მე და ლიაკო ერთ საწოლში დავწექით. ვიჭორავეთ, ვიცინეთ და ჩაგვეძინა. უფრო სწორად, მე ჩამეძინა, მას კი როგორც ჩანს, დაგეგმილი ჰქონდა, იმ ღამით ჩემი მომავლის დანგრევა. რომ გამომეღვიძა, ლიაკო ჩემ გვერდით აღარ იწვა. ვიფიქრე, ნეტავ, ცუდად ხომ არ გახდა-მეთქი, წამოვხტი და მისი ძებნა დავიწყე. ვერც აბაზანაში ვიპოვე, ვერც საპირფარეშოში, ვერც სამზარეულოში და ძალიან შევშინდი. ვიფიქრე, გაგას გავაღვიძებ და ვეტყვი, მომაძებნინოს-მეთქი. ფრთხილად შევაღე კარი და ნამდვილი შოკი მივიღე. გაგა და ლიაკო ერთ ამბავში იყვნენ. ისე გავშეშდი, ვერც უკან გამოვედი და ვერც შიგნით შევედი. უცბად გამოვფხიზლდი და მივხვდი, იმწუთას სიკვდილი მერჩივნა იმის დანახვას, რაც ჩემ თვალწინ ხდებოდა. ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ორივე დაიწყებდა იმის ახსნა-განმარტებას, ნასვამები ვიყავით, თავი ვერ შევიკავეთ და შევცდითო. მაგრამ, ასე არ მოხდა. სამზარეულოში რომ გავედი და ისტერიკულად ვტიროდი, ორივე უტიფრად დამადგა თავზე და მეუბნებოდნენ: კარგი რა, უბრალოდ, ასე მოხდა და რა პანიკებს წევო. ეჭვი მაქვს, ეს პირველი არ იყო მათთვის, თორემ, ასე არ მოიქცეოდნენ. ლიაკოს ყოველთვის შურდა ჩემი და ცდილობდა, ჩემზე უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ გაგას საქციელი გამიკვირდა. ხელის გულზე ტარებას  მპირდებოდა და ჩემს უახლოეს დაქალთან დაწვა. ახლა ვფიქრობ, ბოდიში რომ მოეხადა და რამით გაემართლებინა თავი, იქნებ მეპატიებინა, მაგრამ არც დამნაშავედ გრძნობს თავს და ის, რომ მიღალატა, ჩვეულებრივად მიაჩნია. მე ამას ვერ ავიტან. ვერ ვაპატიებ და არც მის გვერდით მინდა ისეთი მომავლის აწყობა, სულ მეშინოდეს, როდის გავხდები მორიგი ტყუილისა და ღალატის მსხვერპლი.
скачать dle 11.3