№23 გაქვთ ეჭვიანის ფსიქოლოგია?
შეეცადეთ, გულახდილად უპასუხოთ ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ, არის თუ არა ეჭვიანობა თქვენთვის ფსიქოლოგიური პრობლემა. დააფიქსირეთ ვარიანტი, როგორ მოიქცეოდით კონკრეტულ სიტუაციაში:
1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული ხშირად აგვიანებს სამსახურიდან მოსვლას.
ა) ცდილობთ, გაარკვიოთ ხომ არ გააჩაღა სამსახურეობრივი რომანი;
ბ) ფიქრობთ, რომ გადაუდებელი საქმის გამო, რთულია, ჩაეტიოს განკუთვნილ გრაფიკში.
2. პარტნიორი გთავაზობთ, შვებულება გაატაროთ მარტო, თქვენი სურვილის მიხედვით:
ა) დაეჭვდებით, რომ ის გამოიყენებს შესაძლებლობას და სრულიად „აუშვებს“, რათა შეიგრძნოს თავისუფლება;
ბ) დაეთანხმებით მას. არაჩვეულებრივი იდეაა, ზოგჯერ ერთმანეთისგან დასვენება.
3. სიზმარში ის ამბობს სხვა ქალის სახელს. თქვენი ქმედება:
ა) გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა-განმარტებას;
ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ეს არაა პრობლემა. ყველაფერი შეიძლება, დაგესიზმროს.
4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით:
ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ;
ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ გიამბობთ, მის შესახებ.
5. თქვენი რჩეული ამ ბოლო დროს დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. თქვენი რეაქცია:
ა) გაგიხარდებათ, რომ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინა თქვენი რჩევები და დაიწყო საკუთარი თავის მოვლა;
ბ) იფიქრებთ, რომ მას გაუჩნდა ახალი „ინტერესის ობიექტი“.
6. თქვენი რჩეულის ოფისში სტაჟირებაზე ეწყობა ახალგაზრდა, სიმპათიური გოგონა. თქვენი რეაქცია:
ა) თუ თქვენი პარტნიორი გიყვებათ მის შესახებ, არ აქცევთ ყურადღებას და ხუმრობთ მასზე;
ბ) შეეცდებით, გაიგოთ მის შესახებ მთელი ინფორმაცია და დაანახვოთ თქვენს რჩეულს მისი მინუსები.
7. შემთხვევით პოულობთ წერილს სადაც თქვენს პარტნიორს დანიშნული აქვს შეხვედრა საპირისპირო სქესის, თქვენთვის უცნობ პიროვნებასთან. თქვენი რეაქცია:
ა) კოლეგების ხუმრობა გგონიათ;
ბ) საშინელ ჩხუბს მოუწყობთ.
ქულების დათვლა
1. ა - 2 ბ - 3
2. ა - 1 ბ - 2
3. ა - 0 ბ - 3
4. ა - 0 ბ - 3
5. ა - 3 ბ - 1
6. ა - 2 ბ - 0
7. ა - 3 ბ - 2
9 ქულამდე: ძალიან ეჭვიანი ხართ. ეს ლამის ფსიქოლოგიურ აშლილობაში გადადის. ყველა ცოდვაში თქვენს პარტნიორს ადანაშაულებთ, ყველა ქალში კი კონკურენტს ხედავთ. უმჯობესია, თუ ცხოვრებას არ გაართულებთ, არც თქვენთვის და არც თქვენი რჩეულისთვის.
9 – 15 ქულა: კარგად გესმით, რომ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ. საერთოდ არ ფიქრობთ, რომ ეჭვიანობამ შეიძლება, დაგინგრიოთ ცხოვრება.
16 – 19 ქულა: ძალიან გაწონასწორებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენი ფსიქოტიპი დამყარებულია ნებისყოფასა და გამოცდილებაზე. ეს კი ოჯახური ბედნიერების გარანტიაა.