კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ნამდვილი მეგობრობა?!

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


არსებობს თუ არა ქალისა და მამაკაცის ნამდვილი მეგობრობა? – ეს ყოველთვის  დიდი განხილვის საგანია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან არსებობს რაღაც, რაც ერთი წამით მაინც აიძულებს მათ, ერთმანეთს სხვა თვალით შეხედონ, ისე, როგორც ქალს ან მამაკაცს უყურებენ ხოლმე. თუმცა, ძალიან ხშირად გსმენიათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამაკაცებს ბევრად უკეთ გამოსდით მეგობრობა, ვიდრე ქალებს. ნამდვილი ძმაკაცი ყოველთვის შენ გვერდითაა, რაც არ უნდა მოხდეს, გაიზიარებს შენს ჭირსა და ლხინს და დროის არცერთ მონაკვეთში, არ გაგრძნობინებს თავს მარტო. რაც შეეხება ქალს, ის ძალიან ამოუცნობი ფენომენია.  
ფსიქოლოგები  ცდილობენ, ახსნან, თუ რატომ უჭირთ ქალებს, მამაკაცებისგან განსხვავებით, იყვნენ ერთმანეთის მიმართ ბოლომდე გულწრფელნი და ჭეშმარიტი მეგობრები.
• სილამაზე – ქალისთვის სილამაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში კი, ის კონკურენციის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. ყველას უნდა, იყოს ყველაზე ლამაზი და მაქსიმალურად სასურველიც. მამაკაცებს ეს არ ადარდებთ, ისინი სულაც არ ცდილობენ, ჩაიცვან დეკოლტე, მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიქციონ, მით უმეტეს, გამოირჩეოდნენ თავისი ნამდვილი მეგობრებისგან,  რაც ქალებში პირიქითაა.
• ქვეცნობიერი შეჯიბრი – ყველას უნდა, იყოს პირველი, თუმცა მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ბევრად უფრო ემოციურები არიან ამ საკითხში. ძალიან ბევრ შემთხვევაში, როდესაც   მეგობრებიდან ერთი ძალიან ლამაზია და წარმატებული, ხოლო მეორე – მეტ-ნაკლებად, ამ ორს შორის ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოიშობა. ეს ის მომენტია, როცა ერთს მეორის წარმატება კი არ უხარია, პირიქით, ის თავს ცხოვრებისაგან დაჩაგრულად გრძნობს და საკუთარ თავს ეკითხება: მე რატომ არ ვარ ასეთი?! მამაკაცების შემთხვევაში, ესეც სხვაგვარადაა. ისინი უფრო მეტად ჰუმანურები და პოზიტიურები არიან, იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას
• პირადი ცხოვრება – ნამდვილი ქალისათვის პირადი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორ დაქალს ერთი და იგივე მამაკაცი მოსწონს, ან ერთს აქვს მაქსიმალურად აწყობილი პირადი ცხოვრება, ხოლო მეორეს – მეტ-ნაკლებად, ამას ისევ და ისევ შურის მომენტამდე მივყავართ.
• მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნული მახასიათებლები, რომლებსაც ფსიქოლოგები გამოყოფენ, ეხება მხოლოდ ყალბ მეგობრობას. როცა ადამიანი ბედნიერია, აუცილებლად გაიხარებს სხვისი ცხოვრებითაც, მით უმეტეს, იმის ბედნიერებით, ვისაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს.  

SOS ! მამაკაცი


მამაკაცი, ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში იყოს მაქსიმალურად დომინანტი. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის  და  როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება, მასზე უარი თქვას,  ნიშნავს, რომ  მას ამ ურთიერთობისგან გარკვეული მოლოდინები აქვს.
რა სურთ კაცებს?
• იგრძნონ თავი ძლიერად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულ არ ეთანხმდებოდეთ, მაგრამ ეს არ დაანახვოთ!
• სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია, თავი თავისუფლად და თამამად იგრძნონ. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას. თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და იმავდროულად, ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას.
• საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამი და შესაბამისად, აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ, რომ ის მართავს და  არ უთხრათ,  რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ  მიმართულებას.
• მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე… მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი არსება.
• ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა. აუცილებლია, შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი.
• ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენ მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, თუ  მისთვის სუსტი არსება ხართ, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად, მიეცით სივრცე ამისთვის.  

 ქალური სურვილები

 „ქალებს რას გაუგებ“ – ეს ის ძალიან ცნობილი ფრაზაა, რომელსაც მამაკაცები იშველიებენ მაშინ, როცა მართლა წარმოუდგენელია, ახსნა  ქალის ფენომენი და მათი   ზოგიერთი ქცევის განმაპირობებელი ფაქტორები.
წარმოვიდგინოთ, რომ ქალს, როგორც ქიმიურ ელემენტს, ისე განვიხილავთ – რას ვიტყოდით მასზე?  წაიკითხეთ, სახალისოა.
დასახელება: ქალი.
ის, ვინც პირველად აღმოაჩინა ადამი.
მასა: საშუალოდ, 60 კილოგრამი,  თუმცა ასევე გვხვდება „ნიმუშები “  40-დან 200 კილოგრამამდე.
გავრცელების მასშტაბი: ძალიან გავრცელებულია.
როგორია ქალის ფიზიკური თვისებები:
დნება გარკვეული ზემოქმედების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება. მამაკაცები კი არა, ზოგჯერ თავადაც ვერ იგებენ, რატომ გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში.
ძალიან კარგად ურთიერთმოქმედებს კეთილშობილ ლითონებთან და ძვირფას ქვებთან  (ძვირფასეულობასთან).
შეუძლია, მოულოდნელად აფეთქდეს ისე, რომ შეუძლებელი გახდეს მის საწყის ეტაპზე დაბრუნება.
ფართოდ გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის, განსაკუთრებით  ძვირფას  ავტომობილებში.
წარმოადგენს წმენდისა და რეცხვის ძალიან ეფექტურ საშუალებას.
ხელს უწყობს მოდუნებასა და სტრესის მოხსნას.
გამოუცდელი (სავარაუდოდ, მამაკაცის) ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
აკრძალულია ერთ ეგზემპლარზე მეტის ყოლა (ისევ თქვენს სასარგებლოდ).
P.S. შეიძლება, იყოლიოთ ერთზე მეტი, მაგრამ ერთმანეთისგან  ცალ-ცალკე, რომ არ მოხდეს ურთიერთქმედება ერთმანეთს შორის და  ამან არ გამოიწვიოს ჯერ აფეთქება, შემდეგ – თქვენი ლიკვიდაცია.  скачать dle 11.3