კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 აურზაური ოკეანის გაღმა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ჩვენი მზვერავი თქვენსას სჯობია… 

ჩვენი სულზე უტკბესი, ოკეანისგაღმელი და სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის, კონგრესში კვლავაც გრძელდება მოსმენა საკითხისა, თუ როგორ ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში (2016 წლის შემოდგომისას) რუსეთის  ხელისუფლება.
ასე განსაჯეთ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფიც (ჯონ ბრენანიც) გამოვიდა და, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა:  „ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი თავხედურად ჩაერია ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებში“ და იქვე დასძინა, რომ უფრო ადრე, კერძოდ, 2016-ს აგვისტოში, მან გააფრთხილა რფ-ის „ეფ ეს ბეს“  უფროსი ბორტნიკოვი, რომ რუსული სპეცსამსახურების ნებისმიერი ჩარევა დაასამარებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების უმცირეს შესაძლებლობასაც კიო. ბორტნიკოვს უპასუხია, აბა, როგორ გეკადრებათო,  თუმცა, როგორც ჩანს, მთავარ რუს მზვერავს ყურადაც არ უღია მთავარი აშშ-ელი მზვერავის შეგონებანი.
უფრო მეტიც, ბრენანს არც ის დაუმალავს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჰქონდა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, დონალდ ტრაპის საარჩევნო შტაბის წევრებს ჰქონდათ კონტაქტი რუსეთის ოფიციალურ პირებთან, თუმცა, მაინცდამაინც, ღალატის ფაქტს ვერ ადასტურებს.
თუმცა ახლა უკვე გაირკვა, რომ სადაზვერვო სამმართველოს კითხვები აქვს დონალდ ტრამპის სიძესთანაც.  
მეორე მხრივ, თავის დროზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს ურჩია: „დღევანდელი თეთრი სახლის შემხედვარე, ვიტყოდი: ჩაერთეთ როზეტა სთოუნის პროგრამაში და ისწავლეთ რუსული.“
ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ოკეანისგაღმურ სალხინეთშიც არანაკლები აურზაურია და ისღა დაგვრჩენია, ვინატროთ, ამ ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ ამ ჩევნს ოკუპანტს საუკუნო სიყვარული არ შეჰფიცოს?! –
скачать dle 11.3