კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 „გიგანტი და მართლისმთქმელი“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ სექსგიგანტი… 
 გასულ კვირას ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრი  (ალან პიტერ კაიეტანო) თავის რუს კოლეგას შეხვდა და იმდენად აღფრთოვანდა ნანახით (სერგეი ახლოდან მაინც სულ სხვაა), რომ ამ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატი საერთაშორისო ურთიერთობების ლეგენდად და დიპლომატიის გიგანტად შერაცხა! ამიტომაც დასძინა, რომ უზომოდ ბედნიერია, რაკი მასთან მოუწია მოლაპარაკების გამართვა.
მომყავს ციტატა: „ეს ჩემი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ოფიციალური ვიზიტით ვეწვიეო“ და „დიპლომატიის გიგანტს“ მისი უდიდებულესობაც კი უწოდა.
რაზეც „გიგანტს“ დაუმორცხვია: „მეპირფერებითო“, თუმცა კაიეტანოს სწყენია: „ჩვენ, ფილიპინელები, მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობთო“.
  უფრო ადრე ერთმანეთს რფ-სა და ფილიპინების პრეზიდენტები შეხვედრიან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მათ შორისაც გაიმართა თუ არა ამ ტიპის საუბარი, ოღონდ, თუ ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის აღტკინებასა და პათოსს გავიხსენებთ, არც ისაა გამორიცხული, რფ-ის დატოვების შემდეგ სერგეი ლავროვი სექსგიგანტადაც მოინათლოს. –
скачать dle 11.3