კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ნაგავმტყორცნელები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ჯარიმაც ელანძეა


დასუფთავების ინსპექტორები ჩვენს დედაქალაქში, უფრო ზუსტად, მის ცენტრალურ უბნებში, უკვე გამოჩნდნენ და ამ ერთ თვეში, გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიერ მოქალაქეების ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარს მიუკაკუნა.
სისუფთავის სადარაჯოზე მდგომთ 411 საჯარიმო ოქმი გამოუწერიათ, მათგან 378 ორ კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის, ხოლო ამ 411-ს შორის 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეც ყოფილა.
რაკი არა მხოლოდ მარცხი, ჯარიმაც ელანძეა, აქვე შეგახსენებთ, რომ 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრა 80 ლარი დაგიჯდებათ (ანუ სიგარეტის ნამწვიც იგულისხმება, ქაღალდიც  და პოლიეთილენის პარკიც), 2 კილოგრამზე მძიმე ნაგვის დაყრა – 150 ლარი; საქმე უფრო რთულადაა ზემოდან ნაგვის სროლაზე, სახელდობრ: ნაგებობიდან 2 კილოგრამამდე ნაგვის გადმოყრისთვის 150 ლარს გადაიხდით, 2 კილოგრამზე მძიმე ნაგვის ტყორცნისთვის კი – 500 ლარს.
ჯერჯერობით დედაქალაქში ათი ეკიპაჟი მუშაობს და ისიც – მხოლოდ ცენტრალურ უბნებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად შეივსება ჩვენი ბიუჯეტი.
ანუ ეს ის შემთხვევაც შეიძლება, იყოს, როდესაც ზოგი ჭირი მამდიდრებელია: რაც ბევრ ნაგავს დავყრით (თუ ვერა და ვერ ვეჩვევით ნაგვისმტყორცნელობას), მით მეტად შევეწევით ბიუჯეტს. –
скачать dle 11.3