კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რამ მიიყვანა ცრემლებამდე სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი და რა შემთხვევაში ჩაიქოლებოდნენ ისინი იტალიაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ცოტა ხნის წინ სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი და ნოდიკო ტატიშვილი იტალიაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ქართველი ემიგრანტებისთვის ლამაზი საღამო ჩაატარეს. გარდა ამისა, იტალიის სხვადასხვა ქალაქიც მოიარეს და ემოციებით მაქსიმალურად დატვირთულები დაბრუნდნენ.
თიკა მახალდიანი: კონცერტის იდეა ნოდიკოს და ჩემს მეუღლეს ერთობლივად მოუვიდათ და შემდეგ უკვე დაიგეგმა კიდეც. ძალიან კარგად ჩაიარა, ბევრი ხალხი იყო მოსული. ტიროდნენ, 2 საათში საქართველო დაგვანახვეთო. ემოციების დიდი ზღვა იყო. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა და დაგვაფასა. იტალიაში კიდევ იგეგმება კონცერტი და ასევე, გერმანიაშიც.
სალომე ბაკურაძე: პირველად ვიყავი იტალიაში და ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა. დახვედრამ, კონცერტმა, სამზადისმა, გარემომ. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტებისთვის კონცერტების ჩასატარებლად ჩვენც და სხვა მომღერლებიც ხშირად დავდივართ, იტალიაში ამ მხრივ დიდად არ არიან განებივრებულები, განსაკუთრებით ნეაპოლში. ჩვენ გვქონდა იქ კონცერტი და უდიდესი სიხარულით, სიყვარულით გამოვედით კონცერტზე.
თიკა: რაღაც სხვა ნერვიულობა ახლდა ამ ყველაფერს. შინაგანი ღელვა გვქონდა, სხვანაირი.
სალომე: ძალიან კარგი, თბილი, უშუალო გარემო იყო. დღემდე არ წყდება კომენტარები, წერილები და ჩვენთვის ეს უდიდესი სიხარულია, რომ ამხელა სიხარული მივანიჭეთ ქართველ ემიგრანტებს. რაც უნდა კარგად გრძნობდე სხვა ქვეყანაში თავს, ემიგრანტობა მაინც დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა ქართველს, ვინც კონცერტზე მოვიდა, ვინც გვერდში დაგვიდგა, მათ შორის, კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნინა ლაფაჩიძეს და მამა გაბრიელს ასევე, იქაურ მასპინძლებს, რომლებმაც ბოლომდე გვცეს პატივი, გვაჩვენეს და დაგვაგემოვნებინეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.
– რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?
თიკა: ყველაფერი, მაგრამ რომი იყო სასწაული. ვერ გადმოსცემ ამ სიამოვნებას სიტყვებით, ეს უნდა შეიგრძნო. ვატიკანში საერთოდ მუნჯდები, ვერ ლაპარაკობ. გინდა, რომ იღრიალო, იმხელა სიამოვნება და ბედნიერებაა.
სალომე: იტალიის ნახვა იყო აღმაფრთოვანებელი. ნეაპოლში ჩავფრინდით და ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული იტალია, თავისი გიჟური ტემპით, გარემოთი.
თიკა: მანამდე, სადაც კი ვყოფილვარ – ვერონაში, ვენეციაში, ძალიან მშვიდი და მოწესრიგებულია იქაურობა. ნეაპოლში ნამდვილი საგიჟეთი იყო.
სალომე: თან, მე მიყვარს ყველაფერი გიჟური და ძალიან მოვიხიბლე. რიტმსაც ავყევით, არაფერი დაგვიკლია. თან, ისეთი მასპინძლები დაგხვდნენ, მათ გვერდით მშვიდად ვერ ვიქნებოდით. მინდა, აღვნიშნო, რომ ნოდიკოსთან ერთად მოგზაურობა ძალიან მქონდა მონატრებული. მით უმეტეს, ასე, სამნი ერთად არ ვყოფილვართ.
თიკა: მე ნოდიკოსთან ერთად მანამდე არ ვყოფილვარ და მართალია, რომ ამბობენ: მოგზაურობის დროს გაიცნობ ადამიანსო. მანამდეც კარგად ვიცნობდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ რამე არასასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ახლა, ასმაგად შემიყვარდა, არაჩვეულებრივი ადამიანია.
სალომე: მაქსიმალურად შევირგეთ ყველაფერი, ბოლოს ფართხა-ფურთხით დავრბოდით. ნოდიკო ბევრჯერ იყო რომში ნამყოფი და გიდობასაც გვიწევდა. გარდა ამისა, ჰქონდა საყვარელი ადგილები და გიჟებივით გავრბოდით იქითკენ.
თიკა: იქ შეგვიყვანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ტირამისუ კეთდება. დიდად არ მიყვარს, მაგრამ მართლა საოცრება იყო.
სალომე: პატარა, ლამაზი, კოკროჭინა რესტორანი იყო და გავიხედეთ, კიდია ფოტოები მერაია ქერისთან, სხვა ცნობილ ადამიანებთან. თემო ხუმრობდა: აქ მერაიას ფოტოები რომ გამოუკრავთ, თქვენთანაც გადაიღონ ფოტოები, გინდათ, ავუხსნათ, ვინც ხართო. ვატიკანმა ჩემზეც დიდი შოკი მოახდინა, დავმუნჯდით, ცრემლებამდე მივედით.
– თიკა, შენი მეუღლე – თემო როგორია მოგზაურობის დროს?
თიკა: ძალიან კომფორტული, უპრეტენზიო – ოღონდ ატარე.
სალომე: ერთი, ვინმეს ამოეღო ხმა? არავინ გარისკავდა, რამეზე უარი ეთქვა.
თიკა: დავიღალე, მცხელოდა, თან ზამთრის ტანსაცმელი მქონდა წაღებული, ამოვიხუთე. მაგრამ, ხმას როგორ ამოვიღებდი.
სალომე: ვინმეს რომ ხმა ამოეღო, ეგრევე ჩაიქოლებოდა. ტელეფონში მაქვს პროგრამა, რომელიც ყოველდღიურ ნაბიჯებს გითვლის: ხან გაქებს, ხან გარცხვენს. ტელეფონი ყოველ საათში კიოდა: რა გარდატეხა მოხდა შენს ცხოვრებაშიო. დღიური 5 ათასის მაგივრად, 28 ათასზე ავედით. მოკლედ, ჩაქანცულები ვიყავით.
–  სალომე, შვილის დატოვებაც მოგიწია რამდენიმე დღით. ეს არ იქნებოდა ადვილი.
– კი და თან, ლაშას დაბადების დღეც იყო. დაგეგმილი გვქონდა, „იუვენტუსის” გულშემატკივრები გვეპოვა და მისალოცი ვიდეოები ჩაგვეწერა. მაგრამ, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით და გავაჟღერე ჩემი იდეა მასპინძლებს გავანდე, გამაფრთხილეს, თუ გინდა, ცოცხალი გააღწიო აქედან, „იუვენტუსი” არ ახსენო. ისედაც გიჟები ცხოვრობენ ნეაპოლში და თავისი გუნდი ჰყავთ. ეს იდეა აქვე ჩაახშე და რომში კიდევ შეიძლებაო. მოკლედ, ჩაგვეფუშა სიურპრიზი. თან, დროის სხვაობის გამო, საათი გამექცა და არ ვიყავი პირველი, ვინც დაბადების დღე მიულოცა. ბავშვის დატოვებაზე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, მაგრამ, მანამდე უარესიც ყოფილა – ამერიკაში რომ წავედი, ლამის მთელი თვე მომიწია ბავშვის დატოვება. მაშინ ძალიან გამიჭირდა.
– შენ რომ გათხოვდი, თიკაც მალევე გათხოვდა.
თიკა: ჯადო ამხსნა.
სალომე: მე გავთხოვდი და გავათხოვე სადაქალო.
თიკა: ჯადო გვქონდა და სალომემ გაჭრა და ყველანაირი ჯადო, თვალი, მოგვიხსნა.
სალომე: მერე დავაშვილიანე და ახლა თიკასკენაც გადმოვალ.
– ვფიქრობ, ოჯახში, ურთიერთობაში მთავარი მაინც პარტივისცემა და სიყვარულია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– სიყვარული არის მდგომარეობა, რომელიც ბევრ რამეს აერთიანებს და ამ ყველაფრის სათავე ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგებაა – შემდეგ არის უკვე ვნება, ლტოლვა, ფიზიკური ურთიერთობა. თუ ურთიერთპატივისცემა ირღვევა, მერე ყველაფერი ირღვევა. ამდენ მაგარ რამეს რომ აერთინებს, იმიტომაც არის სიყვარული მაგარი „როჟა“.
– სოციალურ ქსელშიც უძღვნით ხოლმე მეუღლეებს თბილ, სიყვარულით სავსე პოსტებს.
თიკა: არ მინდა, ისე გამოვიდეს, წაიღეს ტვინიო, თუმცა, დიდად არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი.  ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ, ზოგჯერ ხომ გინდა, რაღაც გამოხატო – მთლად მიგდებული კი არ მყავს ქმარი. თვეში ერთხელ მეც დავწერ რაღაცას, რა მოხდა?!
სალომე: როცა მოგაწვება, დაწერ. არ ვფიქრობ, რომ ამაში რამეა გამაღიზიანებელი. ზოგადად, მეც დამეწყო ისეთი რაღაცეები, რომ თავს ვიკავებ, ბავშვის ფოტოებზეც კი. ამაზე თიკამაც მისაყვედურა. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც დაინახავს, თვალი, შმალი... უბრალოდ, მე არ გამოვირჩევი რაღაც განცხადებებით. პირად კონტაქტში შემიძლია და უფრო ბევრს ვეუბნები, ვიდრე სოციალურ ქსელში: შენ გენაცვალე, შენ შემოგევლე.
– ბავშვის დაბადების შემდეგ ხშირად ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის.
– კი, ძალიან მაგარ ეტაპზე გადავიდა და მნიშვნელოვანი ამბავია. ეგეც სიყვარულში შედის, მისი კომპონენტია. ერთი მიზანი, ერთი საზრუნავი გვაქვს, ორივესგან გამოყვანილი „ნაშთია“. ძალიან მაგარი მომენტია, როცა მასში შენს თავსაც ხედავ, მასაც და პლუს ამას, აბსოლუტურად განსხვავებულ, თვითმყოფად, დამოუკიდებელ პიროვნებას, ბავშვს და ეს უფრო მეტ ბედნიერებას განიჭებს.
– თიკა, როგორი დედაა სალომე?
თიკა: ძალიან თბილი და მოისიყვარულე. გაგიჟებულია შვილზე. ან როგორ არ უნდა გაგიჟდე ამ საოცარ არსებაზე. ჩვენც გაგიჟებულები ვართ. ისიც სალომეზე გიჟდება. რომ ხედავს, ისტერიკა ემართება.

скачать dle 11.3