კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 დატოვა თუ არა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მზია ორველაშვილმა გიგი გაჩეჩილაძის გამო და ვინ ჩაყო ცხვირი მის ცხოვრებაში

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 მოცეკვავე მზია ორველაშვილი საზოგადოებამ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. მზია ყველა სეზონის უცვლელი მონაწილეა, თუმცა წელს ის ტელეეკრანზე აღარ გვინახავს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა. თუ რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მან პროექტი დატოვა, სტატიიდან შეიტყობთ.
მზია ორველაშვილი:
„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ არ ვარ, ეს ჩემი გულისტკივილია. ძალიან ვნანობ, მაგრამ ამ პროექტში რომ მიმეღო მონაწილეობა, მაშინ კარიერა უნდა მიმეტოვებინა. მყავს ახალი მეწყვილე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. ის უნდა ჩამოსულიყო ჩემთან ან მე უნდა წავსულიყავი იქ, საბოლოოდ, გადაწყდა ჩემი ჩასვლა. ვიზის ლოდინში დაიწყო პროექტი და მალე დამთავრდება კიდეც. რომ მცოდნოდა, ეს პროცესი ასე გაიწელებოდა, მაშინ აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ კიდეც, რომ ერთადერთი მოცეკვავე ვიყავი, რომელიც პროდიუსერებს ეხვეწებოდა, ცეკვები დაეწყოთ. ამ სეზონში ძალიან მინდოდა ცეკვა, რადგან ჩემი ბევრი მეგობარი იღებს მონაწილეობას. გიორგი ბახუტაშვილთან ცეკვის დიდი სურვილი მქონდა – თანაკლასელები ვიყავით (იცინის). სულ ვეჩიჩინებოდი, წამოდი იცეკვე, შენი მეწყვილე ვიქნები-მეთქი. საბოლოოდ, გიორგი მოვთაფლე, პროექტში რომ მიეღო მონაწილეობა და მერე მე ვეღარ წავედი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღარ ვჩანვარ ეკრანზე.
– ჭორი გავრცელდა, თითქოს რადგან გიგიმ დატოვა პროექტი, შენც მაგის გამო წამოხვედი...
– ეს ტყუილია. ვისაც არ უნდა ეთქვა, პროექტში არ წახვიდეო, თუნდაც ეს მამაჩემი ყოფილიყო, მაინც წავიდოდი. ბევრს ნიშნავს ჩემთვის „ცეკვავენ ვარსკვლავები“. ეს ჩემი ოჯახია, რომელმაც სახელი მომიტანა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად, კარგისკენ შეცვალა. გიგის და სხვების გამო, არასდროს ვიტყოდი უარს. გიგი არც არასდროს  მეტყოდა იმას, რომ მის გამო დამეტოვებინა პროექტი.  ისე, ერთმა ადამიანმა კი მითხრა: ვერ გამოგივიდათ შენ და გიგი გაჩეჩილაძეს პროექტის ჩაშლაო. ძალიან გამიკვირდა, ნამდვილად არ არის ასე.
– მოგწონს ახალი სეზონი?
– მომწონს, მაგრამ რომ გითხრა, ხშირად ვადევნებ თვალს-მეთქი, არა, ვერ ვახერხებ. რამდენიმე ტურს შევესწარი. ქართულ ცეკვებს ვუყურე ბოლომდე, თან ჩემი ბელორუსელი მეწყვილეც იღებს წელს მონაწილეობას, რომელთან ერთადაც, ვცხოვრობდი ბელორუსიაში. კარგია, თუმცა თითქოს რაღაც აკლია (იცინის). ბევრი მწერს: მზია, დააკლდი პროექტსო და ასე შემდეგ. ეს სასიამოვნოა ჩემთვის.
– ვის გულშემატკივრობ?
– ბახუტას ვგულშემატკივრობ. ჩემი ბევრი მეგობარი მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ შევხვდი მათ და განვუცხადე: მაპატიეთ, ყველანი კარგები ხართ, მაგრამ ვგულშემატკივრობ ბახუტას-მეთქი. გიორგი ჩემი ძმაა – მე-5 კლასიდან, მე-9 კლასის ჩათვლით ერთ სადამრიგებლოში ვიყავით. მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული.
– „ფეისბუქი“ გაგიტეხეს, როგორც თავად აღნიშნე. როგორ ფიქრობ, რა მიზანი ჰქონდათ?
– კი,  „ფეისბუქი“ გამიტეხეს და დაწერეს სტატუსი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო „ცეკვავენ ვარსკვალვებში“ მონაწილეობა რომ არ მივიღეო. ისევ ამ პროექტის გარშემო ტრიალებენ. ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო. ჩემი შეტყობინებებიც წაკითხული ჰქონდა და ზოგიერთზე პასუხიც კი გაუცია.  
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში არაფერიც არ ხდება. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ისევ მარტო ვარ (იცინის). დედაჩემი მეკითხება ხოლმე, დედიკო, იქნებ ვინმე გამოჩნდაო. ვპასუხობ, არა, დედა, არა (იცინის).  ყველას უნდა ჰყავდეს მეორე ნახევარი, მაგრამ ამ ეტაპზე, ისე ვარ გადატვირთული, რომ ჯერ ვერ მოვაბი ამ ყველაფერს თავი. მყავს თაყვანისმცემლები, თუმცა  ვერავინ ამოვარჩიე. არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში ღირებულ ადგილს დაიკავებს.
– როცა ოჯახი ენგრევათ, განმეორებით ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ. შენ შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– მიჭირს, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადადგმა. მამაკაცების მიმართ ცოტა არ იყოს  ნდობაც დავკარგე. მეშინია, ვინმეს რომ შევხვდე და მომატყუოს, აღარ მინდა, გული მეტკინოს. როდესაც ურთიერთობას ვიწყებ, მაქსიმალურად ვიხსნები იმ ადამიანთან, არაფერს ვუმალავ და ვცდილობ, ბოლომდე გავაბედნიერო. სამწუხაროდ, ჯერ მართლა ვერ ვნახე ისეთი ვინმე, ვისაც უფლება ექნება ჩემს ცხოვრებაში შემოვიდეს.  მთავარია, მამაკაცი იყოს ისეთი, როგორიც მინდა.
– და როგორს ეძებ?
– უპირველეს ყოვლისა, გულახდილი და ცოტა სიმპათიურიც უნდა იყოს. ჩემგან დამალული სადუმლოები არ უნდა ჰქონდეს. ძალიან ვაქცევ ამას ყურადღებას. მოსიყვარულე, თბილი და ყურადღებიანი მინდა იყოს. მოკლედ, „ჩესნი“ უნდა იყოს რა (იცინის).
– საშასთან შერიგების მცდელობა არ ყოფილა?
– არა, პირდაპირ დავსვით წერტილი. საშას შეუძლია, იმ წამსვე ჩაკეტოს ყველაფერი. შეყვარებულობის პერიოდში, როცა უკვე დანიშნულები ვიყავით, რაღაცაზე ვიკამათეთ და საშამ მითხრა: მორჩა, აღარაფერი იქნებაო. თუმცა, შევრიგდით და ორ კვირაში ქორწილი გვქონდა.  მერე ისეთი რაღაცეები მოხდა, მესამე პირი ჩაერია და აირია ყველაფერი. ამ ადამიანმა ისე ჩაყო ცხვირი ჩვენს ცხოვრებაში, რომ რა ვიცი. ორივემ ერთდოულად ვთქვით,  მორჩა.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, ასე ჯობდა?
– კი, ნამდვილად. ახლა ისიც კარგად არის და მეც. დღემდე ვმეგობრობთ და გვაქვს მიმოწერა, რჩევებს ვეკითხებით ერთმანეთს. ეს მხოლოდ მეგობრობაა. მას ჰყავს მეგობარი გოგო, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ბედნიერია.  ვიცი, რომ ჩვენ არასოდეს  შევრიგდებით.
– ანუ, ყველაფერმა გაიარა?
– ყველაფერმა გაიარა. წელიწად-ნახევარი ისეთი დეპრესია მქონდა, დედაჩემი შემომარტყამდა ხოლმე: გოგო, გაიღვიძეო. ძალიან ცუდად ვიყავი, ანტიდეპრესანტებსაც ვსვამდი. ამ სიტუაციიდან გამომიყვანეს ჩემმა შვილმა და დედამ. მათი დამსახურებაა, რომ დღეს ბედნიერი ვარ.
– მკაცრი დედა ხარ?
– მკაცრი ვარ, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობ, მასთან ვიყო მეგობრული და თავს ვიპატარავებ ხოლმე.  რაც შეეხება სწავლას და ზრდილობას, ამასთან დაკავშირებით მკაცრი ვარ.  მეშინია, დღევანდელ ცხოვრებაში როგორი გაიზრდება ჩემი შვილი.
– ცეკვავს?
– კი, როგორ არა, საქართველოს და კავკასიის ჩემპიონია. მისი სურვილი იყო ეცეკვა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება, არ მიატოვებს.
скачать dle 11.3