კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნიმა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-21(856)   



ისტორია მეცხრამეტე
„ცისფერი“ „ცისფრის“ ტყავს არ დახევს
(მოქმედი პირები: თეო და დიტო)

...
– მასე გამოდის. და თან, იმაზე კარგად ვიცნობ, ვიდრე საჭიროა, რომ იცოდე.
– მე ინტიმური დეტალები არ მაინტერესებს! ერთხელ შემახვედრე და მერე ვნახოთ. ბაგრატიჩს სიტყვა მივეცი და უნდა გადავიტანო ეს შეხვედრაც.
– სასიამოვნო სიურპრიზი გელით ორივეს!
– დიტო, ახლა ამაზე არც ფიქრის და არც ამის მოსმენის ნერვი მაქვს. ჯერ ზურას დაბადების დღემ გადაიაროს. შეიძლება, ვერც გადავრჩე ცოცხალი და წინასწარ რატომ ავიკიდო თავსატკივარი.
– რავა, თავის მოკვლაზე ფიქრობ, თუ რაშია საქმე? დამიჯექი აქ, ისე უნდა დაგამუშაო, ცოლმა და ცოლის დებმა სულ ღერა-ღერა დაიპუტონ! გოგონი, ხომ არ დაგვეზვანოკებინა ისევ?
– ჰო, აბა! ისევ, თორემ სულ ლექსი დედაზე მოუყევი მაშინ!
– აბა, გოგო! რა უზრდელი ძროხაა! ვერ მომინელებია, ამიტომ მინდა, დავრეკო და გადავრიო!
– არა, ჯერ არ მინდა. არ მინდა, შეემზადოს და რაიმე მოიფიქროს. მოულოდნელობაა ახლა ჩემი მოკავშირე. იცი, ჯერ არ ვიცი, რას მოვიმოქმედებ! ერთი ფაქტია - მე ასე ცხოვრებას აღარ ვგეგმავ! უბრალოდ, გავრეკავ და ეგაა. მაგრამ ამ სამკუთხედს როგორ დავშლი, ვერ მომიფიქრებია. რამე იდეა ხომ არ გაწუხებს, შემთხვევით?
– შემთხვევით არადა, ისე, კი მაქვს ერთი იდეა, ნა მილიონ! გააჩერე, გოგო, თავი და მისმინე! კაცი იგივე ბავშვია! მოფერება და კანფეტი უნდა, და კიდევ, სათამაშო. ძველი სათამაშო უნდა გატყდეს, რომ ახალი მოინდომოს. ჰოდა, მისი ძველი სათამაშო უნდა გავაფუჭოთ. გაიგე, დედი?
– ვერა, დიტო, მართლა ვერ ვხვდები, რის თქმა გინდა?
– არა, რა, სრულად დახშული გაქვს რუხი ნივთიერება და ეგაა! მომისმინე ყურადღებით:  ჩვენ, ნუ, ჩვენ, თქვენგან განსხვავებული და ამიტომ გონებაგამძაფრებული ადამიანები, ყველაფერს სიღრმისეულად ვაანალიზებთ. იმისთვის, რომ გადავრჩეთ და თან, თქვენზე უარესად არ ვიცხოვროთ, ბევრი რამის გააზრება და წინჭვრეტა გვიწევს. ამიტომაც ჩემი ტვინი შენს ტვინზე სხარტია, დედი... მე გასწავლი, რა უნდა გააკეთო, რომ ზურამ ის გააკეთოს, რასაც შენ მოინდომებ... სამაგიეროდ, ლადოსთან ისე მოიქცევი, მე როგორც გეტყვი - შევთანხმდით?

როდესაც „ბოზები ბოზობენ“, ქარავანი კი მიდის
(მოქმედი პირები: ქეთა და ბოზი მარინა)

მარინას ხმის გაგონება ისე გამიხარდა, მეგონა, ცა განათდა: სულზე მომისწარი, ახლავე უნდა გნახო, სად ხარ? მოვდივარ! –  გახარებულმა ჩავძახე ტელეფონს, საიდანაც მარინას ოდნავ ხრინწიანმა ხმამ ამომძახა:
– თუ ასე გჭირდებოდი, ვერ დამირეკე?! თან, მე შენ გეტყვი, ოდესმე მოგიკითხივარ, თუ რამე არ გჭირდებოდა?! რა მოგივიდა? ქმართან ხომ არ გაქვს პრობლემები? რაც მე შენს გასაღებაზე ვიმუშავე. ჰაჰაჰაჰა, იცოდე, ჩემი ვალიდან ჯერ არ ამოსულხარ! ისე, გეკითხა, მე ხომ არ მიჭირს რამე, პირდაპირ რომ მეცი!
– შენი მოვალე ვარ კუბოს კარამდე, მიმსახურე, როგორც გაგიხარდება და როცა გაგიხარდება. მარო, უნდა გნახო, მგონი, კვალიფიკაცია დამიჩლუნგდა, კაცებს ვეღარ „ვაგდებ”.
– მეც მჭირდები, შენი ნახვა მინდა და იმიტომ დაგირეკე. სად შევხვდეთ?
– კარგა ხანია, სახლიდან ვარ გამოსული, ჩემი ქმარიკო „გაჭედავს“, თუ სახლში არ მივედი. ამო ჩემთან. ან მითხარი, სად ხარ, გამოგივლი და ავიდეთ ჩემთან. ოღონდ „სკრომნად“ ჩაიცვი, კაცი არ გადამირიო. ხომ გახსოვს, ჩემი შორეული ნათესავი ხარ, ქვრივი, თავისი მკვდარი ქმრის სახელზე რომ დნება?!
– კაი გამახსენე, რა „დავაბოლეთ“ შენი ლაშიკო?! ეჰ, კარგი დრო იყო, შენც სულ წიწკვი იყავი. გამო ჩემთან, სახლში ვარ. ამასობაში შევიმოსები, როგორც პატიოსან ქვრივს შეშვენის.
– მოვფრინავ, –  ჩავძახე ჩემს მაშველ რგოლს ყურმილში და მაშინვე ლაშას ნომერი ავკრიფე: ჩემი ბიჭი სად არის?! რატომ არ ახსოვს თავისი გოჭუნია?! დაგაგვიანდება?! სულ მარტო მიმაგდე დღეს მთელი დღეა…  მე კიდევ მასაჟი გავიკეთე დღეს. ისეთი ლაპლაპა ვარ, ისეთი, ხელს რომ დავისვამ, მე თვითონ ცუდად ვხდები… და კიდევ, ახალი საცვლები ვიყიდე, აბრეშუმის, შენ რომ მოგწონს, ისეთი. ზედ მაკვდება… გპირდები, შენც დამაკვდები… ლაშიკო, რა უნდა მეკითხა შენთვის, დეიდაჩემმა დამირეკა. რა რომელმა? აი, ქმარი რომ მოუკვდა და მთელი ცხოვრებაა გლოვობს. ისეთი საცოდავი ხმა ჰქონდა, გულმა ვერ მომითმინა და დავპატიჟე ჩვენთან. სანამ შენ მოხვალ, ფისუნია, ცოტას გულს გადავაყოლებინებ. კარგი, მადლობა. უუკეთილესი ადამიანი ხარ. ვგიჟდები შენზე. დღეს არ დაიღალო, ძალები შეინახე. ისე უნდა გაკრუტუნო, მეხვეწებოდე, დამინდეო. გკოცნი, იცი, სადაც…
ისე შევედი როლში, ის ცვედანი ზურა ლამის გადამავიწყდა. არა, ეს როგორ გამიბედა, მაგ უდღეურმა?! ჩემნაირმა ქალმა იკადრა და უარი მითხრა?! ოოო, შენ გაგითენებ ჯოჯოხეთს, შე უბედურო! ისეთს მოგიწყობ, ქალის დანახვაზე გაჟრიალებდეს კარგა ხანს! არადა, მაგისი რა მიდიოდა?! რამეს ვთხოვდი თუ?! საცოდავი! ქალი წესიერად არც გაუჟიმავს, ალბათ. დაკვირვებული ვარ, ეგეთი ქათამი-ლოქო ცოლების პატრონებს საყვარლებიც მასეთები ჰყავთ. შენც „ლანა 2“ გეყოლება ხასად, არ გინდოდა, ხარისხიანად ჟიმაობა, მიიღებ ხარისხიან ჯოჯოხეთს! უჰ, გმადლობ, ღმერთო, მარინა რომ გამომიგზავნე…
– მოვედი, ჩამო. არა, მე ვერ ამოვალ. ისედაც დრო ცოტა გვაქვს, ლაშა არ დაბრუნდეს სახლში დროზე ადრე. კი თქვა, დამაგვიანდებაო, მაგრამ, ადრე რომ მოვიდეს და ვერ მოვასწროთ?!
მარინა ისეთ „სკრომნი“ „ვიდზე“ იყო, გეგონებოდა, კაცს მხოლოდ „მარშრუტკაში“ თუ გახახუნებიაო. ერთმანეთი ჩავკოცნეთ.
– მარო, უნდა მასწავლო ეგეთები, უცებ როგორ მივიღო უმწიკვლო ანგელოზის სახე.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, გენაცვალე. ცოტა გამოცდილება დააგროვე. ეგ წლებით მოდის, წლებით და კაცებით. შენ ჯერ კიდევ „მწვანე“ ხარ.
– რაღა „მწვანე“…
– შემოგევლე, მიაჩიჩინდი ამ ერთ ლაშას. ასე შორს ვერ წახვალ, ერთფეროვნება კლავს და კვალიფიკაციასაც გაკარგვინებს. მეტი კრეატივი, მეტი ინტრიგა, მეტი ექსტრემი, მეტი ადრენალინი. საფრთხის მოლოდინი ტვინს აიძულებს, იმუშაოს სწრაფად და შემოქმედებითად. ისეთ კომბინაციებს ჩახლართავ, თვითონ გაგიკვირდება, ეგ როგორ გამომივიდაო?! როგორ და ეგრე –  ისეთები უნდა მოიფიქრო, ეშმაკს შეშურდეს.
მარინას ხრინწიან ხმას მონუსხულივით ვუსმენდი. დავაკვირდი, ეს ხრინწი უცხო ხალხთან ლაპარაკისას სადღაც უქრებოდა და ისეთ ბგერებს ამოუშვებდა ხოლმე, სირინოზი გეგონებოდა. თან, თვალებს ისე დააფახულებდა, როდესაც ვითომ თავის მკვდარ ქმარს იხსენებდა, თვალებიც ისე უწყლიანდებოდა, რომ არ ვიცოდე, მოგონილ ამბავს ყვება, მეც კი დავიჯერებდი. მაგრამ აი, ამ სიცილს ვერ უხერხებდა ვერაფერს. უსიამოვნო სიცილი ჰქონდა, თითქოს ეშმაკი გიქირქილებს ყურთანო. მოკლედ, მე ახლა ყველაფერი „მეკიდა“, მარინას შურისძიების გეგმის სცენარი უნდა მოეწოდებინა ჩემთვის.
– დედაშენი როგორ არის? –  მკითხა უცებ.
– ჯიგრულად.
– იმას რატომ არ დაურეკე რჩევისთვის?
– მარო, შენ ვინ შეგედრება?! დედაჩემი შენთან სად მოვა! შენ ამ საქმის ღმერთი ხარ!
– ღმერთს ნუ ახსენებ, არ მიყვარს, ხომ იცი. მკითხე მაინც, რატომ დაგირეკე. რა ტუტუცი, ეგოისტი გოგო ხარ. ვერ გაგზარდა რა დედაშენმა?!
– მეგონა, ჩემს მოსაკითხად დარეკე.
– აბა, აბა, ჩემთან ეგეთები არ იყოს. დაბადებული არ იყავი, მე რომ ხალხს „ვაბოლებდი“. შენს მულს ლანა ჰქვია ხომ?
– ჰო. შენ საიდან იცნობ?
– ვიცნობ, არა ის კიდევ. მაგის ქმარს ზურა ხომ?
– მეკაიფები?!
– შენზე რით უნდა ვიკაიფო, გოგონა?! მე კაცები მიყვარს, მაგრამ გპირდები, თუ ოდესმე მაგის გასინჯვას გადავწყეტ, პირველი შენ იქნები. ზურა ხომ ჰქვია?
– კი, მე მაგ ზურას „ზუბი“ მაქვს და შენ უნდა მატირებინო მაგისთვის ყოფა.
– იცი, ვინ არის მაგ ზურას საყვარელი? –  ყურებს არ ვუჯერებდი. კოზირები თავისით მიცვივდებოდა ხელებში.
– შენ იცი? ვინ არის? მითხარი სასწრაფოდ!!!
– დაწყნარდი, ვერ გასწავლე მე შენ სიდინჯე. აჩქარება არ ვარგა. ვიცი და იმ გოგოს დედა უნდა მ...ა და შენ უნდა დამეხმარო!
– მარო, ასეთი გამართლება წარმოუდგენელია! მიყვარხარ!!! –  ისეთ ხმაზე ავკივლდი, მარინამ დაფეთებულმა გადმომხედა. სულს ძლივს ვითქვამდი: ავიდეთ ჩემთან და ყველაფერს მოგიყვები.
მანქანის გასაღები დაცვას გადავუგდე, ახლა პარკირების ნერვი არ მქონდა. ლიფტში კრინტი არ დამიძრავს. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი გამართლება შესაძლებელი იყო. სახლში შევვარდი, ფეხსაცმელები მივყარე და მაცივრიდან წყალი გამოვიღე. პირი ისე მქონდა გამშრალი, ენას ვერ ვატრიალებდი.
– მე რამე მაგარი დამისხი, –  მომაძახა მარინამ და რომ დაინახა, „ჯინის“ ბოთლს წავეტანე, არაფერი დაუმატოო, დააყოლა.
მასაც დავუსხი და მეც დავისხი, ოღონდ ჩემი, „ტონიკით“ გავაზავე. გადავუძახე და დივანზე მოვკალათდი: მომიყევი, რა გინდა ზურას საყვარლისგან?!
– ეგ ძუკნა ჩემი ლევანჩოს ცოლის დაქალია და მინდა, გავამწარო.
აღარ ჩავძიებივარ, მაგრამ ისე გამოცრა კბილებში, „დაქალიო“, მივხვდი, რაღაც ცუდად  ჩაუჭრა მაროს გზა.
– ახლა შენი ამბავი მომიყევი…
– მაგ ზურამ ისე დამამცირა, კინაღამ გავრეკე. ტიპმა უარი მითხრა და გამომაგდო!
– შენ? რათა? ის ძუკნა ასე ხარისხიანად აკმაყოფილებს ვითომ?! რა იცის ასეთი, ხომ არ მივებაროთ? –  მარომ ისეთ ხმაზე გაიცინა, ლამის სისხლი გამეყინა. მტრისას, ამის გადაკიდება-მეთქი, გავიფიქრე. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა მეშინოდა ამ ქალის. გულის სიღრმეში იმასაც ვფიქრობდი, ლაშა არ წამართვას-მეთქი, ამიტომ ვცდილობდი, ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. რა იცი, რა ხდება: ბოზი მაინც ბოზია. მაროს კი არადა, დედაჩემს არ ვენდობოდი მაგ ამბავში.
– მინდა, ეგ ზურა გავაფუჭო. ჩემი ქმრის პონტში აქვს ფული, თავის ბიზნესში ჰყავს ლაშას და მაგის დაც იმიტომ მოათრია ცოლად, რომ მის ქონებას მოსჯდომოდა. მე, რა, „პროსტა,” გართობა მინდოდა, აქ, ამ დივანზე, დავამუშავე ცოტა წუხელ და დღეს მინდოდა, დამეგვირგვინებინა, მაგრამ დამახვევინა მაგ ახვარმა.
– კაცად კაცი ვარგა? თუ რატომ გადაეკიდე?
– იდეალური ვარიანტია, არ აწყობს გაბაზრება, ამიტომ ლაშა ისე შეირგებდა რქებს, აზრზეც ვერ მოვიდოდა. თან, ეგ ჩემი მულიც არ მევასება, ცხვირაბზუებული მიყურებს და გამისწორდებოდა, თუ ქმარს გავუჟიმავდი, როცა მომინდებოდა. მაგრამ, როგორც უკანასკნელი ძუკნა, ისე გამომაგდო მანქანიდან. არადა, რაც მე დღეს მაგისთვის ვეცადე, მასაჟი, საცვლები, სურნელი…
– მანდ ცოტა რთულად იქნება საქმე, ქალის გაჟიმვაზე უარს არავინ ამბობს. ეტყობა, ის ქალი უყვარსავით, თორემ შენზე უარი რატომ უნდა ეთქვა?! არა უშავს, მაგას სხვანაირად მოვუვლით. თეოს…
– თეო ვინაა?
– შენი ზურას საყვარელი. მოკლედ, უნდა გამოვიჭიროთ ეგენი. დეტექტივს დავიქირავებ, პრობლემა არაა. გადავუღებთ ფოტოებს. ეგ ფოტოები ერთ ჩემს ნაცნობსაც სჭირდება ძალიან. ისე უნდა ვიჩალიჩოთ, რომ ლოგინშიც რამენაირად... ამას მერე დავგეგმავთ, რომ გავიგებთ, სად ხვდებიან ერთმანეთს. მერე შენ ამას აჩვენებ ზურას და დააშანტაჟებ.
– ფულს გამოვართმევ?
– მოიცა, რა დროს ფულია. ძაან „მწვანე“ ხარ. ფულს არა, ეტყვი, რომ საიდუმლოს შენახვის სანაცვლოდ, შენთან უნდა დაწვეს. ნუ, მე დაგარიგებ, რომ შეგიყვარდა და ასეთები. ამასაც გადავიღებთ, უკვე კამერით. და, საერთოდაც, ასეთ ჩანაწერს ბევრს დავაგროვებთ. აი, მერე მოსთხოვ ფულს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ცოლითაც გამოიჭერ და საყვარლითაც. ისე, ფული რად გინდა?!
– რა ვი, იყოს მაინც, ზედმეტი არ მაწყენს.
– კაი, ნახევარს მე მომცემ. მერე დაორსულდები ამ ჩვენი ზურასგან, გააჩენ ბავშვს და ასე გეყოლება გამოჭერილი მთელი ცხოვრება. ჰო, ერთი ისე უნდა მოახერხო, რომ ძალადობას ჰგავდეს, ექსპერტიზის ცნობასაც ავიღებთ დაზიანებებზე. რომ, თუ დაგვჭირდა, ისიც  თქვა, თითქოს იძალადა შენზე. მოკლედ, გამოჭერილი გეყოლება პინგვინივით. როცა მოგინდება, მაშინ დაუნგრევ ყველაფერს. დეტალებს გზადაგზა გეტყვი: მე გეუბნები, შენ ასრულებ და ჩემი ვალიც აღარ გექნება. მოსულა?!
– მოსულა! და შენ მერე?
– შენ ეგენი გააკეთე, რაც გითხარი და ჩემი საქმისა მე ვიცი. ჰო, კიდევ რაღაცეებს მოგცემ და ჩაუსხი ხოლმე იმ ზურას ცივ სასმელებში. აბა, წავედი ახლა მე. იფიქრე, რას როგორ იზამ. და ლაშას ხომ ასმევ ყოველთვიურად, რაც გასწავლე, იმას?
– კი, აბა?! მაგას გამოვტოვებ?! –  მარინა ავტომატურად გავაცილე. ვცდილობდი, დავმშვიდებულიყავი. ოო, დიდი და მხიარული ამბები იწყებოდა. გემრიელად გავიზმორე: არა, რა, კარგი რამეა ეს ცხოვრება. კარგი და გემრიელი!


ისტორია მეოცე

ფერადი ფიქრების სიბნელე
(მოქმედი პირი: ლადო, არატრადიციული ორიენტაციის)
ბედი ხომ გინდა, ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში. თან მოახერხო და უკანონო, ნაბიჭვარი დედის შვილი გახდე. მერე ადგე და არატრადიციული ორიენტაცია დაიჩემო. მოკლედ, ამას მოხერხება უნდა. და მე ეს მოვიხერხ-გავიჩალიჩე. არა, ბედის უმადური მთლად არ უნდა ვიყო - არავინ მიბურღავს ტვინს, არც ტრადიციებით მბოჭავს ვინმე და ვერც ჭკუის დარიგებას მიბედავს. არის ცოდვაში გარკვეული ხიბლი, აშკარად. თუმცა ჩემთვის ეს ცოდვა მაინცადამაინც საინტერესო მხარით შემოტრიალდა და სულ ასე ბზრიალებს. ქართველობა ძნელია და თან სავალდებულოო - ერთი წმიდანის სიტყვები მახსოვს. მაგრამ მე მთელი ჩემი არსებობით ვანგრევ ქართველობის სტერეოტიპს და სიძნელეების ახალ ბილიკებს ვალაგებ. არავის გაუგია, თუ როგორ მიჭირდა სკოლის დროს. ეს მინდა, დავივიწყო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ორმაგად ვიტანჯებოდი - საკუთარი ოჯახის გამო და მერე, ოდნავ მოგვიანებით აღმოჩენილი სურვილების გაურკვევლობა მაგიჟებდა. მოკლედ, როგორც იყო... იყო, რა. მე მაინც გავიარე ეს დრო და უკან ჩამოვიტოვე. ახლა მითხრას ვინმემ, თუ კაი ბიჭია, რამე! მაგრამ ადამიანებს მხოლოდ ძალა აჩუმებთ. მათთვის სულერთია, ცისფერი ხარ, ნაბიჭვარი თუ წმიდანი - მთავარია, ძალა გქონდეს და შენი ეშინოდეთ. თორემ ერთნაირად გაგიგდებენ წიხლის ქვეშ, და არას დაგიდევენ, ვინ ხარ  და როგორი ორიენტაციის.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3