კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ ეგონა ყველას თურქეთში მოკლული ელენე გოკაძის მკვლელი ყრუ-მუნჯი და როგორ იპოვეს ის სისხლის სუნით

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


 კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა მოხდა თურქეთში, ფაცა ურდუ (უბანი) საკარია ათათურქის ქუჩაზე. წარმოშობით ზესტაფონელი, 34 წლის ელენე გოკაძე ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მეზობელმა ქუჩიდან მოიტაცა და სასტიკი წამებით მოკლა. ჩვენ დავუკავშირდით ელენეს ოჯახის ახლობელს, რომელიც გარდაცვლილსა და მომხდარ ფაქტზე გვესაუბრა.

თეო ძიგუა: ელენე 12 წელია, რაც თურქეთში წავიდა. იქ ოჯახში მუშაობდა. ამბობენ, საღამოს რვა საათზე გავიდა შამპუნის საყიდლადო. ცოტა გასაკვირია, შამპუნის პრობლემა როგორ ექნებოდა, როდესაც სახლში ხუთლიტრიან შამპუნებს აგზავნიდა. როგორც ცნობილი იყო, ელენეს ქუჩაში მის მეზობლად მცხოვრები მამაკაცი დახვდა, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობდა. სახლში დანის მუქარით შეიყვანა და სკამზე სკოჩით მიბმული ახალგაზრდა ქალი სასტიკად აწამა – გადაუჭრა ვენები და ბოლოს ყელი გამოჭრა... გარეთ დარჩა ელენეს ფეხსაცმელი და ჩანთა. მკვლელობაში ბრალდებულის გვარ-სახელია მეთინ არზიკი. მან გაქცევა სცადა, თუმცა თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს საზღვარზე იმ დღესვე დააკავეს. ბრალდებული ყრუ-მუნჯად ასაღებდა თავს, კედელს ურტყამდა თავს და ამ საქციელით ცდილობდა,  თვითმკვლელობის ინსცენირებას – პოლიციას რომ გიჟად მოჩვენებოდა. მაგრამ დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ის არც ყრუ-მუნჯია და არც თურქი. ის მკვლელობის მეორე თანამონაწილესაც ასახელებს, რომელიც გაქცეულია. მკვლელობის მოტივი ჯერ არ დაუსახელებია.
– როგორ იპოვეს მიცვალებული?
– ჩვეულებრივად ელაპარაკა ძმას ტელეფონზე და ორ საათში ტელეფონი გაითიშა. ორი დღე ეძებდნენ, რეკავდნენ თურქეთში ელენეს მეგობრებთან. თურმე, ისინიც ეძებდნენ. ორი დღის შემდეგ, მკვლელის სახლში იპოვეს ნაწამები. ფეხსაცმელი სხვა ადგილას ნახეს, ჩანთა – სხვაგან. რომ აწამა, შემდეგ ხალიჩაში გამოახვია და გამზადებული ჰყავდა, რომ გადაეგდო. ამ დროს, თურმე, მეზობელს სისხლის სუნი ეცა. შევიდნენ და ნახეს მიცვალებული ხალიჩაში გახვეული, „გადასკოჩილი“. მაგრამ მის მეგობრებს ეს ძმისთვის არ უთქვამთ. წავიდნენ ელენეს ძმა და რძალი. მიცვალებული ისეთი დასახიჩრებული ყოფილა, ტატუებით ამოიცნო რძალმა. რომ ჩამოასვენეს და მიცვალებულს აცმევდნენ, საკუთარი თვალით ვნახე ელენეს ყელგამოჭრილი, დასახიჩრებული სხეული. თავში ჩაურტყამს, ხელები დაუწვია, თითები სიმწრისგან აქვს მოკეცილი, მუცელში დანა შვიდჯერ აქვს ჩარტყმული, თავის ქალა გადახდილი, გაფატრული, სახე – მოღრეცილი, ცხვირი – გვერდზე, მუცელი დაჩეხილი აქვს. მერე ხალიჩაში გაუხვევია და სანამ გადააგდებდა, მიუსწრეს. სავარაუდოდ, რაღაცის თქმას აიძულებდნენ. ეს რა ვნახე, შოკში ვარ. სულ სხვა სახე აქვს, ვერ იცნობ მიცვალებულს, ძალიან ცუდად ვარ. ელენეს დაქალი ამბობს, მკვლელი ჩვენი უბნელია, წლებია, ვიცნობდით და წყნარი ადამიანი იყო, არ ვიცით, რამ გაამწარაო. ოჯახი არ ჰყავს, მარტო ცხოვრობდა. მკვლელი ადრე ყაჩაღობაზე რამდენჯერმე ნასამართლევია. მას დანაშაული არ უღიარებია.
– როგორც ცნობილია, ელენეს მშობლები არ ჰყავდა. როგორი იყო ელენეს ოჯახური მდგომარეობა?
– ძალიან გაჭირვებული ოჯახი იყო და ამიტომ წავიდა. პერიოდულად ჩამოდიოდა, მაგრამ დიდი ხნით არ ჩერდებოდა საქართველოში. პატარები იყვნენ ელენე და მისი ძმა, დედ-მამა რომ დაეღუპათ. მამა ტუბერკულოზით დაავადდა. მოგეხსენებათ, მაშინ რთული იყო მკურნალობა და გარდაიცვალა, მალე დედაც იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა, ძალიან უჭირდათ. ელენეს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, შამპუნი რომ არ გვქონდა, ხშირად თავს ჭურჭლის სარეცხი ჟელეთი ვიბანდიო. ბინაც იყიდა, მანქანა, „მარშუტიც“. ძმა დაოჯახებულია, ძმისშვილები ჰყავს და მათ დიდ ყურადღებას აქცევდა – მათ სწავლას, მასწავლებლებს, დასვენებას ელენე უზრუნველყოფდა.  ზაფხულში იყო ჩამოსული, საბუთების გამო ერთი თვე გაუგრძელდა აქ ყოფნა და მაშინაც კი არ მოისვენა, ბათუმში წავიდა სამუშაოდ, რომ ძმისშვილებისთვის არაფერი მოეკლო. ეს რამდენიმე დღეა, ოთხი წლის ძმისშვილი სულ უგუნებოდ შეიქნა. სულ მამიდას ახსენებდა – მამიდა მიყვარს და მენატრებაო. სხვა დროს ასე არ უქნია. ელენესაც დაურეკავს ერთ-ერთი დაქალისთვის, რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს და მალე მინდა, ჩამოვიდე, ყველა გნახოთო. ალბათ, გული უგრძნობდა.
– თურქული მედიის ცნობით, ელენე კრიმინალურ საქმეში იყო გახვეული. როგორი იყო ელენე, შესაძლებელია, ასეთი რამ მომხდარიყო?
– თურქებთანაც მეგობრობდა, ურეკავდნენ, ყველას უყვარდა. არასდროს უთქვამს, რომ ვინმესთან რაიმე პრობლემა ჰქონდა. მით უმეტეს, ამდენი წელი იქ ცხოვრობდა. რაიმე ცუდი მომენტი რომ ყოფილიყო, იქ დაბრუნდებოდა?! ძალიან საშინელი რაღაცეები იწერება. თითქოს რაღაც საქმეში იყო გახვეული. ელენეს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც მაღალჩინოსანი პოლიციელი იყო, ძალიან უყვარდა ელენე და ფინანსურადაც გვერდში ედგა, ეხმარებოდა. მკვლელობა მოხდა მაშინ, როდესაც ეს ელენეს მეგობარი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მან ძალიან განიცადა ეს ამბავი და ამბობს, რომ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. ელენეს მკვლელობამდე ბათუმში დაურეკავს დაქალთან – რაღაცის მეშინიაო, მაგრამ რისი, არ უთქვამს, მერე ტელეფონიც მალე გათიშულა. ძალიან კეთილი იყო – თუ ჰქონდა, ყველასთვის ჰქონდა. ბევრი სთხოვდა დახმარებას და ყველას ეხმარებოდა. მახსოვს, ერთხელ ტყავის შარვალი ეცვა. ვუთხარი, რა კარგი შარვალი გაცვია-მეთქი და გაიხადა და მომცა. ბიძაშვილის შვილი გაუთხოვდა და ისიც კი გაამზითვა. ზესტაფონში, მის უბანში რომ იკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო.
ჩვენ ასევე, ვესაუბრეთ ელენეს მეგობარ თათიას, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა თურქეთში:
– თათია, შენ როგორ გაიგე ეს ამბავი და სად იმყოფებოდი, როდესაც ელენე დაიკარგა?
– ამ ამბამდე ერთი კვირით ადრე, მე წამოვედი საქართველოში. ელენეს ძმასთან ვიყავი. სანამ მისი ტელეფონები გაითიშებოდა, ველაპარაკეთ კიდეც. მერე მასთან მცხოვრებ ჩვენ  საერთო დაქალს ველაპარაკე და მითხრა: რომ ელენეს დაურეკავს, მალე მოვალო და დააგვიანდა. ისინი ურეკავდნენ, ორი ტელეფონი ჰქონდა და ორივეს თიშავდა.
– როგორც ამბობენ, მკვლელს თანამზრახველიც ჰყავდა...
– როგორც ექსპერტიზამ დაადასტურა, ეს კაცი მარტო არ იყო. ელენეს ფრჩხილებში ორი ადამიანის კანი და თმის კვალია ნაპოვნი. უკნიდან არიან მიპარულები. სხვასთან ერთად ჰყავს ნაწამები და იმასაც ამბობენ, შეიძლება, ქალიც იყოსო. მკვლელობა დაგეგმილია, რადგან შემთხვევის ადგილზე ნახეს ნოხში გახვეული. იქვე იყო თოკები და გადასაგდებად ჰყავდათ გამზადებული, მაგრამ ვერ მოასწრეს.  ტალახიანი ფეხსაცმელები ჩანთაში ჩალაგებული იპოვეს გადასაგდებად. მკვლელი იმ საღამოსვე დააკავეს ტელეფონის სიგნალის საშუალებით, ტრაპზონში. გამოსულა და ქალაქში უვლია. სახის ორივე მხარე დაკაწრული აქვს. ელენეს ჩანთაში ჰქონია 2 500 ლირა, რომელიც ამ კაცის ჯიბეში იპოვეს. პოლიცია ასევე, ეძებს მის თანამზრახველს, ვისთან ერთადაც მან ეს მკვლელობა ჩაიდინა.
– რატომ დააკავეს ელენეს ქართველი დაქალი?
–  ელენეს ქართველი დაქალიც დააკავეს. ის, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა და ეძებდა. მიცვალებული რომ გადმოასვენეს, ეს დაქალიც გამოჰყვა სარფამდე. გამოაცილა და მაშინ დააკავეს. ჯერ აუშარდნენ, ვიზა არ გაქვს და გაპარვა გინდოდაო. მერე უთხრეს, ეჭვმიტანილი ხარ, კამერებმა დაგაფიქსირა, როგორ დარბოდი ქუჩებში იმ ღამესო. ეძებდა და იმიტომ დარბოდა. მერე კი გამოუშვეს ჩვენი ძალისხმევით და ბოდიშიც მოუხადეს.
– თათია, თურქული მედია ბევრ ცუდ რამეს წერს ელენეზე. თითქოს ამ მკვლელთან დადიოდა და რაღაც კრიმინალურ საქმეში იყო გახვეული. შენ რას იტყვი ამასთან დაკავშირებით?
– მე და ელენე ათი წელია, ვიცნობთ ერთმანეთს. ვინმეს რომ შეეწუხებინა, ასეთი რამ არ მახსოვს. სულ ერთად ვიყავით და იტყოდა აუცილებლად. დასალაგებლად დადიოდა ოჯახებში, ხან ძიძად იყო. ენდობოდნენ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო და მისი ცუდ საქმეებში გახვევა, წარმოუდგენელია. მეც წავიკითხე თურქულ მედიაში უამრავ ცუდ რამეს წერენ: თითქოს ელენე თავის შვილთან ერთად დადიოდა ამ კაცის სახლის დასალაგებლად. ამ დროს ელენეს შვილი საერთოდ არ ჰყავს. წერენ იმასაც, რომ თითქოს, ელენე მეზობლებს აწუხებდა და ამიტომ მოკლეს. თურქები ძალიან ცდილობენ, თავიანთი მოქალაქეები დაიცვან. ბევრი მკვლელობა ხდება და ცდილობენ, მიჩქმალონ. ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთში, პარკში იპოვეს მოკლული ქართველი ქალი, მაგრამ არ გახმაურდა, რადგან პატრონი არ ჰყავდა.
скачать dle 11.3