კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ლადო წიქარიშვილის განათლება და გამოცდილება ქართული ნეიროქირურგიის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


ლადო წიქარიშვილი – მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნეიროქირურგიის დარგში, საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგთა ასოციაციის დამფუძნებელი, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის წევრი, ამერიკის ნეიროქირურგთა კონგრესის წევრი, AO Spine ასოციაციის წევრი. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია, ასევე, გამოსცა ორი სახელძღვანელო სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის და ერთი – გზამკვლევი (გაიდლაინი).
სპეციალიზაცია:
1. ნეიროონკოლოგია
2. ქალა-ფუძის ქირურგია
3. სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია
4. მცირეინვაზიური (ენდოსკოპიური) ნეიროქირურგია
5. პედიატრიული ნეიროქირურგია
6. სპინალური ქირურგია

ლადო წიქარიშვილი: 1995 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1996-2003 წლებში  გავიარე რეზიდენტურის სრული კურსი მოსკოვში, ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში და შემდგეგ იყო არაერთი სტაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში და აშშ-ში. რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, 2003 წლიდან ჩემს პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევი თბილისში, სხვადასხვა კლინიკაში. სტუდენტობისას ანატომიას რომ ვსწავლობდი, სირთულიდან გამომდინარე, დამაინტერესა ნეიროქირურგიამ და ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება. დღეს ვმუშაობ კლინიკა „ლანცეტში” და ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე, ვთანამშრომლობ: მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთან და ქუთაისის ეროვნულ ცენტრთან.
– თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რა პირობები უნდა იყოს კლინიკაში, რომ ეფექტურად  იმუშაოთ?
– ნეიროქირურგის წარმატებას განაპირობებს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. პირველია: კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა, რადგან ნეიროქირურგია საკმაოდ  მაღალტექნოლოგიური სფეროა, შესაბამისად, ნეიროქირურგის შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ამ ტექნოლოგიების არსებობაზე, რის გარეშეც საქმეს ვერ გააკეთებ. მეორე გახლავთ, ადამიანური რესურსი. ნეიროქირურგიაში რომ საქმეს თავი მარტო გაართვა, შეუძლებელია. ის მოითხოვს ბევრი სპეციალისტის ერთმანეთისადმი თანადგომას და გუნდურ მუშაობას.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ რთული სიტუაციები, საიდანაც წარმატებით გამოსულხართ?
– ნეიროქირურგიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სფეროში მარტივი და რთული შემთხვევების დაყოფა ძნელია, რადგან შესაძლოა, მარტივი შემთხვევიდანაც ვერ მიიღო სასურველი შედეგი – მარტო სირთულე არ განაპირობებს ამას. რა თქმა უნდა, რაც უფრო რთულია მდგომარეობა, მით უფრო მაღალია რისკი და გართულების ალბათობაც. ასეთი შემთხვევებში საჭიროა მეტი მობილიზაცია და კონცენტრაცია. ამ დროს საჭიროა უფრო მეტი სპეციალისტის ჩართულობა.  რაც უფრო რთულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, მით უფრო მეტი მომიჯნავე სპეციალისტის თანამონაწილეობაა საჭირო.
– რაში გეხმარებათ უცხოური გამოცდილება?
– სამედიცინო სფერო მუდმივად განვითარებადია და მოითხოვს ტონუსში ყოფნას. ერთ ადგილზე გაჩერებით, ვერ შეძლებ კონკურენციის გაწევას. სხვადასხვა კონფერენციებზე გამგზავრება და ხანმოკლე მივლინებები უცხოურ კლინიკებში, იმის საშუალებას მაძლევს, რომ არ ჩამოვრჩე მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ აქ შეიქმნას ინოვაციური ტექნოლოგიები და მეთოდები. ამიტომ, დამოკიდებული ვართ განვითარებულ ქვეყნებში არსებულ მიღწევებზე.
– უცხოელ კოლეგებთან თუ მეგობრობთ, ვისაც საჭიროების შემთხვევაში აზრს ჰკითხავთ?
– რა თქმა უნდა. ეგრეთ წოდებული „მეორადი მოსაზრება” აბსოლუტურად მიღებულია ჩვენს პროფესიაში. კოლეგების აზრის გაზიარება არანაირად არ აკნინებს ექიმის ღირსებასა და პროფესიონალიზმს.  
скачать dle 11.3