კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ზალიკო სულაკაურის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


 ორი გურული ხვდება ერთმანეთს:
– რაფერ ხართ ოჯახში?
– ორი თვეა, ცოლს არ ველაპარაკები...
– რეიზა, ბიჯო, რეიზა?
– რეიზა და არ მაცდის!
***
ჩინეთში სკოლის პროგრამიდან გამრავლების ტაბულა ამოიღეს.
***
ხან წვიმს, ხან ქარია, ხან მოღრუბლული... საქართველოდან, მგონი, ევროპაში უვიზო მიმოსვლით ამინდი წავიდა პირველი.
***
– სიგარეტი მომეცით.
–  ინებეთ და სანთებელაც გნებავთ?
–  არა იყოს, ფასებიდან გადავუკიდებ, მაინც ცეცხლი უკიდია და...
***
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
–  აბა, ანა, როდის უნდა მოვკრიფოთ ვაშლი?
–  ვაშლი უნდა მოვკრიფოთ აგვისტოში.
–  ვანო, შენ რას ფიქრობ? როდის უნდა მოვკრიფოთ ვაშლი?
–  ვაშლი, უნდა მოვკრიფოთ სექტემბერში.
–  მიხო, აბა, შენ მიპასუხე, როდის უნდა მოვკრიფოთ ვაშლი?
–  ვაშლი უნდა მოვკრიფოთ მაშინ, როცა ძაღლი დაბმულია.
***
– ვაიმე, გოგო, ძალიან მაგარი დიეტა ვნახე ინტერნეტში.
–  აუ, მეც მასწავლე რა...
–  მოკლედ, ყოველდღიურად, მაწონი უნდა ჭამო ჩანგლით.
***
ბანკს ძარცვავენ. უცბად, ერთ-ერთ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუვარდა. მივიდა მოლარესთან და ეკითხება:
– დაინახე ჩემი სახე?
–  კი!
მძარცველი ესვრის და მოკლავს.
–  კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?
იატაკზე დაწოლილი მეგრელი წამოყოფს თავს და ეტყვის:
–  ჩემმა სიდედრმა დაგინახა, ჯიმა, აქედან, 200 მეტრში ცხოვრობს.
***
ექიმთან ახალგაზრდა ქალი შედის სახეზე მთლად დალურჯებული.
– ღმერთო ჩემო, რა დაგემართათ? – ეკითხება ექიმი.
– იცით, რა, ექიმო, ყოველთვის, როდესაც ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, სასტიკად მცემს, მუშტებით, ფეხებით, სანამ გონებას არ დავკარგავ.
– დამშვიდდით, მაგის წამალს გეტყვით.  მოკლედ, შემდგომში, როდესაც ქმარი სახლში ნასვამი დაბრუნდება, მზად გქონდეთ გვირილის ნაყენი და როგორც კი ოთახში შემოვა, მაშინვე ყელში გამოვლება დაიწყეთ.
ორი კვირის შემდეგ ქალი ისევ ეწვევა ექიმს გახარებული და ეუბნება:
 – ექიმო, თქვენ ნამდვილი ჯადოქარი ხართ! როცა ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, გვირილის ნაყენს პირში ვიგუბებ და ყელში ვივლებ. აღარაფერი ხდება, თითსაც კი არ მაკარებს!
– აი, ხედავთ, რა კარგია, როდესაც პირი დაკავებული გაქვთ!
 


ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები

– სარა, თქვენმა მოშემ წინა შაბათს ჩემი გოგო გააუპატიურა.
–  რაო, შაბათსოო?!
***
– გიო, რა არის მამაკაცის ცხოვრების არსი?
–  მამაკაცის ცხოვრება ისეა მოწყობილი, ცხოვრების ერთი მესამედი საწოლში გაატაროს.
–  დანარჩენ ორ მესამედს რას აკეთებს?
–  ცდილობს, საწოლში ვინმე შეითრიოს.
***
ორი სვანის საუბარი:
–  არსენა ბიჭო, რით მკურნალობ ტილებსა?
–  რათ უნდათ მკურნალობა, ჯანმრთელები არიან!
***
– სად გაატარე შვებულება?
–  პირველი სამი დღე ალპებში.
–  დანარჩენი?
–  გიფსში.
***
– ბატონო პროფესორო, დავიღუპე, დისერტაცია მომპარეს.
–  მაგაზე უკეთესი არაფერი შევიდეს მაგის ოჯახში!
***
ტიპი დედას სახელს ეძახის, სიდედრს კი დედას.
–  არ გრცხვენია, ბიჭო?
–  შენ იცინე და რასაც მე დედას მაგინებენ, სულ სიდედრს მისდის.
***
ოსი ტრაბახობს:
–  მე ჩემი ცოლითვინა, სექს-სიმბოლო ვარ.
–  რა იცი?
–  თვითონ მითხრა, სენი ჭირიმე, სექსი მხოლოდ სიმბოლურად შეგიძლიაო.



скачать dle 11.3