კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ეს საინტერესოა


*
1942 წლის 19 თებერვალს, კანადის ქალაქ ვინიპეგში ფაშისტური არმიის 5 ათასი მეომარი შეიჭრა. დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები, შეცვალეს დროშები, ქუჩებს სახელები გადაარქვეს: ჰიტლერ და ჰიმლერშტრასებად. მოსახლეობა სახლებიდან ხელისკვრითა და შეურაცხმყოფელი ყვირილით გამოყარეს... თუმცა, ეს დადგმული სპექტაკლი იყო  და დილისთვის ამ „ძალადობის“ ყოველგვარი კვალი გაქრა. ძალიან მალე კი მოსახლეობამ 23 მილიონ 550 ათასი დოლარი გაიღო თავდაცვის გასაძლიერებელი ხარჯებისთვის – შეიძინეს ობლიგაციები.
* საფრანგეთში, ლუდოვიკო მეთექვსმეტის დროს, მოდაში შემოსულ ქალის წინდის დასამაგრებელ მაქმანიან რეზინზე ასეთ წარწერას აკეთებდნენ: „თუ თქვენ ასე მაღლა ახვედით, შეგიძლიათ, კიდევ უფრო მაღლა წაიწიოთ“.
* ისრაელის ქალაქებში, ბევრგან შეხვდებით გამაფრთხილებელ წარწერას: „მოეხვიე, აკოცე, წადი“. მოწოდება საცობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი და სკოლებთან, მოსიყვარულე მშობლებს მოუწოდებენ – მალე დაამთავრონ შვილებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია.
* ევროპის ბევრ ქალაქში წიგნების მაღაზიებში პერიოდულად შეხვდებით ასეთ წარწერებს: „მარტოობის – 70 წელი“, „2,1 მუშკეტერი“, „56 000 კილომეტრი წყალქვეშ“. ეს წარწერები წიგნების მაღაზიაში 30-პროცენტიან ფასდაკლებაზე მიუთითებს.скачать dle 11.3