№22 კითხვა-პასუხი
კითხვა: ძალიან დიდი ხანია მაქვს მეჭეჭი და მინდა მისი მოცილება. როგორ ხდება ეს და მტკივნეულია? ზოგადად, რა იწვევს მის გაჩენას კანზე?
პასუხი: მეჭეჭი გახლავთ ვირუსული დაავადების შედეგი და გამოწვეულია ადამიანის პაპილომა ვირუსით. ვისურისის ნაირსახეობის წყალობით, მეჭეჭიც სხვადასხვაგვარია. მეჭეჭი, კანის ვირუსული ინფექციური დაავადებაა. მეჭეჭის მოსაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი – კრიოდესტრუქცია, ელექრტო ან ლაზეროკოალუგაცია. მეჭეჭის მოცილება ადგილობრივი ანესთეზიით ხდება და ამიტომ, უმტკივნეულოა. ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებტრავმული მეთოდი რადიოტალღური კოაგულაცია გახლავთ. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კანის ზედაპირიდან მეჭეჭის მოცილება, სულაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმიდან სრულიად გამოიდევნა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც ამ ვირუსის მოკვლა შეუძლია. ამიტომ, მეჭეჭები კანზე დროდადრო კვლავ გამოჩნდება. მეჭეჭისკენ მიდრეკილმა ადამიანმა, აუცილებლად უნდა მიაკითხოს ექიმ-იმუნოლოგს, გაიკეთოს სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი და საბოლოოდ, დადგინდეს, რა საშუალებით არის შესაძლებელი, მისი მკურნალობა.