№22 როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები კამათის დროს
ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილა კონფლიქტურ სიტუაციაში, სადაც თავს მაქსიმალურად ავლენს, იბრძვის საკუთარი მოსაზრების დასაცავად და ხშირად ამ დროს, პიროვნული ღირსებისა და თვითკონტროლის დაცვა უჭირს. იმის მიხედვით თუ ვინ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, ინდივიდუალურად აგვარებენ კონფლიქტებს და მათი გადაჭრის გზებიც განსხვავებული აქვთ.
ვერძი – როგორც წესი, მუდამ კონფლიქტის ინიციატორია. უთანხმოების მოგვარებას აგრესიითა და ხმამაღალი საუბრით ცდილობს. თუ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაბმა მოუწია, აქტიურად ეცდება მოწინააღმდეგეს საკუთარი უპირატესობა დაანახოს.
კურო – მაქსიმალურად არიდებს თავს ჩხუბსა და ალიაქოთს. ყველაზე მომთმენი და თავშეკავებული ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა, თუ მაინც მოახერხეთ მისი წყობიდან გამოყვანა, იცოდეთ, რომ ის უკან არაფერზე დაიხევს.
ტყუპები – „ენით” იცავს საკუთარ თავს. შეუძლია, ნებისმიერი სირთულის ბატალიები მოიგოს სიტყვიერად. დაგარწმუნებს, რომ შავი რეალურად თეთრია და ამისთვის, მისი მხრიდან, უბრალოდ, ხმამაღალი საუბარიც კმარა.
კირჩხიბი – იბუტება, თუკი რაიმე არ აკმაყოფილებს. კონფლიქტის შემთხვევაში კი, საკუთარ თავში იკეტება და მანამ არ „გამოიდარებს”, სანამ წყენა კარგად არ გადაუვლის. მხოლოდ ამის მერე გამოჩნდება არენაზე.
ლომი – კონფლიქტის შემთხვევაში, ემოციურად და ხმაურიანად იცავს საკუთარ მოსაზრებას. ვერასდროს ეგუება წაგებას. ამიტომ, როგორც წესი, არც საკუთარ შეცდომებს აღიარებს. უმჯობესია, გაეცალოთ, თუ კამათს იწყებს.
ქალწული – იშვიათად ბრაზდება ისე, რომ საღად განსჯის უნარი დაკარგოს. როგორც წესი, ყოველთვის აანალიზებს სიტუაციას და ცდილობს „არც მწვადი დაწვას და არც შამფური”.
სასწორი – აგრესიასა და ჩხუბს ორგანულად ვერ იტანს. ამიტომ, ყოველთვის არჩევს, მისთვის მიუღებელ მოსაზრებასაც კი დათანხმდეს, ოღონდ კონფლიქტში არ ჩაითრიოს ვინმემ.
მორიელი – აგრესიული და დიქტატორული თვისებების მქონე ნიშანია. თუმცა, შეუძლია, კონფლიქტის შემთხვევაში, ემოციები მოთოკოს და ცივი გონებით იმოქმედოს. სამაგიეროდ, ყოველთვის გამოდის გამარჯვებული.
მშვილდოსანი – ემოციური, ფეთქებადი და იმპულსურია. ვერ იტანს, როცა მის მოსაზრებას არ ითვალისწინებენ და სათანადოდ ვერ აფასებენ მის შეხედულებებს. უკომპრომისოა კამათში.
თხის რქა – გაწონასწორებული და მოზომილია. იშვიათად ავლენს აგრესიას კონფლიქტის დროს. ყოველთვის შეუძლია, ცივი გონებით შეაფასოს სიტუაცია. თუმცა, საკუთარი პოზიციიდან ვერავინ გადაახვევინებს.
მერწყული – მაქსიმალურად გაურბის კონფლიქტებს და ცდილობს, სიტუაცია მშვიდი დიალოგით გამოასწოროს. მის ფსიქოლოგიაში, არასოდეს შედის აგრესია. ყოველთვის მომხრეა დიპლომატიური გზით და არა ჩხუბით, მოგვარდეს საკამათო საკითხები.
თევზები – რბილი, მომთმენი და დიდსულოვანია. წყენის მოთმენაც ხანგრძლივად შეუძლია. რაც უნდა გააბრაზოთ, იშვიათად გამოდის წყობიდან. თუმცა, შეუძლია იწუწუნოს.