№22 აკეთებთ საყვარელ საქმეს?
ძალიან საინტერესო ტესტია, თუ ადამიანი საყვარელ საქმეს არ აკეთებს, ვერც პროდუქტიული იქნება და ვერც ბედნიერი.
თქვენ შეიძლება, თავს იტყუებთ, რომ მოგწონთ თქვენი არჩევანი. სინამდვილეში კი, შინაგანი ბრძოლები გაქვთ. გულახდილად უპასუხეთ ტესტის შეკითხვებს და ნახეთ, რა ხდება თქვენს თავს.
შეკითხვებზე უპასუხეთ „კი“ ან „არა“.
1. ინტერესი სამსახურის მიმართ აღარ გაქვთ. აკეთებთ იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
2. ნებისმიერი ახალი დავალება გაღიზიანებთ. დუმილით ასრულებთ მას, მაგრამ შინაგანად „დუღხართ“.
3. პარასკევს ისე ელოდებით, როგორც ამომავალ მზეს და კარგ ამინდს. ერთი სული გაქვთ, პარასკევი როდის დადგება.
4. ხელფასს არ გიმატებენ, სამსახურის ატანა უკვე აღარ შეგიძლიათ.
5. სამსახურის გამო სულ უფრო ნაკლები დრო გრჩებათ მეგობრების, ოჯახისა და საყვარელი გასართობისთვის. ნელ-ნელა ხვდებით, რომ გძულთ სამსახური.
6. გეჩვენებათ, რომ თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე რეალიზებული არ არის.
7. სამუშაო დღე აღარასდროს მთავრდება. ეს გაღიზიანებთ და გაწუხებთ.
8. თუ რამდენიმე დღეს დაისვენებთ, სამუშაოში ჩართვა უფრო გიჭირთ. ყველანაირ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, ოღონდ სამუშაოს არ დაუბრუნდეთ.
9. მიგაჩნიათ, რომ ხელმძღვანელობა არ გაფასებთ, როგორც პროფესიონალს. საინტერესო და შინაარსიან სამუშაოს სხვას ავალებენ.
10. შრომობთ, ძალ-ღონეს არ იშურებთ, მაგრამ შედეგს ვერ ხედავთ – ეს გაღიზიანებთ.
11. ვერ იტანთ თქვენს ხელმძღვანელს. თავს არიდებთ მასთან შეხვედრას. არ გჯერათ, რომ ღირსია დაკავებული თანამდებობის.
12. მხოლოდ ფულის გამო მუშაობთ, ისიც კატასტროფულად არ გყოფნით. ფიქრობთ, რომ ცხოვრება უსამართლოა თქვენ მიმართ.
13. ვეღარანაირ პერსპექტივას ვერ ხედავთ. არ იცით, რისთვის მუშაობთ. აღარც მიზანი გაქვთ, აღარც სურვილები.
14. თქვენთვის უკვე ყველაფერი სულერთია. მთავარია, სამუშაო დაიწყოს და დამთავრდეს.
თუ ამ თოთხმეტი პუნქტიდან ხუთს მაინც აკმაყოფილებთ, ცუდად არის საქმე. დროა იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე, სანამ დეპრესიაში ჩავარდნილხართ. შეიძლება, საქმიანობის სფეროც გაგიხდეთ შესაცვლელი. ნუღარ გაიმწარებთ ცხოვრებას!