კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დამოყვრდებიან თუ არა?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ასოთთამაშის მოყვარულები



ჯერჯერობით ვერავინ გაარკვია დანამდვილებით: ვლ. პუტინი და დნ. ტრამპი დამოყვრდებიან (პოლიტიკურად, რასაკვირველია), თუ კვლავ „ცივი ომის“ მაგვარი ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რფ-ს შორის. ხოლო, რაკი ვერ გარკვეულა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მარკ რუბიომ კანონპროექტი შეიმუშავა, რის მიხედვითაც, ვისკონსინ ავენიუს გზაჯვარედინს ბორის ნემცოვის სახელი უნდა ეწოდოს (შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი 2015 წელს მოკლეს მოსკოვში).
იმისთვის, რომ ეს ინიციატივა დაკანონდეს, კანონპროექტს უნდა დაეთანხმოს კონგრესი და, ბოლოს, მას ხელი უნდა მოაწეროს თვით აშშ-ის პრეზიდენტმაც.
ამ ამბავში გასაკვირი არაფერი იქნებოდა (არ იქნებოდა, ვინაიდან დასავლეთი, როგორც წესი, მხარს უჭერს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს), რომ არა ერთი ფაქტი: ამ ქუჩაზეა განთავსებული რფ-ის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში!
ანონპროექტს მხარი დაუჭირა კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა, ხოლო, თუ საქმე ბოლომდე მივა, რუს დიპლომატებს მოუწევთ, თავიანთ მისამართად მიუთითონ: „ბორის ნემცოვი პლაზა“.
ჩვენ, ცხადია, არ ვიცით, დააკანონებს თუ არა ამ ინიციატივას აშშ-ის პრეზიდენტი, თუმცა უკვე ვიცით, რომ, დიდია თუ პატარა (ქვეყანა მაქვს მხედველობაში), ასოებით თამაში ყველას სწადია…
скачать dle 11.3