კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რისგან მიიღო სერიოზული სტრესი სოფო საჟინიანმა და როდის „გამგელდა“ ის

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


23 წლის სოფო საჟინიანი „X ფაქტორის” ერთ-ერთი კონკურსანტია. ის 2 წლის წინაც მონაწილეობდა ამ პროექტში, რომლის დატოვებაც „4 სკამის” ტურიდან მოუწია. დღეს სოფო უფრო თავდაჯერებული და მოტივირებულია.

სოფო საჟინიანი: როდესაც სოფო ნიჟარაძემ „4 სკამის” ტურიდან გამომიშვა, ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან შედარებით პატარა ვიყავი და თან, ჩამოუყალიბებელი. ახლაც პატარა ვარ, მაგრამ მაშინ ძალიან მინდოდა შოუში ვყოფილიყავი – მთელი სულით, გულით. სერიოზული სტრესი მივიღე და ეს არავინ იცოდა.
– როგორ მალავდი ამ ყველაფერს?
– ჩემში. ისეთი განცდა მქონდა, რომ არასდროს ვიმღერებდი. ცოტა ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ეტაპი იყო. ოჯახის წევრები ძალიან მეხმარებოდნენ სტრესის დაძლევაში. როცა რაღაც გულით გინდა და არ გამოგდის, ეს ძალიან რთულია. მაგრამ, მოხარული ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერი მოხდა. მჯეროდა და დღემდე მჯერა, რომ  ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. თუმცა, საკუთარ თავში ვიპოვე ძალა და ჩემს თავს ვუთხარი, რომ უნდა ვყოფილიყავი შემტევი, არ დავნებებოდი და უფრო მეტი მემუშავა, რომ „X ფაქტორში” მონაწილეობის ღირსი გავხმდარიყავი. თუმცა, თავიდან არც მეგონა თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ გადავდგი.
– გიღირდა თავიდან იმ ყველაფრის გავლა?
– ყველაფერს ვუშვებდი – არ ვიცოდი დავრჩებოდი თუ არა „4 სკამზე.” ერთადერთი ის ვიცოდი, სად მივდიოდი და რა მინდოდა. მინდა, ხალხის სიყვარული მოვიპოვო. ამ ყველაფერს არ ვუყურებ, უხეშად რომ ვთქვათ: როგორც ფულის შოვნის მანქანას, ან შემოსავლის წყაროს. ეს არის ჩემი შინაგანი ენერგიის, ემოციის გადმოცემა ხალხის მისამართით. მინდა, მაყურებელმა გამიცნოს როგორც მათთვის მომღერალი ადამიანი. 2015 წელს ვიგრძენი ხალხის სიყვარული დიდი დოზით და ამან მომცა სტიმული, ბიძგი იმისა, რომ დღეს „X ფაქტორში” ვარ.
– როგორი დამოკიდებულება გქონდა სოფოს მიმართ?
– სოფოს მაშინაც ვუთხარი, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და დღემდე ასეა. ხალხმა იცის, მაშინ ვინ რას იმსახურებდა. ხალხი ყველაფერს ხედავს და მე არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს ღიად. რაც მოხდა – მოხდა. იმასაც ვუშვებდი, რომ შეიძლება, სოფო ყოფილიყო ჩემი მენტორი. თუმცა, ეს ყველაფერი არ მძაბავდა და ვფიქრობდი: სოფოს ვაჩვენებ როგორ გავიზარდე და იმედია, დამიფასებს, დაინახავს ამ ყველაფერს-მეთქი. დღეს ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და როგორც მომღერალს, სოფოს ძალიან ვაფასებ. „4 სკამის” ტურზე გამახსენდა ყველა მაშინდელი ემოცია. სიას სიმღერა ვიმღერე და „გავმგელდი”.  „ქალი-მგელი” ვიყავი სცენაზე. როგორც სტეფანემ თქვა: განგებას ვეჩხუბე. ეს ბუნებრივი ემოცია იყო, რაც ვიგრძენი, ის გამოვხატე. მიხარია, რომ ხალხის კომენტარები იყო დადებითი. 2015 წლის შემდეგ მივხვდი და ვისწავლე, რომ კრიტიკა უნდა მიიღო, უნდა გაითავისო. ახლაც არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული. ეს კი არის პროექტი, სადაც შეგიძლია, პიროვნულად გაიზარდო, ბევრი რამ ისწავლო ურთიერთობებში და გაიზარდო როგორც ვოკალისტი.
– რას აკეთებდი 2 წლის განმავლობაში?
– დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, ახლა სტაჟირებაზე ვარ. მინდა, იურისტი გავხდე. სულით იურისტი ვარ და ვფიქრობ, ეს სცენაზეც ჩანს. ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ბევრ თემაზე მიმუშავია, ასევე მაღელვებს ბავშვთა უფლებები. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მამაკაცის მხრიდან ქალზე ძალადობა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
– გყავს შეყვარებული?
– ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც გვერდში მედგა. განსაკუთრებით 2015 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი უფრო გამძაფრდა. არსებობს ადამიანი, რომელსაც შემიძლია, ბოლომდე დავეყრდნო. ყველას უნდა ჰყავდეს ცხოვრებაში ის, ვისაც გაუმხელს საკუთარ გულისტკივილს და ისიც დაუდგება გვერდში. მხოლოდ სიყვარული არ არის საკმარისი, უპირველეს ყოვლისა, მეგობარი უნდა იყოს ის, ვინც შენ გვერდითაა.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– კონკრეტულად არაფრის თქმა არ მინდა და ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო. მიწაზე მყარად ვდგავარ, ძალიან რეალისტი ვარ, ხანდახან ზედმეტადაც. დედას ეს აღიზიანებს ხოლმე: შვილო, ძალიან რეალისტი ხარ, ასეც არ შეიძლებაო. ზოგჯერ მეც ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართაც კი. ჩემ ირგვლივ მყოფებს ეს გამაღიზიანებლად ეჩვენებათ: სპეციალურად ამბობ ამას, რომ მერე გითხრათ, არ არის ასეო. არადა, მართლა კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, თავს არ ვზოგავ. მიყვარს ადამიანები დახმარება, გამხნევება, შექება და ამ დროს მე ვარ საწყალი და სინამდვილეში, ყველაზე მეტად მჭირდება გვერდში დგომა. სისუსტეების გარეშე არავინ და არაფერი არსებობს. ჩემი ასეთი ხასიათის მიუხედავად, მაქვს მეორე მხარეც, რომელიც ხელს არ მიშლის.
– რას იტყვი ოჯახში ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ?
– ოჯახში ქალმა და მამაკაცმა ყველაფერი   ძალიან მშვიდად უნდა შეათანხმოს. როდესაც ორივე ჩამოყალიბებული პიროვნებაა და უყვართ ერთმანეთი, იქ პატივისცემა და ურთიერთგაგება პირველ ადგილზეა. ამ ორი რამის გარეშე, სიყვარული არ არსებობს. როცა ერთმანეთის აზრებს, გადაწყვეტილებებს პატივს არ სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, ეს, ჩემი აზრით, სიყვარული არ არის. ამიტომ, არასდროს მესმის მათი, ასეთ სიტუაციაში რომ ამბობენ: მიყვარს და რა ვქნაო. ისინი უნდა დაფიქრდნენ, რომ ასეთი სიყვარულით შორს ვერ წავლენ. ქალი მაშინ არის სუსტი, როცა არარეალიზებულია და ასეთ დროს, მამაკაცების მხრიდან ხშირია ზეწოლა. ქალზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. ის უნდა იყოს ძლიერი. მამაკაცს თავისი პირობები უნდა წაუყენოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, თავიანთი ცხოვრება ააწყონ. სისუსტეები ორივემ უნდა დაძლიოს. ყველას აშოროს, მაგრამ იმ ადამიანების ადგილზე, არანაირი გამოსავალი რომ არ აქვთ, არ შევეგუებოდი რეალობას, წავიდოდი და თუნდაც, დამლაგებლად ვიმუშავებდი. არაფერი და მათ შორის, არც ხალხის აზრი, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ცხოვრება არ გავიუმჯობესოთ – არ უნდა შეგვეშინდეს იმ ადამიანზე უარის თქმის, რომელიც გვიყვარს, მაგრამ ჩვენზე ზეწოლას ახდენს და უკან გვხევს.
скачать dle 11.3