კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 გრძელდება თუ არა თემო მჟავიას მეგობრობა ბერა ივანიშვილთან GDS-დან „იმედზე“ გადასვლის შემდეგ, როდის შერაცხეს ის მოღალატედ და რატომ გარბოდა მისი მეუღლე სამშობიაროდან

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


ტელეკომპანია „იმედზე“ ახალი გადაცემა – „შინაურები“ დაიწყო. იგივე ფორმატის იუმორისტული პროგრამა მცირედი განსხვავებებით, მანამდე GDS -ზე გადიოდა. რა სიახლეები აქვთ და როგორ შეეგუენ არხის ცვლილებას, ამაზე გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, თემო მჟავია გვესაუბრა.

თემო მჟავია: „შინაურების“ ორი გადაცემა უკვე გავიდა ეთერში. მანამდე, მოგეხსენებათ GDS -ზე ვიყავით და გადაცემა „ბინა 18-ს“ ვაკეთებდით. „იმედის“ რეიტინგი გაცილებით მაღალია, რასაც უკვე ვგრძნობთ. ასე რომ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. ამ ორ გადაცემას შორის ბევრი მსგავსებაა. ფორმატი იგივე დარჩა, თუმცა, გარკვეული ცვლილებები მაინც გვაქვს. არ გვყავს ნინი გოგიჩაიშვილი, რაზეც ძალიან გვწყდება გული, მაგრამ სამაგიეროდ, გვყავს ბენდი „რეზო და ბავშვები”. მანამდე ელექტრონული მიმართულება გვქონდა და ნინი დიჯეი იყო. ამ ეტაპზე უპირატესობა ცოცხალ მუსიკას და შესაბამისად, ბენდს მივანიჭეთ. ნინი არა, თუმცა გვყავს, შველივით ლელო (იცინის). იგივეა იუმორის ხარისხიც. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტელევიზიაში მუშაობ, ყველგან ხარისხიანი იუმორი უნდა აკეთო.
– ძალიან უშუალო და შინაურული სახელი გაქვთ შერჩეული გადაცემისთვის.
– სახელწოდება „შინაურები“ ფორმატიდან გამომდინარე შევარჩიეთ. სხვა გადაცემებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არის კლასიკური ჩარჩოები და სტუმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ასეთივე განწყობა უნდა ჰქონდეს მაყურებელსაც. როცა „ბინა 18“ გაჩერდა, ბევრი გვწერდა – გვეკითხებოდნენ, როდის გაგრძელდებაო. პაუზამ რომ დიდხანს გასტანა, ჩათვალეს, რომ გადაცემა საბოლოოდ დაიხურა. ახლა ძალიან ბევრი გვეხმიანება და უხარიათ ჩვენი დაბრუნება.
– როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ეს გადაცემა GDS-ზე დაიხურა?
– GDS, „იმედი“ და „მაესტრო“ ერთ დიდ ჰოლდინგად გაერთიანდა. GDS-დან არავის გამოვუშვივართ. უბრალოდ, როცა „რუსთავი 2-იდან“ წამოვედით და GDS-ში მივედით, ის ჯერ არ იყო ტელევიზიად ჩამოყალიბებული. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ამ არხის დაარსებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. იყო პერიოდი, როცა რეიტინგი ნული გვქონდა. ვხუმრობდით: საკუთარი მშობლებიც არ გვიყურებენო. დროსთან ერთად წარმატებაც მოვიდა. ასე რომ, საკუთარი შვილივით გვყავდა ეს ტელევიზია და დასანანი იყო, რომ ჩვენს აწყობილ საქმეს სხვა მიმართულება მიეცა. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი კარიერისთვის ეს წინსვლაა.
– თქვენი ხშირი სტუმარი იყო ბერა ივანიშვილი. GDS-დან წამოსვლის შემდეგ გაგრძელდება თქვენი მეგობრობა?
– ძალიან დიდი ხანია, ბერასთან ვმეგობრობთ. თუმცა, მარტო მეგობრობა არ იყო მისი ჩვენთან მოსვლის მიზეზი. ესაა გადაცემის ფორმატი, იუმორის ხარისხი და ასე შემდეგ. ჩვენი მეგობრობა, რა თქმა უნდა, გრძელდება. მასზე ეს ცვლილება არანაირად არ აისახება. ბერა ძალიან დაკავებულია, თუმცა, იმედი მაქვს, როცა დრო ექნება, აუცილებლად მოვა ჩვენთან.
– არხებს შორის კადრების ცვლილებას ბევრი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს, მით უმეტეს, როცა საქმე „რუსთავი 2-ს“ ეხება. თავის დროზე შენც გაიარე ეს გზა.
– „რუსთავი 2-ში“, ამასთან დაკავშირებით, ცოტა სხვა გაგება აქვთ. სამსახური არ არის რელიგია, რომლის შეცვლის გამო მოღალატე ხარ. „შენ მანდ აიდგი ფეხი და როგორ უღალატე“ – ამ ტიპის კომენტარები გაუგებარია. ფეხბურთელები ყოველწლიურად იცვლიან გუნდებს და ეს მხოლოდ მათ განვითარებას უწყობს ხელს. „რუსთავი 2-ში“ ჩემი პოზიცია იყო – სცენარისტი, მსახიობი, GDS-ზე კი, პროდიუსერი გავხდი. გადაცემის ავტორობაზე იმიტომ უნდა მეთქვა უარი, რომ „რუსთავი 2-ში“ ავიდგი ფეხი? არასწორი მიდგომაა. დიმა ობოლაძის მისამართითაც ძალიან ბევრ უარყოფით კომენტარს ვკითხულობდი და მე მას დავუჭირე მხარი, რადგან იგივე ნაბიჯი მეც გადამიდგამს. თან, მაშინ პოლიტიკური ციებ-ცხელება იყო. პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვარ, მაგრამ იმ პერიოდში, ჩემი პოლიტიკური ხედვა და კარიერული წინსვლა ერთმანეთს დაემთხვა. ეს კი ძალიან კარგი პირობა იყო კომფორტული სამუშაო გარემოსთვის. ამის გამოც, რა თქმა უნდა, მოღალატედ შემრაცხეს – „ზურგში დანა ჩავეცი“, „30 ვერცხლად გავყიდე“, „ვიღაცეების მონა გავხდი“ და ასე შემდეგ.
– ოჯახურ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. ულამაზესი რუსი მეუღლე და შვილი გყავს. როგორც ვიცი, არ გინდოდა ქართველი ცოლი, გყოლოდა.
– ჩემი აზრით, ღმერთს არ უთქვამს, მარტო ქართველია კარგი და რუსი და ამერიკელი ცუდიო. ქართველ გოგოებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ. უბრალოდ, ჩვენი ისტორიიდან თუ თანამედროვეობიდან გამომდინარე, ქართველ ქალს ძალიან ბევრი რამის აღება უწევს თავის თავზე, რაც მათ ქალურობაზე აისახება. უნდათ თუ არა, მამაკაცური თვისებების გამოვლენა უწევთ. ჩემი აზრით, გოგო უფრო ნაზი უნდა იყოს. ჩემი მეუღლე ეროვნებით რუსია. საქართველოში იყო ჩამოსული და ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მალე მივხვდით, რომ კიდევ ერთხელ უნდა ჩამოსულიყო. იქ წარმატებული კარიერა ჰქონდა და ამიტომ, სულ აქ ვერ დარჩებოდა, თუმცა ხშირად ჩამოდიოდა. იმ პერიოდში ჩემი მოტოთი მძიმე ავარიაში მოვყევი და ექვსი თვის განმავლობაში ვიწექი. ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, რა მჭირდებოდა ცხოვრებაში. მაშინ გავაცნობიერე, რომ „გულაობისა“ და კლუბების დრო დასრულდა. მინდოდა, ოჯახი მქონოდა და ვთხოვე, ჩამოსულიყო. თუმცა, რას ვაპირებდი, არ მითქვამს. ჩამოვიდა და ხელი ვთხოვე. მიპასუხა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა და ასე დაიწყო ჩვენი ოჯახური ისტორია. პარალელურად, მან აქაც არაჩევეულებრივად მოახერხა კარიერის აწყობა. დღეს, ერთ-ერთი წარმატებული ბლოგერია, „ინსტაგრამზე“ უამრავი გამომწერით. გარდა ამისა, ფოტოტურები აქვს ტურისტებისთვის.
– შენ გააკეთე ის, რასაც ბევრი მამაკაცი თავს არიდებს. მეუღლის მშობიარობას დაესწარი.
– ეს გადაწყვეტილება ორივემ ერთად მივიღეთ. მინდოდა, ჩემი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი არ გამომეტოვებინა და შვილის დაბადებისას ჩემი მეუღლის გვერდით ვყოფილიყავი. თუმცა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა მელოდა. ჩემს წარმოდგენებში სამშობიარო მაინც შინაურები და მოლოცვები იყო. სინამდვილეში, ძალიან ბევრჯერ შემომიდგეს სკამი, რომ არ წავქცეულიყავი და მე კი არა, ჩემი ცოლი გარბოდა სამშობიაროდან (იცინის). თან, დიდხანს გასტანა ამ პროცესმა, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ურთულეს მომენტში, მეუღლის გვერდით ვიყავი, მისი ხელი მეჭირა. ექიმს რომ ვკითხე: რას შეადარებდით, დაახლოებით რისი მსგავსი ტკივილები აქვს-მეთქი?  მიპასუხა: წარმოიდგინე, რომ სათითაოდ ძვლებში ამტვრევენ ადამიანსო. თუ მეუღლე მთხოვს, რომ მეორე მშობაირობასაც დავესწრო, ასეც მოვიქცევი, თუ არადა, იქვე, კართან ვიქნები ატუზული (იცინის).
– როგორი მამა ხარ?
– თავიდან მიჭირდა გაცნობიერება, რომ მამა ვარ. ახლა ჩემი შვილი სამ-წლინახევრისაა და უკვე კარგად შევიგრძენი პასუხისმგებლობა. როცა ბავშვი მამას გეძახის, შეკითხვებს გისვამს და შენს ქმედებებს იმეორებს, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. მივხვდი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. პატარა ზუსტად ისე იქცევა, როგორც მშობელი, რადგან მაგალითს მისგან იღებს. ამიტომ ახლა ვცდილობ, ჩანგლის აღებიდან დაწყებული, საუბრის მანერითა და თითოეული სიტყვით დამთავრებული, ყველა ჩემი ქმედება გავაკონტროლო.
– გენდერული თანასწორობის საკითხი როგორ დგას თქვენს ოჯახში?
– არ ვემხრობი გაგებას, რომლის მიხედვითაც ქალი და კაცი თანასწორია. ბიოლოგიურად მათ შორის დიდი სხვაობაა და მგონი, ღმერთს რომ უნდოდეს, ქალი და კაცი ერთნაირი იყოს, მაშინ ერთ სქესს შექმნიდა. თუმცა  არ ვგულისხმობ –  „ქალი ვიცი კუხნაში.“ ქალმა, რა თქმა უნდა, უნდა იმუშაოს, თუ ამის სურვილი აქვს და იყოს წარმატებული. მაგრამ, ჩემი აზრით, ქალი უფრო ნაზი არსებაა და კაცი ბევრად ძლიერი, თუნდაც ფიზიკურად. ამიტომ, ერთნაირები ვერაფრით იქნებიან. როცა შვილი გყავს, ამ განსხვავებას მაშინვე ვხდები. მამა უფრო კაცურ რამეებს ასწავლის ბავშვს, დედა – ქალურს. ორივეს თავის როლი აქვს. ზოგი კაცი უკეთესი მზარეულია, ვიდრე ქალი – რა შუაშია აქ გენდერული თანასწორობა? რაც მე ვიცი, იმას ვაკეთებ ხოლმე. როცა ჩემი ცოლი მუშაობს, ბავშვს მე ვიტოვებ, ანუ მე მაქვს „ბავშვის დღე“. მეც გამირეცხავს ჭურჭელი და მეც დამილაგებია სახლი. მერე რა? ეს ურთიერთპატივისცემაა. არასწორია დამოკიდებულება: „კაცი ვარ და ამას არ ვიკადრებ!“. პირიქით, მაშინ ხარ კარგი კაცი, როცა საკუთარი ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებ. არ ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ „კაცმა ქალებში უნდა იფრიალოს, ან პირიქით“. კაცსაც და ქალსაც აქვს „ფრიალის“ დრო და როცა ოჯახის შექმნას გადაწყვეტენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ოჯახი ერთგულებას ნიშნავს.
– მეუღლის მშობლებმა როგორ მიიღეს ქართველი სიძე ან შენებმა – არაქართველი რძალი?
– პატარა ერი ვართ და ყველა ქართველს უნდა, რომ გავმრავლდეთ და სუფთა სისხლი გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩემს მშობლებსაც უნდოდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა, მაგრამ ეს მანამ, სანამ ჩემს მეუღლეს გაიცნობდნენ. ახლა, მგონი, ჩემზე მეტად ის უყვართ (იცინის). ჩემი მეუღლის მშობლებისგან არასდროს მიგრძნია უარყოფითი დამოკიდებულება. გაცნობიდან ერთ თვეში, მამამისმა მითხრა: გაკვირდებოდი და ძალიან მშვიდად ვარ, რომ ჩემს შვილს შენნაირი ქმარი ჰყავსო. აქედან გამომდინარე, ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, მე რა შეხებაც მაქვს, ვხედავ, რომ რუს ხალხს საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და გიჟდებიან ქართველებზე.
скачать dle 11.3