კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ ვერ გადააყოლებს თემო საჯაია საცივს ქალთან ურთიერთობას და რატომ მოიგონა მან, რომ განუკურნებელი სენით იყო დაავადებული

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


მომღერალი და წამყვანი ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემისა „დღის შოუ 3-დან 5-მდე“ თემო საჯაია, როგორც თავად ამბობს უახლოეს მომავალში, სიურპრიზს უმზადებს მსმენელებს. ის არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც მუსიკოსი, კლასიკურ ჟანრში მოგვევლინება.

თემო საჯაია: ადამიანებთან ურთიერთობებში, ძალიან გამიმართლა.  ასევე, ძალიან გამიმართალა ოჯახისა და მეგობრების მხრივ, რასაც კარიერაზე ვერ ვიტყვი. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რაც დღეს შოუ-ბიზნესში ხდება საქართველოში, თუ საჭირო დროს, საჭირო ადგილას ვერ მოვხვდი. ფაქტია, ჩემს შემთხვევაში, ადვილად არაფერი მოსულა. ბევრი შრომის, ოფლის ღვრისა და წვალების შედეგია ის, რასაც მივაღწიე. არასდროს ჩარეულა ჩემს საქმეში სანათესაო ან სანაცნობო წრე.  სხვათა შორის, ბავშვობაში, არასდროს მიოცნებია იახტებსა და დიდ ვილებზე, სულ მინდოდა, სცენაზე, მიკროფონით ხელში დგომა. ერთი ოცნება მაქვს ასახდენი და იმასაც, აუცილებლად ავიხდენ.
– რას გულისხმობ?
– მინდა, მუსიკალური პროფილი შევიცვალო – და კლასიკური მუსიკისკენ გადავინაცვლო როგორც მუსიკოსმა და არა – მომღერალმა. ამ ოცნების ასრულება მინდა და იმედია, ავიხდენ.
– როდის იყავი ყველაზე ბედნიერი და წარმატებული?
– ყველაზე ბედნიერი, ბავშვობაში ვიყავი. მართლია, ჩემი ბავშვობა იმ წლებს დაემთხვა, როცა აბსოლუტურად ყველაფერი დაინგრა ჩვენს ქვეყანაში – უშუქობა, უგაზობა, გაჭირვება... ამ მხრივ რთული იყო, თუმცა ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ეს მე არ შემხებოდა და ახერხებდნენ კიდეც, ჩემი ოცნებები და სურვილები რეალიზებაში მომეხდინა. ახერხებდნენ, მევლო მუსიკაზე, ცეკვაზე, სიმღერაზე... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი არ იყო მილიონერი და ეს ნამდვილად არ გახლდათ იოლი მისაღწევი. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. დღეს თუ წარმატებული და ცნობილი ვარ, ეს უპირობოდ მათი დამსახურებაა.
– როგორც ყველა ბიჭი, პოლიციელობასა და სახანძრო მანქანის მძღოლობაზე არ ოცნებობდი?
– არასდროს მიოცნებია პოლიციელობაზე, პრეზიდენტობაზე ან მეხანძრეობაზე, როგორც ბავშვების უმეტესობა ოცნებობს. სულ მინდოდა, ვყოფილიყავი მომღერალი, მუსიკოსი და პატარაობიდან დავიწყე მუსიკის წერა. მართალია, მოცარტი არ ვიყავი, მაგრამ მაინც გამომდიოდა (იცინის). როგორც გითხარით, ყველაზე ბედნიერი ბავშვობის ხანა იყო, ხოლო წარმატება ჯერ კიდევ წინ მაქვს.
– თქვი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ეს მშობლების დამსახურებააო. თუმცა, როცა იზრდები და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, ხვდები, რომ ცხოვრებაში ხშირია ჩავარდნისა და წარუმატებლობის პერიოდებიც...
– ცხოვრება ასეთია, არის ჩავარდნები, უიღბლობა, წარუმატებლობა... ასეთი ტკივილები, რასაკვირველია, ჩემს ცხოვრებაშიც იყო. ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემი გამზრდელი ბაბუის, ახლო ადამიანების, მეგობრის გარდაცვალება იყო და ეს მძიმედ დაილექა ჩემში. თუ დეპრესიული ხარ, ეს ძალიან მძიმე დარტყმაა.
– თავად თუ ხარ დეპრესიული?
– ხელოვანები ემოციურები არიან და არც მე ვარ გამონაკლისი. ასე რომ, უფრო ემოციური ვარ, ვიდრე დეპრესიული. როცა ვხვდები, დეპრესია მეწყება, ვცდილობ, მარტო ვებრძოლო და სხვებს არ მოვახვიო თავს ჩემი განწყობა და მდგომარეობა. ის რომ, როცა შენ ცუდ განწყობაზე ხარ, დასვა მთელი შენი საახლობლო და ატირო, ეგოისტური თვისებაა. ამ მხრივ, ვერ ვიქნები ეგოისტი.
– გურული ხარ. ამ კუთხის ადამიანები კი ენაკვიმატობითა და იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– მეგობრები ამბობენ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვსო და თუ მათ დავუჯერებთ, ვამართლებ ჩემს გურულობას (იცინის). თუ კომპიუტერი დარჩათ ჩართული, ეგრევე ვიხელთებ დროს, შევძვრები და ისეთ რამეს ვუწერ, გიჟდებიან (იცინის). ალბათ, ძალიან, რომ არ ვუყვარდე, არ მაპატიებდნენ.
– რა იყო შენი ყველაზე ბოროტი ხუმრობა?
– ყველაზე ბოროტი ხუმრობა ის იყო, რომ მოვიგონე, ვითომ, განუკურნებელი სენი მჭირდა. ისე დამაჯერებლად ვეუბნებოდი მეგობრებს, დაიჯერეს, დაიზაფრნენ და ცრემლებამდე მივიდნენ. ისე სერიოზულად აღიქვეს და ინერვიულეს, რომ ნახევარ საათში ვუთხარი, მოგატყუეთ-მეთქი და კინაღამ ჩამქოლეს (იცინის). მოკლედ, სიტუაციას გადავხედავ და ეგრევე ვხვდები, რა მოვიმოქმედო და გურული ხასიათიც ირთვება (იცინის). პირდაპირ ეთერში რომ ზიხარ, სასაცილო სიტუაციებს ვერ ასცდები. არ დამავიწყდება, ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს, სამედიცინო თემას მიმოვიხილავდით სტუმართან ერთად. ვსაუბრობდით ნაადრევი სექსუალური ცხოვრების შესახებ და იმაზე, მართებულია თუ არა ადამიანმა იცოდეს ამ დროს გარკვეული საკითხები. უცბად, შემოვიდა პირდაპირ ეთერში ზარი და გაისმა ქალის მშვიდი ხმა: გამარჯობა, იცით, რას გეტყვით, შვილო? ბოზები ხართ ყველაო. დიდი მადლობა კი ვუთხარი და ამიტყდა სიცილი, ვეღარ გავჩერდი (იცინის). ხშირად მავიწყდება და ისეთი შეკითხვა დამისვამს რესპონდენტისთვის, რაც უკვე დასმული მქონდა და გაოცებული შემოუხედავს, ეს ხომ უკვე მკითხეთო (იცინის).
– ცნობილი, სიმპათიური, ცოტა თამამი და გურული იუმორით სავსე – წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი გოგონა გყავს. მათთან ურთიერთობაში როგორი ხარ?
– ამას წინათ, ერთმა ბიჭმა მითხრა, ასე დამარიგეს, თუ გინდა ქალს მოეწონო და მისი ყურადღება მიიქციო, მეორე ქალს უნდა გაეარშიყოო. მე, ასე არ ვფიქრობ. თუ ქალი მოგწონს, პირდაპირ უნდა უთხრა, ან უცეკვო, უმღერო და ასე მიიქციო მისი ყურადღება და არა, აეჭვიანო და სხვა ქალს გაეარშიყო. სცენებს ნამდვილად ვერ გავითამაშებ ქალთან, რაც არ უნდა მომეწონოს და გადავირიო.
– ქალის გამო სისულელეები თუ ჩაგიდენია?
– რასაკვირველია, ჩამიდენია და საერთოდ, რა სისულელესაც კაცი სჩადის, ქალის ბრალია (იცინის). როგორც ჩეხოვი ამბობს, ქალებს უყვართ გამარჯვებული მამაკაცები. ამიტომ, ხშირად უნდა იყო გამარჯვებული იმ ქალის თვალში, ვინც მოგწონს ან გიყვარს. მე, საყვარელი ქალის გამო, მიცეკვია კიდეც, ფანჯარასთანაც მიმღერია და ყვავილებითაც მივლია. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მიყვარდა და ბუნებით ერთგული ვარ. ეს პოზა არ არის. მე არ მიყვარს ქალების ხშირად ცვლა. თუ მიყვარს, გულით მიყვარს. რომანტიკული და მოულოდნელობებით სავსე შეყვარებული ვარ (იცინის). თან, შეყვარებული სულ ვარ. ამბობენ, კაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალებიო, მე პირიქით ვფიქრობ და ვამბობ – უჭკუო ქალზე დიდი საშინელება მამაკაცის ცხოვრებაში არ არსებობს. ადამიანი შეიძლება, არ იყოს ძალიან განათლებული და ერუდირებული, არ საუბრობდეს კანტზე, მაგრამ აზროვნება უნდა შეეძლოს. მე, მოაზროვნე ქალები მომწონს და მხიბლავს.
– მეოჯახე და კულინარი?
– ძალიან მიყვარს კულიანარია და მეც კარგი კულინარი ვარ. კარგია, თუ ქალმა იცის კერძების მომზადება, მაგრამ თუ არ იცის, საცივს არ უნდა გადააყოლო კაცმა ურთიერთობა. კარგია, თუ იცის, მაგრამ იმის გამო, რომ სამზარეულოში ტრიალი არ იცის, ქალთან ურთიერთობას ვერ გავიფუჭებ. რაც შეეხება მეგობრებს, მათგან სიყვარულს დიდი დოზით ვგრძნობ. სულ ვამბობ, მე ვერ ვარ ისეთი კარგი, როგორიც ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან – ვერ ვაძლევ მათ იმდენს, რასაც ისინი გასცემენ  ჩემთვის. ეს ჩემთვის ყველაზე შეუფასებელია. მანქანა, სახლი და ფუფუნების საგნები ადამიანის ნიღაბია და ის კარგ ადამიანებს უხდება. თუმცა, თუ არ ხარ კარგი ადამიანი, ეს მხოლოდ ნიღაბია – ერთ დღესაც არც ფული გექნება, არც მანქანა გეყოლება და მხოლოდ ნიღაბი შეგრჩება ხელში.
скачать dle 11.3