№21 სპა-სასტუმრო ,,ვილა რეტა“ – საუკეთესო ადგილი განტვირთვისა და დასვენებისთვის
2009 წელს გრიგოლეთში, ზღვისპირას გაჩნდა ხუთსართულიანი სპა-სასტუმრო „ვილა რეტა”, რომელსაც, სასტუმროების ევროპული ასოციაციის საატესტაციო კომისიამ, გახსნისთანავე მიანიჭა ოთხი ვარსკვლავი. ,,ვილა რეტა” სრულ კომფორტს უქმნის დამსვენებლებს. მყუდრო სამკურნალო გარემო, კეთილმოწყობილი ეზო და პლაჟი, ზღვისპირა ბარი, უფასო ავტოსადგომი, სპა-სალონი, საბავშვო მოედანი, დახურული აუზი და საუკეთესო მომსახურება მომხმარებელში კეთილგანწყობას იწვევს. როგორ გახდა „ვილა რეტა” რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული, ამის შესახებ მისი დამფუძნებელი, ბატონი რევაზ ხონელიძე გვესაუბრა.
– ბატონო რევაზ, რა პროფესიის ხართ და როგორ მოხვდით ამ ბიზნესში?
– განათლებით ექიმი და ეკონომისტი ვარ. 40 წელი ვიმუშავე სამედიცინო სფეროში, მათ შორის, ჯანმრთელობის სამინისტროში, ასევე, გახლდით რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელიც. შემდეგ წავედი რუსეთში, სადაც ფედერალურ ტოქსიკოლოგიურ ცენტრში დირექტორის მოადგილისა და მთავარი ექიმის პოზიციას ვიკავებდი. როდესაც გარკვეულ ასაკს მივაღწიე, საქართველოში დავბრუნდი და ოჯახთან ერთად, მეგობრების დახმარებით, გრიგოლეთში ავაშენე სპა-სასტუმრო „ვილა რეტა”. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კურორტული სანატორიუმების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და ფაქტობრივად, აღარ დარჩა ასეთი ტიპის ობიექტები. ჩვენ გადავწყვიტეთ, აღგვედგინა მუშაობის ის სტილი, როგორიცაა დასვენებისა და გაჯანსაღების ერთმანეთთან შერწყმა. „ვილა რეტა” იყო ერთ– ერთი პირველი სპეციალიზებული სპა-სასტუმრო საქართველოში.
– რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი „ვილა რეტაზე?”
– ჩვენი სასტუმრო გათვლილია იმ კონტინგენტზე, ვისაც ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და მყუდრო, განუმეორებელ ეკოლოგიურ გარემოში სურს დასვენება. ჩვენთან ძალიან ხშირად ჩამოდიან ოჯახები ბავშვებით. გვაქვს შემოსაზღვრული, დაცული ტერიტორია, სადაც ბავშვებს შეუძლიათ, უსაფრთხოდ ითამაშონ. ჩვენს სანაპიროზე ჯანმრთელობისთვის კარგი მაგნიტური ქვიშაა. ზღვა არ არის ღრმა. ნაპირიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებაზეც კი, მაქსიმუმ, ერთი მეტრი, მეტრ-ნახევარია წყლის სიღრმე. ზღვის ჰავის, ფიჭვნარისა და მთიანი ჰავის შერწყმის შედეგად, იქმნება მიკროკლიმატი. მაგნიტურქვიშიანი სანაპირო და ზღვის ფსკერი, ხელს უწყობს მზისგან წყლის გათბობას. შავი ფერის ქვიშა შთანთქავს მზის სხივებს, ქვიშა ხურდება და წყალს ათბობს. ამის გამო, ჩვენთან მაისის ბოლოდან, როცა რამდენიმე დღე მზიანი ამინდია, ზღვაში წყალი უკვე თბება და სტუმრებს შეუძლიათ, ზღვაში ბანაობა. ჩვენი სპა-სალონი, რომელიც ერთ სართულზე მთლიანადაა განლაგებული, ხელს უწყობს სტუმრებს, დასვენების პარალელურად, გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა და გალამაზდნენ კიდეც. ჩვენს სასტუმროზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ხშირად ყველა მსურველი ვერ ხვდება ,,ვილა რეტაში”, განსაკუთრებით ზაფხულში. ივლისის მეორე და აგვისტოს პირველი ნახევრის ადგილების 70– 80 პროცენტი უკვე დაჯავშნილია.
– რა მომსახურებებს სთავაზობთ დამსვენებლებს ,,ვილა რეტას” სპა-სალონში?
– ჩვენთან შემუშავებულია ყველაზე ეფექტური პროცედურები სხეულისთვის, სახისა და კისრისთვის... ჩვენს სპა-სალონში შეგიძლიათ, ჩაიტაროთ სხვადასხვა საშხაპე პროცედურა (კასკადური, შარკოს, ცირკულარული), ასევე ჰიდრომასაჟი და სამკურნალო აბაზანები. თქვენ განკარგულებაშია ჯაკუზი, ინფრაწითელი, ფინური და ფიტოსაუნები, დახურული აუზი ჩანჩქერითა და შემხვედრი ტალღის იმიტატორით. ასევე, შეგიძლიათ, მაღალპროფესიულ დონეზე ჩაიტაროთ სახისა და სხეულის მასაჟები – სამედიცინო, ანტიცელულიტური, კორექციული, ვაკუუმმასაჟი, ფრანგული მასაჟი, ლიმფოდრენაჟი და სხვა.
– რამდენად კომფორტულია ,,ვილა რეტას” ნომრები და კვება თუ შედის თქვენს სერვისში?
– გვაქვს კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ნომრები. თითოეულის აივნიდან იშლება ზღვის ხედი. ჩვენთან ყველა პირობაა იმისთვის, სტუმრებს არ დასჭირდეთ კვებაზე ზრუნვა. მომსახურების ფასები მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით დავყავით: გვაქვს მხოლოდ აქ ცხოვრების ტარიფი; ნომერს პლუს საუზმე; ანდა პლუს საუზმეც და ვახშამიც და ასე შემდეგ. ჩვენს ტერიტორიაზე არის რამდენიმე კვების ობიექტი. გვაქვს გასართობი მოედანი ბავშვებისთვის. საღამოობით ჩვენი თანამშრომლები ზრუნავენ ბავშვებზე. ვურთავთ მათ ანიმაციურ ფილმებს და ამ დროს მშობლებს შეუძლიათ, მშვიდად განიტვირთონ ჩვენს სანაპირო ბარში.
მისამართი: საქართველო,
ლანჩხუთის რ-ნი, ს. გროგოლეთი, ზღვისპირა ფიჭვნარი.
საკონტაქტო ტელ: +995 571 250 555; +995 790 250 255; +995 595 250 255.
ვებ-გვერდი: www.villareta.com