№21 UG ბაღი – თქვენი პატარების გზა ჯანმრთელი და წარმატებული მომავლისკენ
UG ბაღი ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისში. გარდა ქართველი ბავშვებისა, აქ არაერთ უცხოელ პატარასაც შეხვდებით, რომელთა მშობლებმაც სწორედ UG ბაღზე შეაჩერეს არჩევანი. აქ განსაკუთრებით ზრუნავენ თითოეულ აღსაზრდელზე, ზედმიწევნით კარგად იციან ყველა პატარას ხასიათი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მათი კვება, გაკვეთლები და სხვადასხვა აქტივობა ამ ყველაფრის გათვალისწინებითაა შერჩეული. რა უპირატესობები აქვს UG ბაღს სხვებთან შედარებით, ამაზე დაწვრილებით ბაღის ადმინისტრაციის უფროსი, ქალბატონი ელა მაზმანოვა გვესაუბრა.
ელა მაზმანოვა: ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ UG ბაღი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისში. ჩვენ არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ბავშვებსა და მათ მშობლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. მშობლების უმრავლესობა დღის განმავლობაში ძალიან დაკავებულია და სავსებით შესაძლებელია, რამე გამორჩეს. ამიტომ, ჩვენ ვიღებთ მთელ პასუხისმგებლობას, რომ დღის ბოლოს თითოეული მშობელი იყოს ინფორმირებული – რა მიირთვეს მათმა შვილებმა დღის განმავლობაში, როგორ ხასიათზე იყვნენ და ასე შემდეგ. დამონტაჟებულია კამერებიც – მშობლებს აქვთ გადმოწერილი შესაბამისი პროგრამა თავიანთ კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში და ონლაინ-რეჟიმში უყურებენ თავიანთ შვილებს. გვყავს პროფესიონალი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს და ეუფლებიან ბავშვებთან მუშაობის ახალ-ახალ მეთოდებს. მაგალითად: გავლილი აქვთ სკოლამდელი აღზრდის, გამოყენებითი ქცევის, ლოგოპედის და სხვა კურსები. „ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა” ჩატარებული კვლევის შედეგად, ახლახან დაგვაჯილდოვა იმისთვის, რომ მიუხედავად ბაღის არცთუ დიდი მასშტაბისა, გვყავს ბევრი თანამშრომელი. ჯამში, 36 ადამიანია დასაქმებული ჩვენთან. ამ მიმართულებით არ ვზოგავთ თანხებს, რათა ჩვენს პატარებს ზრუნვა და ყურადღება არ მოაკლდეთ.
– მრავალფეროვნებისთვის ხშირად შემოგაქვთ სიახლეები. ამჯერად რა სიახლეა თქვენთან?
– დაგვემატა „მონტესორის ოთახი”. გვყავს მონტესორის ძალიან ძლიერი სპეციალისტი, რომელიც მუშაობს ბავშვებთან ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ ვის რა პრობლემა აქვს.
– UG ბაღი გამოირჩევა ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებული დაცვით. რა ღონისძიებებს ატარებთ ამისთვის?
– ჰიგიენა ჩვენთან უმაღლეს დონეზეა დაცული. თვეში ორჯერ ტარდება დეზინფექცია. თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ბავშვმა გარედან შემოიტანა რაიმე ვირუსი, მაშინვე დამატებითი დეზინფექცია ტარდება. ყველა ოთახში დამონტაჟებულია ვირუსების საწინააღმდეგო კვარცის ნათურა. ბაგის ჯგუფში არის camfil-ის ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული, შეიძლება ითქვას, ფუფუნების საგანია და ჩვენ გარდა, არცერთ ბაღს არ აქვს საქართველოში. ის მხოლოდ ევროსტანდარტების შესაბამისი კლინიკების საოპერაციო ბლოკებში აქვთ. მინდა, გითხრათ, რომ იმდენად კარგად მუშაობს, რომ ვირუსების ყველაზე აქტიურ პერიოდშიც კი, თითქმის არცერთ ბავშვს ბაღი არ გაუცდენია. ამ ფილტრების დაყენებამდე კი ბაგაში, სადაც პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ ძლიერი იმუნიტეტი, ზამთრის პერიოდში ავადმყოფოფის გამო, ძალიან ცოტა ბავშვი დადიოდა. კედლები შეღებილია ანტიალერგიული საღებავით და გვაქვს ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. ჩვენთან ბოსტნეული ირეცხება ისეთ ხსნარებში, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბაქტერიას კლავს. წელიწადში რამდენჯერმე გვამოწმებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ყოველთვის ძალიან კმაყოფილები მიდიან. დღის განმავლობაში ბავშვებს რა საკვებსაც ვუმზადებთ, ყველაფერს ვინახავთ სპეციალურ კონტეინერებში მომდევნო 24 საათის განმავლობაში, რადგან თუ მოხდა შემთხვევა, ბავშვი მოიწამლა (თუმცა, ასეთი შემთხვევა არ გვქონია), შევძლოთ იმის დამტკიცება, რომ ჩვენთან ბავშვები აბსოლუტურად ჯანსაღ საკვებს იღებენ. სათამაშოები, ავეჯი, ყველაფერი გვაქვს ბუნებრივი ხის მასალის, რომელსაც ვიწერთ ან მე თავად ჩავდივარ ადგილზე და ჩამომაქვს. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვებმა არ მოიწყინონ და გაერთონ. ამიტომ, ვფიქრობ, დამატებით სახლიდან საკუთარი სათამაშოების მოტანა არ სჭირდებათ. ამიტომ ყოველთვის ვთხოვ მშობლებს, რომ სახლიდან სათამაშოები და ტკბილეული არ გამოატანონ. შეიძლება, ბავშვებმა ერთმანეთს უწილადონ და უნებურად, ისეთ ბავშვთან მოხვდეს, რომელიც ალერგიულია მაგალითად: შოკოლადზე ან იმ მასალაზე, რითიც სათამაშოა დამზადებული.
– ასე კარგად რომ იცნობთ თქვენს აღსაზრდელებს და ხშირად აწვდით საჭირო ინფორმაციას მშობლებს თავიანთ შვილებზე, რაც შეიძლება, მათ არ იცოდნენ, ეს ალბათ, ერთგვარი კომფორტია მათთვის...
– რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა, რასაც მშობლები გვიცხადებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ შვილები ყოველდღიურად იზრდებიან ისეთ გარემოში, სადაც მათზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობა და საჭირო უნარების განვითარება, ჩვენი მთავარი მიზანია. მუდმივად ვაკვირდებით ბავშვებს, ვის რა პრობლემა აქვს და აუცილებლად მივუთითებთ მშობელს, თუ რაზე გაამახვილოს ყურადღება. წელიწადში ორჯერ, ჩვენთან მოდიან ძალიან ცნობილი და ძლიერი ორთოპედები, რომლებიც ბავშვებს უმოწმებენ – ხერხემალს, ფეხის ტერფებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს რაიმე პრობლემა აღმოაჩნდება, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას მშობლებს, რომ მათ შესაბამისი ზომები მიიღონ. სურვილის შემთხვევაში, ორთოპედები აქვე უკეთბენ ბავშვებს მასაჟებს. რაც მთავარია, მასაჟი კეთდება თამაშ-თამაშით, რომ ბავშვებს დისკომფორტი არ შეექმნათ.
– თქვენი ბაღის ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან სკოლაში თავიანთი წარმატებით. როგორ მუშაობთ სასკოლო ჯგუფის ბავშვებთან?
– ჩვენს ჰოლდინგში, ბაღთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტის სკოლაც (UG სკოლა) შედის. იქ ჩვენი ბაღიდან წასული ბავშვები, ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი ცოდნითა და უნარებით, რის გამოც, ხშირად დგება იმის აუცილებლობა, UG-ბაღის ბავშვებისთვის ცაკლე კლასი გაიხსნას. გვაქვს სპეციალური წინარე სასკოლო (მზაობის) ჯგუფი, სადაც, მათთვის შედგენილი პროგრამის მიხედვით, ბავშვები სკოლისთვის ემზადებიან. გვაქვს ძალიან სახალისო გაკვეთილები და თამაშ-თამაშით ბავშვებს მერხთან ჯდომას ვაჩვევთ. ამჟამად ფსიქოლოგებთან და ჩვენი სკოლის პედაგოგებთან ერთად, ვმუშაობთ სპეციალურ პროგრამაზე, რომელიც კიდევ უფრო გაუმარტივებს ბავშვებს სკოლასთან შეგუებას – თავიდან აარიდებს ბაღიდან სკოლაში წასვლისგან გამოწვეულ ერთგვარ სტრესს.
– რა აქტივობებით არიან ბავშვები დაკავებულები?
– გარდა იმ გეგმიური გაკვეთილებისა, რაც ყოველდღე უტარდებათ ბავშვებს, ხშირად გვაქვს გასვლითი დღეებიც, როცა სხვადასხვა თეატრს, მუზეუმსა და ღირსშესანიშნავ ადგილებს ვესტუმრებით ხოლმე. ბავშვები სწავლობენ კლდეზე ცოცვას და სპორტის სხვადასხვა საინტერესო სახეობას. გვაქვს მხიარული სტარტები, ვაწყობთ გამოფენებს და პერიოდულად – ღია გაკვეთილებს ინგლისურში, ცეკვაში, ჭადრაკში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ეწყობა მშობლებისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, თუ რა ისწავლეს მათმა შვილებმა.
მისამართი: თბილისი,
ალექსიძის ქ. #8.
საკონტაქტო ტელ: +995 591 99 29 89.
ვებ-გვერდი: www.ug.edu. ge
facebook. ugkids.ge