კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რის გამო აიყარა კანონიერი ქურდის სტატუსი ნებაყოფლობით ცნობილმა ქართველმა „მედვეჟატნიკმა“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გატაცება

1979 წლის 18 მაისს ცნობილი კანონიერი  ქურდის, ვარლამ კაიშაურის, იგივე „მთიელის“ ბინაში ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმა  გაისმა:
– კარგად მისმინე, მთიელო! იცოდე, აღარ გაგიმეორებ. შენი შვილიშვილი შორენა ჩვენთანაა. შენი სახლის ფოსტის ყუთში კი წერილია და დანარჩენს იქიდან გაიგებ.
ცოცხალ-მკვდარმა ვარლამმა ფოსტის ყუთიდან წერილი ამოიღო, რომელშიც კუთხური ასოებით ეწერა: „მთიელო, შენი რვა წლის შვილიშვილი შორენა ჩვენთანაა. პანიკა არ ატეხო. რასაც გიბრძანებთ, შეასრულე და ცოცხალს დაგიბრუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწვადე ხორცივით დავკეპავთ. ახლა კი საქმე: ორი კვირის ვადაში შენი ძველი კამანდა უნდა შეკრიბო და ერთი საქმე გააკეთო, რომელსაც თხუთმეტ დღეში გეტყვით. ახლა კი გამაგრდი. იცოდე, გაკონტროლებთ და ძაღლებს არ მიმართო. რამე სისულელე არ ჩაიდინო, თორემ შვილიშვილს დაღუპავ“.
„მთიელი“ ცნობილი „მედვეჟატნიკი“ იყო. შავ სამყაროში მას პატივს სცემდნენ. წერილის წაკითხვის შემდეგ ვარლამი აცახცახდა. წნევას რომ არ დაერტყა, წნევის წამალი დალია და ოდნავ მოეშვა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და იმავე ხმამ უთხრა:
– დროს ნუ დაკარგავ, იმოქმედე. თხუთმეტ დღეში დაგირეკავ და გეგმის მეორე ნაწილს შეგატყობინებ.
„მთიელი“ მონუსხული უსმენდა უცნობს. ბოლოს ძალები მოიკრიბა და უთხრა:
– რასაც მეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ, შორენას ნურაფერს დაუშავებთ. ისე კი გირჩევ, ჯობია, მარსზე გადასახლდე და ღრმად დაიმალო. თუმცა, არც ეგ გიშველის. ყველგან გიპოვი.
– ძირში არ მომჭამო, შე ბებერო ჩათლახო. ახლა კი საქმეს შეუდექი! – მიუგო უცნობმა და ტელეფონი გათიშა

გეგმის მეორე ნაწილი
„მთიელი” ერთხელ იყო ნამყოფი „სროკზე”, მაგრამ ოთხი საიუველირო მაღაზიის გაძარცვისთვის თხუთმეტი წელი ჰქონდა მოხდილი. მისი ოთხკაციანი ბანდა მაშინ „კაგებეს“ სპეცჯგუფმა შეიპყრო კოტე ლაღიძის მეთაურობით და მილიონ 365 ათასი მანეთის ძვირფასეულობა ამოუღო.
კოტე და ვარლამი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და საფეხბურთო სკოლაშიც ერთად ვარჯიშობდნენ. მოგვიანებით, ვარლამი ქურდი გახდა, კოტე – „კაგებეშნიკი“ და ვარლამის აყვანისთვის პოდპოლკოვნიკობა მიიღო. მოსკოვში სასამართლოს მერე ლაღიძემ ვარლამი საკანში მოინახულა, ორასი მანეთი და ერთი ბლოკი „მარლბორო“ „უგრევა” და უთხრა:
– რას იზამ, ასეთია ცხოვრება. შენ მძარცველი ხარ, მე კი – მდევარი. ისე კი გახსოვდეს, თუკი მართალ საქმეში ჩემი დახმარება დაგჭირდება ოდესმე, შენ გვერდით მიგულეო.
ვარლამმა სახლში დაბრუნებული ვაჟი და რძალი დაამშვიდა. მილიციასთან ყოველგვარი კონტაქტი აუკრძალა და უთხრა, შორენას გატაცების ამბავი არავისთვის გაემხილათ. შემდეგ თვითმფრინავის ბილეთი აიღო და მოსკოვში გაფრინდა, რომ თავისი ძველი „პაძელნიკები“ მოეძებნა.
ზუსტად თხუთმეტი დღის შემდეგ უცნობმა კვლავ დარეკა და ვარლამს უთხრა:
– ვაკის პარკში, შადრევნის ხელმარცხნივ რომ მწვანე სკამია, იმის ქვეშ წერილი დაგიტოვე და წაიკითხე. თუ ყველაფერს შეასრულებ, შვილიშვილს ცოცხალს მიიღებ, არადა, მოვკლავთო...
ვაკის პარკში ნაპოვნ წერილში ეწერა, რომ 17 ივნისს, ანუ ზუსტად თხუთმეტი დღის შემდეგ, „მთიელს” და მის „პაძელნიკებს” თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია უნდა გაეძარცვათ. მძარცველებს ნაცრისფერი სეიფი უნდა გაეხსნათ, ნაძარცვი ნივთები კი საიმედოდ გადაემალათ. წერილი ასე მთავრდებოდა: „ძვირფასეულობის გადმოცემის გეგმას მოგვიანებით შეგატყობინებ, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეს და ძაღლებს არ შეეკრა, თორემ შვილიშვილს დაღუპავ“.

გრანდიოზული ძარცვა
„მთიელმა“ და მისმა მეგობრებმა თორმეტი დღე მოანდომეს საიუველირო მაღაზიის ძარცვის დეტალური გეგმის შემუშავებას. 1979 წლის 17 ივნისს კი მაღაზიაში შეაღწიეს, სიგნალიზაცია გათიშეს და იქიდან 890 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. „მთიელის” სამივე „პაძელნიკი” ჯერ ბათუმში გაემგზავრა, იქიდან კი – მოსკოვში. არცერთ მათგანს კაპიკი არ მოუთხოვია. ვარლამმა კი ნაძარცვი ნივთები ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და უცნობის ზარს დაელოდა.  მეორე დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობდა ამ გრანდიოზულ ძარცვაზე. მილიციამ ვარლამი დააკავა, მაგრამ დაკითხვის შემდეგ სახლში გაუშვა და ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვა. უცნობმა კი 25 ივნისს დარეკა და ვარლამს უთხრა:
– ყოჩაღ. ახლა კი მუშტაიდის ბაღში წადი. ტირთან რომ დიდი ქვა დევს, იმ ქვის ქვეშ იპოვი შემდგომ ინსტრუქციებს. ჩანთა კი თან წაიღე.
– ნურას უკაცრავად, – ხმას აუწია „მთიელმა,” – ჯერ ბავშვი დამალაპარაკეთ.
მცირე პაუზის შემდეგ ვარლამმა შვილიშვილის ხმა გაიგო ტელეფონში და უცნობმა მას უთხრა:
– ხომ დარწმუნდი, რომ შვილიშვილი ცოცხალია. ახლა შეასრულე ბრძანება.
– ბავშვს როდის დამიბრუნებ?
– როგორც კი ტავარს მივიღებ, დაგირეკავ და გეტყვი, სადაა.
ვარლმმა ძვირფასეულობით სავსე ჩანთა მუშტაიდის ბაღში  მიიტანა და ნაპოვნ წერილს გაეცნო, რომელშიც ეწერა: „საბავშვო რკინიგზის პატარა ბუტკაში ზურგჩანთაა და ტავარი იქ ჩაცალე. იქვე წერილია და წაიკითხე“.
ვარლმმა ზურგჩანთა იპოვა და ყველაფერი ზუსტად შეასრულა. შემდეგ წერილი წაიკითხა, რომელშიც ეწერა: „ახლა კი სასწრაფოდ სანაპიროზე დაეშვი. იქ „მოსკვიჩი 408“ დგას. ბაგაჟნიკი ახადე. ზურგჩანთა შიგ ჩადე და უკან გაბრუნდი. ორ საათში დაგირეკავ და ბავშვის ადგილსამყოფელს გეტყვი“.
„მთიელმა” კვლავ ზუსტად შეასრულა ყველაფერი. მან მხოლოდ ცალი თვალი შეავლო საჭესთან მჯდომ კეპიან მძღოლს, რომელსაც სათვალე ეკეთა. როგორც კი საბარგული დაიკეტა, „მოსკვიჩი“ ადგილიდან დაიძრა.
ზუსტად ორი საათის შემდეგ „მთიელს” შავმა „ვოლგამ“ მიაკითხა სახლში და შევრჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეში“ წაიყვანა. ვარლამი მესამე სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს, სადაც შვილიშვილი – შორენა მიეგება. გოგონა ბაბუას კისერზე ჩამოეკიდა. იქვე პოლკოვნიკი კოტე ლაღიძე იდგა. მან გაუღიმა „მთიელს” და უთხრა:
– გილოცავ მშვიდობიან დასასრულს. მორჩა. ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი რიგზეა.
„მთიელი” პოლკოვნიკს გადაეხვია და ატირდა. ცრემლები ვერ შეიკავა ლაღიძემაც. რომ დაწყნარდა, ვარლამს უთხრა.
– ეს საქმე მილიციის პოდპოლკოვნიკმა ჯვებე კვიციანმა და მისმა ჩათლახმა დამ მოაწყვეს. ორივე ავიყვანეთ და უმკაცრესად დავსჯით. ნაკოლი ლიდა კვიციანისგან იყო, რომელიც საიუველირო მაღაზიის ადმინისტრატორი იყო. ზუსტად იცოდა, რომ 17 ივნისს ახალ ტავარს მიიღებდნენ.
და-ძმა კვიციანებზე გასვლა „კაგებემ“ ბრილიანტის ერთ-ერთ დიადემაში ჩადებული რადიოგადამცემის საშუალებით მოახერხა და წყნეთის აგარაკზე გადამალული ბავშვი გაათავისუფლეს. მათ 15-15 წელი მიუსაჯეს და ჯვებე ციხეში, ლიდა კი ქალთა კოლონიაში მოკლეს პატიმრებმა.
„მთიელმა” კი „კაგებესთან“ თანამშრომლობის გამო კანონიერი ქურდის სტატუსი ნებაყოფლობით აიყარა.
скачать dle 11.3