კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 დედამთილი და მული ერთ წუთსაც არ მტოვებენ ქმართან მარტო

თათია ფარესაშვილი უვცნობი ავტორი

ინტიმური საუბრები

ხშირად ვამბობ, ბედნიერია ის ქალი, ვისაც სახლში დედამთილი და მული არ დახვდა-მეთქი და ამაზე მეჩხუბებიან. მესმის, გამონაკლისებიც არსებობენ, მაგრამ ჩემს ოჯახში დედამთილისა და მულის ნამდვილი კულტია. რასაც ისინი იტყვიან, ოჯახის მამაკაცები, უსიტყვოდ ემორჩილებიან. მესმის, მამამ და ძმამ დედისა და დის სიტყვას ანგარიში უნდა გაუწიონ, მაგრამ, ისეთ სისულელეებს სჩადიან და ამბობენ, ამის მოთმენა, ნამდვილად აუტანელია. სხვათა შორის, ჩემი მულის მოწონებული რძალი ვარ. ჩემი დეიდაშვილი მისი თანაკურსელი იყო და დაბადების დღეზე გამიცნო. იმ დღიდან მეუბნებოდა, შენ ჩემი რძალი უნდა გახდეო. მისი ძმა, ანუ ახლანდელი ჩემი ქმარი ნანახიც არ მყავდა, გაცნობაზე რომ არაფერი ვთქვა, მისმა სანათესაომ კი ჩემზე ყველაფერი იცოდა და უკვე რძლად მთვლიდნენ. მადლობა ღმერთს, გივიკო, ჩემი მეუღლე, კარგი ადამიანია, საერთოდ არ ჰგავს ხასიათით დედას და დას. მამამისიც კარგი კაცია და სულ ჩემს მხარეს იჭერს, მაგრამ რად გინდა? დედამთილი და მული რომ გამოვლენ სიტყვით, კარგი დედის შვილი ხარ და საწინააღმდეგო თქვი რამე. ამას წინათ, მე და გივიკომ მოვილაპარაკეთ, კარგი ამინდებია, ლოპოტაზე წავიდეთ და ერთი დღით განვმარტოვდეთ, რომანტიკული სიტუაცია შევქმნათ, ვისიამოვნოთო. ვიფიქრე, ამათ გავეცლები და ჩემს ქმართან, თუნდაც ერთ დღეს გავატარებ მარტო-მეთქი. ეს რომ გაიგეს, ისინიც აგვეკიდნენ. დედამთილის და მულის გარემოცვაში და მათი კონტროლის ქვეშ მომიწია გამგზავრება. მოუნდათ დასვენება, თითქოს ძალიან დაღლილები იყვნენ. მთელი დღე მეზობლებთან ჭორაობაში ატარებენ და ადამიანი არ დარჩენილა მათი გაუჭორავი. მეც მთავაზობენ, მოდი, რა განზე დგახარ, დაჯექი ჩვენთან და შენც ჩაები ლაპარაკშიო. რა ვქნა, არ მიყვარს ეს ჭორაობა და ამაზე გული სწყდებათ, არ გვკადრულობს ქალბატონიო. ერთ წუთს არ მტოვებენ ქმართან მარტო. იქნებ, რა მინდა, ვუთხრა, როგორ მინდა ჩავეხუტო... არა! ამის უფლება არ მაქვს. ახლა აიჩემეს, გინდა თუ არა, ექიმთან წავიდეთ, გავარკვიოთ რატომ არ გყავს შვილიო. მე და გივიკოს სულაც არ გვეჩქარება. მხოლოდ ექვსი თვეა, რაც ერთად ვართ და არ ვფიქრობ, რომ საგანგაშოა. დედამთილს და მულს მოუნდათ გასართობი და უნდათ, გამოკვლევები ჩავიტარო. არადა, სანამ გავთხოვდებოდი, ყველანაირი კონსულტაცია გავიარე გინეკოლოგთან. ზუსტად ვიცი, ჯანმრთელი ვარ. გივიკოც ხვდება სიტუაციას და მთხოვს, არ აჰყვე, ეცადე, ჩემი სიყვარულის ხათრით მოითმინოო, მაგრამ როდემდე? ამას წინათ, მულმა შენიშვნა მომცა და შევეპასუხე. იცით, რა მიპასუხა? ოჰო, ახალმა ცოცხმა თავისი მოხვეტა და გამოაჩინა ნამდვილი სახეო. რა უნდა მეთქვა? მამამთილმა კი მისცა შენიშვნა – დაანებე ამ გოგოს თავი, ძალიან კარგი რძალი გვყავს და გივიკოს ბედი ჰქონიაო. არ ესიამოვნა, მამის ასეთი სიტყვები. ერთი სული მაქვს, გათხოვდეს და წავიდეს სახლიდან, მაგრამ ამის გათხოვება ცოტა რთული თემაა. ისეთ პრინცს ეძებს, ჯერ რომ არ დაბადებულა. გარეგნობით, კი ბატონო, ლამაზი გოგოა, მაგრამ ხასიათი ისეთი აქვს, ამას ვინ იგუებს. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ამ დაძაბულ სიტუაციას სახლში; როდემდე შევძლებ გივიკოს ხათრით ყველაფრის ატანას და მოთმენას.
ნინო, 27 წლის.скачать dle 11.3