კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ აწამა საკუთარი ხელით ლავრენტი ბერიამ უშიშროების ყოფილი გენერალი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეგალია, ჯილდო და თანამდებობა ლავრენტი ბერიამ სრულიად დამსახურებულად მიიღო, ზოგიერთი ვაიპუბლიცისტი თუ ბერიას ბიოგრაფიის ტენდენციური მკვლევარი მას დამცინავად, „ლუბიანკის მარშალს“ უწოდებს. ისტორიკოსი ბრონისლავ სტარკოვი წერს: „ეპითეტი „ლუბიანკის მარშალი“ ბერიას მიმართ ჯერ კიდევ 1945 წლის ნოემბერში გამოიყენეს. მისი ავტორი კი უშიშროების გენერალი ვიქტორ აბაკუმოვი იყო, რომელიც ბერიასთან დაპირისპირებული გახლდათ და რატომღაც ეგონა, რომ ლავრენტი პავლოვიჩის განადგურება შეეძლო. სერგო გოგლიძე თავის ჩვენებაში 1953 წლის 9 ნოემბერს წერდა: „აბაკუმოვს, რომელიც ომის დროს სამხედრო დაზვერვა „სმერშს“ ხელმძღვანელობდა, თავისი უწყების წარმატებები თავში აუვარდა და ეგონა, ბერიას ადგილის დაკავება შეეძლო. როცა სტალინმა ბერიას მარშლობა მიანიჭა და ამის შესახებ აბაკუმოვმა შეიტყო, თავის მოადგილეებს უთხრა: ესეც ახალმოვლენილი ლუბიანკის მარშალიო. აბაკუმოვის ერთ-ერთი მოადგილე, ვრონსკი, ჩვენი აგენტი იყო და სწორედ მან შეგვატყობინა ამის შესახებ. ბერიამ რომ ეს ინფორმაცია მოისმინა, ვრონსკი გაუშვა და მითხრა:
– ამ პედოფილმა კოხტაპრუწამ მაღალი ძაბვის მავთული გააშიშვლა. როგორც ვატყობ, ხელის მოკიდებას აპირებს და მალე დამიწდებაო...
მართალია, ლავრენტი ბერია სტალინმა „ენკავედედან“ სხვაგან გადაიყვანა და აბაკუმოვმა ანტიბერიული საქმიანობა გააძლიერა, მაგრამ ბერია მაინც ინარჩუნებდა იქ გავლენას და აბაკუმოვს წყალი შეუყენა“.
აბაკუმოვი, ისევე როგორც ბერია, თავგამოდებული მექალთანე გახლდათ. ბერიასგან განსხვავებით, უზადო გარეგნობით გამოირჩეოდა და თავისი ხელქვეითების მეუღლეებთან იჭერდა საქმეს. ერთ-ერთი ასეთი უმსგავსობის შემდეგ, აბაკუმოვმა პოლკოვნიკ პოტაპოვის მეუღლესთან, რიმასთან, ურთიერთობის (სქესობრივი კავშირის) შემდეგ, დაიტრაბახა: ბერია ჩემთან ახლოც ვერ მოვა კაცობაშიო. რიმა პოტაპოვა ბერიას პირადი აგენტი იყო. ეს სიტყვები ერთი საათის შემდეგ უკვე ბერიამ იცოდა და ყოვლისშემძლე ლავრენტი პავლოვიჩმა იმავე ღამეს დაანახვა ტრაბახა გენერალს თავისი კაცობა –  აბაკუმოვის საყვარელი, ბალერინა ირინა კრავცოვა  ჩაიგორა ლოგინში, რომელიც „სმერშის“ უფროსს დღე-დღეზე ცოლად უნდა მოეყვანა და კანონიერ მეუღლეს გაყროდა.
გენერალი ბოგდან ქობულოვი თავის ჩვენებაში წერდა: „ფაქტობრივად, აბაკუმოვი ბერიას მოადგილე, მისი ხელქვეითი იყო და ისეთივე სტატუსი ჰქონდა, როგორც მე და სხვა მოადგილეებს. თუმცა, აბაკუმოვი მხოლოდ სტალინს ემორჩილებოდა. მისი (სტალინის) მფარველობით სარგებლობდა და ლავრენტი პავლოვიჩს მისი დასჯა ბელადის ნებართვის გარეშე არ შეეძლო. თუმცა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, აბაკუმოვის კომპრომეტაცია მოეხდინა და შეძლო კიდეც ეს...“
მართალია, აბაკუმოვი მხოლოდ 1954 წელს დახვრიტა ხრუშჩოვმა, როდესაც აღარც ბერია იყო ცოცხალი და აღარც მისი ერთგული გუნდი, მაგრამ გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აბაკუმოვი 1952 წელს დააპატიმრეს სტალინის ბრძანებით. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ბერიამ ბელადს იმისი საბუთები მიაწოდა, რომ ვიქტორ აბაკუმოვი ებრაელების სიონისტურ მოძრაობას მფარველობდა და თავად სტალინზე აგროვებდა კომპრომატს... მართალია, ერთიც და მეორეც ტყუილი იყო, მაგრამ ბერიამ საიმედო მოწმეები და წყალგაუვალი დოკუმენტები წარუდგინა ბელადს, რომელიც ისე გაბრაზდა, რომ აბაკუმოვის ლეფორტოვოს ციხეში ჩასმა და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება ბრძანა. მოგვიანებით, სიკვდილმისჯილი „ჩეკას“ პოლკოვნიკი რიუმინი, რომელიც ბერიას მკვლელობამ იხსნა სიკვდილისგან და ციხიდანაც გაათავისუფლეს, იხსენებდა: „აბაკუმოვი რომ ციხეში მოიყვანეს, ის უკვე შოკურ მდგომარეობაში იყო. მე წინასწარ ვემზადებოდი მის დასაკითხავად. უფროსი გამომძიებლის კაბინეტში ვიჯექი და ის-ის იყო ხელქვეითებისთვის უნდა მებრძანებინა აბაკუმოვის ამოყვანა, რომ ტელეფონმა დარეკა.
– რიუმინი გისმენთ, – ვუპასუხე ზარს.
– ბერია ვარ, – მომესმა ბერიას ქართულაქცენტიანი ხმა, – რიუმინ, ეგ ლეში უკვე შენს განკარგულებაშია? – იკითხა ბერიამ და მივხვდი, რომ აბაკუმოვს გულისხმობდა, მაგრამ მაინც დავაზუსტე:
– ვის გულისხმობთ ლეშში, ლავრენტი პავლოვიჩ?
– რა თქმა უნდა, აბაკუმოვს, – დამცინავად თქვა ბერიამ.
– დიახ. უკვე მოიყვანეს და ახლა უნდა დავკითხო, – ვუპასუხე ბერიას. მან კი მითხრა:
– ჯერ არ დაიწყო. დამელოდე. მალე მოვალო.
ბერია ნახევარ საათში მოვიდა ლეფორტოვოს ციხეში, სადაც მას, ისევე როგორც სხვა ციხეებშიც, საკუთარი კაბინეტი ჰქონდა. მან შიდა ტელეფონით დამირეკა და მიბრძანა:
– პირდაპირ აქ მოათრიე ეგ მძორი. მინდა, კარგად შევათვალიეროო.
აბაკუმოვთან ერთად, ბერიას ციხის კაბინეტში შევედით. ჩემდა გასაკვირად, იქ ბალერინა ირინა კრავცოვაც დაგვხვდა. ქალი აბაკუმოვის ყოფილი საყვარელი გახლდათ, რომელიც საქმროზე ადრე დააპატიმრეს და ისიც ლეფორტოვში იჯდა. ნათელი იყო, რომ ქალი ბერიას ბრძანებით აიყვანეს მის კაბინეტში და ციხის უნიფორმის მიუხედავად, კრავცოვა მდიდრულად გაწყობილ სუფრასთან იჯდა. შამპანურს სვამდა და თითა ყურძენს აყოლებდა. როცა აბაკუმოვი გამოჩნდა, ბერიამ ქალს უთხრა:
– ირაჩკა, აი, შენი ყოფილი კურო. შეხედე, რა საზიზღარი შესახედავია ციხის სამოსში, – ბერიამ აბაკუმოვს გამანადგურებელი მზერა ესროლა, – ორიოდე დღის წინ ჯერ კიდევ ძლევამოსილი გენერალი გახლდათ, ახლა კი – არარაობაა. თუმცა, ეს კოხტაპრუწა პედოფილი ყოველთვის არარაობა იყო.
აბაკუმოვი უხმოდ ისმენდა ბერიას შეურაცხყოფას. ურცხვმა ბერიამ კი პატიმარი კრავცოვა კალთაში ჩაისვა და აბაკუმოვის გასაღიზიანებლად, ქალს უხამსად უსვამდა ხელებს. ბოლოს აბაკუმოვს მიუახლოვდა და მოულოდნელად, ფეხებშუა ამოსცხო ძლიერი წიხლი. ხოლო, როცა ყოფილი გენერალ-პოლკოვნიკი ტკივილისგან იკლაკნებოდა იატაკზე, მიაძახა:
– რაო, სულ ეგაა შენი კაცობა, შე ლეშო, –შემდეგ მომიბრუნდა და მრისხანედ მიბრძანა:
– შენებურად დაკითხე. არაფერი გამოგეპაროსო.
ბერიას წასვლას დაველოდე და დაკითხვა დავიწყე“.
რიუმინი, „ჩეკას“ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჯალათი გახლდათ. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და რომ იტყვიან, ცოცხლად აძრობდა პატიმრებს ტყავს. თავის მონათხრობში რიუმინი საკუთარ სისასტიკეზე არ ლაპარაკობს. სამაგიეროდ, ბერიაზე იხსენებს უამრავ საშინელ ეპიზოდს. ყოფილი ჯალათის მონათხრობის ერთ-ერთ ეპიზოდში ვკითხულობთ: ბერია აშკარად უკიდურესად იყო შეურაცხყოფილი აბაკუმოვის ადრინდელი გამონათქვამით და მიაჩნდა, რომ არასაკმარისად იყარა მასზე ჯავრი. ერთხელ, შუაღამისას, მოვიდა ლეფორტოვოში და აბაკუმოვის საწამებელ ოთახში მიყვანა ბრძანა. პატიმარი გაგვაშიშვლებინა. ფეხებზე დადებული ხელბორკილებით ფოლადის კაუჭზე ჩამოგვაკიდებინა და სქელი ბუზის საკლავით მანამდე ურტყა საკვერცხეებში, სანამ აბაკუმოვს გული არ წაუვიდა. ბერიამ მხოლოდ ამის მერე ამოისუნთქა. პირქვედაკიდებულ აბაკუმოვს მიაფურთხა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა..“
რიუმინის მონათხრობს სხვებიც ადასტურებენ და თავის ჩვენებებში არც ბერია უარყოფდა, თუმცა ამას თავისებურად ხსნიდა და ამბობდა: „აბაკუმოვი ხმებს მივრცელებდა, თითქოს იმპოტენტი ვიყავი და გაუკუღმართებული მოთხოვნილებები მქონდა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო და როცა ის დააპატიმრეს, მისი ცემა-ტყეპით მის ცილისწამებაზე შური ვიძიეო...“
скачать dle 11.3