კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 არის რაღაც საერთო...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



შეყვარებულები აუცილებლად ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე უნდა საუბრობდნენ, მათთვის სიყვარულის ენა მშობლიურივით უნდა იყოს.
როცა წყვილი ერთმანეთს შორდება, ეს ისე, უბრალოდ, უმიზეზოდ არ ხდება. მიზეზის ძიება საკუთარი ურთიერთობიდან უნდა დავიწყოთ. კონკრეტულად კი თბილი სიტყვების ენიდან.
ხშირად ოჯახური თანაცხოვრების დროს კომპლიმენტები უკმაყოფილებასა და შენიშვნებში გადაიზრდება. ნუ დაიწყებთ საუბარს მეუღლესთან შენიშვნების ენით და მხოლოდ მის უარყოფით თვისებებს ნუ ახსენებთ. სითბოთი და შექებით მას ყველა სურვილს შეასრულებინებთ.
„მას არასდროს სცალია ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის“ – ამ ფრაზას ქალების უმეტესობა ამბობს. კაცების უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ყველანაირად უზრუნველყოფს ცოლ-შვილს, მთელი დღე მუშაობს, შინ გვიან, დაღლილი ბრუნდება და მაინც არ აფასებენ.
შეხებას, მოფერებას, ზოგადად, ფიზიკურ სიახლოვეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს. შეხების ენას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია, დაგავიწყოთ ყველა პრობლემა და უბედნიერესად გაგრძნობინოთ თავი როგორც თქვენ, ისე თქვენს პარტნიორს.
ყველაფერი სიყვარულით გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ ამას თქვენი რჩეულისთვის აკეთებთ და მაშინ არასდროს მიიღებთ საყვედურს, რომ სადილი თავის დროზე არ მოამზადეთ ან პერანგი არ დაახვედრეთ გარეცხილი.
ისწავლეთ სიყვარულის ენა და საყვარელ ადამიანს ესაუბრეთ მხოლოდ ამ ენაზე. სიყვარულს გამუდმებით სჭირდება კვება. სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში და სასიამოვნოდ გააოცეთ თქვენი პარტნიორი. ის ყოველთვის განსაკუთრებულს და გამორჩეულს უნდა ხედავდეს თქვენში და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ქალური
ფანტაზიები

უხსოვარ დროში, როცა მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ქალები ისხდნენ კერიის გარშემო და ქმნიდნენ იდეალური მამაკაცის პორტრეტს. ეს არარეალური პორტრეტი მათ თავიანთ ქალიშვილებს გადასცეს, იმათ – თავიანთ ქალიშვილებს და ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ რაღაც გენეტიკურ კოდად არ ჩაინერგა. ასე გაჩნდა სტერეოტიპები, რომლებიც კაცებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქალებმა იდეალურებად აღიქვან.
ესე იგი, იდეალური მამაკაცის თვისებებია:
* ის  ქალებზე საუბარს იწყებს ფრაზით: „მაგალითად, ჩემი ცოლი...“;
* არ მოსწონს მოდელები. მისთვის მთავარია, ქალის შინაგანი სამყარო;
* როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს,  არ ლოთობს და არც პირქუშად ზის მთელი საღამოს განმავლობაში, არამედ სიხარულით იღებს გამოწვევებს და ადვილად უმკლავდება;
* თუ გატაცებულია კოლექციონერობით, მაშინ ეს კოლექციის საგანი არ არის დიდი, არც ძვირი და არც მტვრიანი;
* არ უყვარს ფეხბურთი, ფლეისთეიშენი, ქსელური ვიდეოთამაშები და აღიზიანებს ძირს დაყრილი წინდები;
* ზეპირად ახსოვს ცოლის დაბადების დღე, ზოდიაქოს ნიშანი, დედამისის დაბადების დღე. იცის, რომელი ნაყინი უყვარს მის მეორე ნახევარს, რა ზომის ფეხი აქვს, რამდენ შაქარს უმატებს ყავას და ისიც კი, რაც ქალმაც არ იცის საკუთარი  თავის შესახებ;
* არის ხალისიანი, აქვს კარგი იუმორი;
* ის ყოველთვის პირველი აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა და არასდროს უყვირის ქალს;
* მუდამ მზად არის, წაიყვანოს თავისი ქალი პარიზში.
P.S. გახსოვდეთ, ასეთი მამაკაცის პოვნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.  მთელ ცხოვრებას ნუ გაატარებთ არარეალური იდეალის ძებნაში. სასურველია, თუ  თქვენი პარტნიორი რამდენიმე პუნქტს მაინც დააკმაყოფილებს.

რაც კაცს სჭირდება

რით იქცევს ჩვენს ყურადღებას მამაკაცი პირველი დანახვისას? რა სჭირდება მას, რომ ქალის ყურადღების არეალში მოექცეს? ტანსაცმელი? უფრო სწორად, სტილი და გემოვნება.
ქალს უნდა მოსწონდეს, თუ როგორ ატარებს კაცი სამოსს. ქალებს მოსწონთ მიმზიდველობა. არ არის საჭირო, ყველა კაცი ქერა, მაღალი, ცისფერთვალება და დაკუნთული იყოს. აიცილეთ თავიდან ყველა კომპლექსი. ეს ძალიან აზიანებს თქვენს თვითშეფასებას და ქალიც სწრაფად გრძნობს ამას.
და კიდევ... მთავარია, არ იყოთ თავხედი.
ხშირად გაიღიმეთ!
ყველა ქალს, მიუხედავად ასაკისა, თმის ფერისა და მკერდის ზომისა, მოსწონს ძლიერი მამაკაცები.
მთავარია, არ იწუწუნოთ! ასეთი ადამიანები, მგონი,  არც არავის მოსწონს.
არც ძალა, არც სილამაზე, არც სტილი და არც შარმი არაფერია, თუ არ გაქვთ ცხოვრების მიზანი. კეთილი ინებეთ, ადექით და დაიწყეთ რამის კეთება. ქალისთვის მთავარია, რომ მამაკაცს ჰქონდეს შემდეგი ფორმულა: „წარმატება+ამბიციები+თვითგანვითარება“. გონიერი და მშვენიერი ქალი არასდროს დაკარგავს დროს ადამიანთან, რომელიც არც ცდილობს მიაღწიოს მეტს.

скачать dle 11.3