კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 უცნობი მამაკაცები უფრო მეტად გამოხატავენ ჩემი შვილის მიმართ სითბოს, ვიდრე მამამისი

თათია ფარესაშვილი უცნობი ავტორი

ინტიმური საუბრები

არ ვოცნებობდი, უბრალოდ, ყოველთვის მჯეროდა, რომ გვერდით მეყოლებოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც ბედნიერ მომავალს ავაწყობდი. მეყოლებოდა შვილები და ვიზრუნებდი ჩემს ლამაზ, დიდ ოჯახზე. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც გვინდა, ან თუნდაც, როგორც ვგეგმავთ და წარმოგვიდგენია. ისე გავხდი 40 წლის, არცერთ მამაკაცს არ უთხოვია ცოლობა. ბევრჯერ ვიყავი შეყვარებული, ბევრი მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ფლირტი და ურთიერთობა სწორედ იქ მთავრდებოდა, ოჯახის შექმნაზე რომ მიდგებოდა საქმე. მეგობრები დამცინოდნენ, ჯადო ხომ არ გაქვს გაკეთებულიო. მოკლედ, გადავწყვიტე, შვილის გაჩენა და მისთვის იმის მიცემა, რაც გამაჩნდა – სითბოს, სიყვარულის, მზრუნველობის. მეც მინდოდა, დედა დაეძახებინათ და ეს შევძელი კიდეც. გავაჩინე შვილი მამაკაცისგან, რომელიც პატივს მცემდა, ნებისმიერ მომენტში გვერდით მედგა, თუმცა, ჩემს ცოლობას და ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის გაურბოდა. როცა ურთიერთობა დავიწყეთ, პირდაპირ ვუთხარი, რომ შვილი მინდოდა და მისგან უნდა გამეჩინა. არ უთქვამს უარი, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დადგა, შეეშინდა, დაფრთხა და ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, უკან არც კი მოუხედავს. მოკლედ, მთელი ცხრა თვე ველოდებოდი ნანატრ შვილს. გაჩნდა მარიამი და მთლიანად შეცვალა ჩემი სამყარო. მაგრძნობინა, რა იყო ნამდვილი ქალური ბედნიერება, რისთვის და ვისთვის უნდა მეცხოვრა. გამიჩნდა მიზანი და თვალში სიხარულის სხივი. იმდენად საყვარელი და ლამაზი გოგოა, ყველა მეუბნება, ბედი გქონია, ასეთი ანგელოზი რომ გაჩუქა ღმერთმა, თან ამ ასაკშიო. ზუსტად, ოთხი წლის რომ გახდა, მამამისს გავახსენდით და მოგვაკითხა. რომ დაინახა მარიამი, ვიფიქრე, თვალზე ცრემლი მოადგება, ჩაეხუტება და მიხვდება, როგორი შეუფასებელი საჩუქარი გავუკეთე, მისი სახით, ალბათ, აღარასდროს მიატოვებს-მეთქი. მაგრამ, შევცდი. მეზობლის მამაკაცები და ქუჩაში უცნობი ადამიანები უფრო მეტად გამოხატავენ ჩემი შვილი მიმართ სითბოს, ვიდრე მამამისი. თავზე ხელი გადაუსვა, ლოყაზე აკოცა და მე მომიბრუნდა, დამიწყო იმის ახსნა, როგორი ცივი და გულქვა ვარ, როგორ არ მომენატრა და არ შევეხმიანე. მართლა დავიბენი და ვერ მივხვდი რა მეპასუხა. იმ დღის მერე, ბავშვი სულ მეკითხება, მამა როდის მოვაო, ბაღიდან ხომ გამომიყვანს და ზოოპარკში ხომ გამასეირნებსო. თავის მეგობრებს უყვება, მამაზე, რომ მალე მოვა და მასთან ერთად იცხოვრებს. გული მიკვდება. მერჩივნა, საერთოდ არ გამოჩენილიყო და არ გაეცნო ბავშვს. ვატყუებდი, რომ მამა უცხოეთში იყო და ხშირად საჩურებს ვყიდულობდი, ვეუბნებოდი, მამამ გამოგიგზავნა-მეთქი. სჯეროდა და უხაროდა. ვფიქრობდი, ჯერ პატარაა და რომ გაიზრდება, დავისვამ წინ და ყველაფერს ავუხსნი-მეთქი. ახლა კი მიწევს მისი მოტყუება, რომ მამა მართალია, ჩამოვიდა, მაგრამ არ სცალია, მალე მოაგვარებს პრობლემებს და სულ ჩვენთან დარჩება. დავიღალე ამდენი ტყუილებით, თუმცა, მარიამის სახეზე, მამაზე საუბრის დროს სიხარულს ვხედავ და მიუხედავად ჩემი გულისტივილისა, ეს ტყუილი ამად მიღირს.
ნანა, 45 წლისскачать dle 11.3