კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ ვერ იკლებთ წონაში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


დიეტების უმრავლესობა შიმშილზეა დაფუძნებული.  უშედეგო მცდელობების შემდეგ ზედმეტ წონას დეპრესია, გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც ემატება. მნიშვნელოვანია, რომ არ იშიმშილოთ, არამედ, სწორად იკვებოთ და ვარჯიშის თქვენთვის შესაფერისი პროგრამა აარჩიოთ. გარდა ამისა, საკვებზე უარის თქმით, მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება და წონაში კლებაც ნელა მიმდინარეობს. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები  შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ნამდვილად ხელს გიშლით, რომ სასურველი ფორმები გქონდეთ.

სტრესი – ხელს უწყობს კორტისოლის ჭარბ გამოყოფას, რომელიც სხეულის უჯრედებთანაა დაკავშირებული. ასეთ დროს ორგანიზმს არასაკმარისი საკვების შეგრძნება უჩნდება და ცხიმების შეკავებით პასუხობს. მეტაბოლიზმის პროცესი მეტისმეტად ნელდება, ჭამის სურვილი კი – ძლიერდება. ცხადია, ასეთ დროს წონაში დაკლება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
გამოსავალი: დაკავდით იოგით, მედიტაციით. შეეცადეთ, სტრესულ სიტუაციებს თავი აარიდოთ.
გაწელილი კუჭი – თუ ბევრ საკვებს იღებთ, თქვენი კუჭი თანდათან იწელება. მაშინ კი, როცა სრულად აღარ ივსება ჭამის დროს, იძლევა სიგნალს, რომ ჯერ კიდევ მშიერია.
გამოსავალი: თანდათან შეამცირეთ პორციები. კუჭს დასაპატარავებლად რამდენიმე დღე აუცილებლად დასჭირდება.
ძილი – ძილის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რაც ცხიმების წვას უწყობს ხელს. არასრულფასოვანი ძილი წონაში დაკლებას აფერხებს და ნერვულ სისტემაზეც უარყოფითად მოქმედებს.
გამოსავალი: შეეცადეთ, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. ასე დაძინებასაც ადვილად მოახერხებთ და დილითაც უფრო მხნედ იქნებით. ზრდასრულ ადამიანს 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოს ღამეში.
ყავა – ყავის გადაჭარბებული მიღება ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც სისხლში შაქრის რაოდენობას ზრდის. თუ საკმარისად არ მოძრაობთ, ზედმეტი შაქარი ორგანიზმში ცხიმს დააგროვებს.
გამოსავალი: ყავა მწვანე ჩაით შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ.
ცხიმი – თუ ორგანიზმი ცხიმის დეფიციტს განიცდის, ის აუცილებლად შეინახავს მარაგს და წონაში დასაკლებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ცხიმი გულის მუშაობისთვის აუცილებელია.
გამოსავალი: სასარგებლო ცხიმები მოიპოვება თხილეულში, კვერცხში, თევზში. აუცილებლად შეიტანეთ თქვენს კვებით რაციონში ეს პროდუქტები.
ერთნაირი საკვები – კვირის განმავლობაში ადამიანმა 30 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მაინც უნდა ჭამოს. მხოლოდ ასე თუ მიიღებს საკვები ნივთიერებების საკმარის რაოდენობას. თუ მხოლოდ ერთფეროვანი მენიუთი კმაყოფილდებით, თქვენს ორგანიზმს მაინც შია და საკვებს მოგთხოვთ.
გამოსავალი: რაციონში ჩართეთ ხილი, ბოსტნეული და სხვა სასარგებლო საკვები, რომ ორგანიზმმა ვიტამინები და პროტეინებიც მიიღოს.
ვარჯიშები – ვარჯიშისას დატვირთვის ერთი დონე კალორიებს ძნელად წვავს. იგივე შედეგი მიიღება, სირბილის ერთი ტემპის შემთხვევაშიც.
გამოსავალი: შეცვალეთ სირბილის ტემპი ან მოუსმინეთ სხვადასხვა მუსიკას და მის ტემპს აჰყევით. ვარჯიშისას, კარგია კარდიო და ძალოვანი ვარჯიშის მონაცვლეობა.скачать dle 11.3