№20 რა იცით სიყვარულზე
სიყვარული უნდა იგრძნოო. მაგრამ უნდა მიხვდე კიდეც, როდის ხარ შეყვარებული, რომ შეცდომა არ დაუშვა. ასევე, საინტერესოა, რა აზრის ხართ თავად ამ გრძნობაზე.
იყავით გულახდილი – ეს მნიშვნელოვანია.
1. ქვეყნიერების დასასრული ახლოვდება, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სახეობის ცხოველის გადარჩენა. რომელს აირჩევდით?
ა) კურდღელი;
ბ) ცხვარი;
გ) ირემი;
დ) ცხენი.
2. ერთი სახეობის ცხოველის გაქრობის უნარი რომ გქონდეთ, რომელს გააქრობდით, რომელი უფრო გაღიზიანებთ?
ა) ლომი;
ბ) გველი;
გ) ნიანგი;
დ) ზვიგენი.
3. რომელიმე სახეობის ცხოველს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რომელს აირჩევდით და მიანიჭებდით ამ უნარს?
ა) ცხვარი;
ბ) ცხენი;
გ) კურდღელი;
დ) ჩიტი.
4. დაუსახლებელ კუნძულზე მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოფნის უფლება გაქვთ. ჩამოთვლილთაგან რომელს აირჩევდით?
ა) ადამიანი;
ბ) ღორი;
გ) ძროხა;
დ) ჩიტი.
5. ცხოველების მოთვინიერების უნარი რომ გქონდეთ, რომელს ისურვებდით შინაურ ცხოველად?
ა) დინოზავრი;
ბ) ვეფხვი;
გ) პოლარული დათვი;
დ) ლეოპარდი.
პასუხები: ძალიან საინტერესოა!
1. ეს არჩევანი გიჩვენებთ ადამიანის იმ თვისებებს, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ რეალურ ცხოვრებაში:
კურდღელი – გარეგნულად ცივი, მაგრამ შინაგანად ძალიან თბილი;
ცხვარი – მორჩილი და თბილი;
ირემი – ელეგანტური და კარგი მანერების;
ცხენი – თავაწყვეტილი და თავისუფალი.
2. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ მიზეზს, რის გამოც შეიძლება, გაწყვიტოთ ურთიერთობა პარტნიორთან:
ლომი – თქვენი პარტნიორის ქედმაღლობა და მბრძანებლური თვისებები;
გველი – თქვენი პარტნიორის უხასიათობა;
ნიანგი – თქვენი პარტნიორის შეუბრალებლობა;
ზვიგენი – თქვენი პარტნიორის დაუნდობლობა.
3. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ თუ როგორი ურთიერთობა გინდათ, გქონდეთ ამჟამინდელ პარტნიორთან:
ცხვარი – ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდეთ;
ცხენი – ილაპარაკოთ ყველაფერზე გულახდილად. არანაირი საიდუმლოებები!
კურდღელი - სიყვარული არასდროს განელდეს;
ჩიტი – ხანგრძლივი ურთიერთობა.
4. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ, შეგიძლიათ თუ არა უღალატოთ პარტნიორს:
ადამიანი – ალბათ, არა;
ღორი – სურვილს წინააღმდეგობას ვერ უწევთ და შესაძლებელია, უღალატოთ;
ძროხა – მომთმენი ხართ და ძალიან შეეცდებით, რომ არ უღალატოთ;
ჩიტი – არ გიყვართ ვალდებულებები და შესაძლოა, უღალატოთ.
5. თქვენი არჩევანი გიჩვენებთ თქვენს შეხედულებებს ქორწინებაზე:
დინოზავრი – პესიმისტი ხართ და ფიქრობთ, რომ ბედნიერი ქორწინება არ არსებობს;
ვეფხვი – თქვენი აზრით, ქორწინება ძალიან ძვირფასია და მას ნამდვი
ლად უფრთხილდებით;
პოლარული დათვი – ქორწინების გეშინიათ, ფიქრობთ, რომ ის თავისუფლებას წაგართმევთ;
ლეოპარდი – ყოველთვის გინდოდათ, დაქორწინებულიყავით, მაგრამ, ფაქტობრივად, არც იცით, ეს რა არის!