კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ გახდება თბილისი უფრო კომპაქტური ქალაქი ახალი გენერალური გეგმით, როგორ შეიცვლება მტკვრის სანაპირო და სად გაკეთდება ფეხმავალთა ხიდები

თათია ფარესაშვილი თამუნა ნიჟარაძე



მერაბ ბოლქვაძე: გენერალური გეგმა, რომელიც  მაისის ბოლოს იქნება მზად, არის დოკუმენტი, რომელიც ამუშავებს ქალაქის საზღვრებში ტერიტორიის განვითარების მიმართულებებს, ქმნის ქალაქის სივრცითი განვითარების საფუძველს. ადრე გენერალური გეგმები იქმნებოდა 20-25-წლიანი ვადით, ჩვენ შემთხვევაში, გათვლილია 10-12 წელზე, რა ვადებშიც ხდება ევროპული ქალაქების განვითარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, თუ ქალაქში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, დაიგეგმა ახალი განვითარება ინვესტიციების შედეგად, მოხდა ცვლილებები გენერალურ ხაზში, ეს არ აისახება ამ გენგეგმაზე. შესაძლოა მასში შევიდეს ცვლილებები, ან გაკეთდეს ახალი გენერალური გეგმა. ეს დამოკიდებული იქნება ცვლილებების მასშტაბზე. ბოლო გენერალური გეგმა დამუშავდა 2009 წელს, რომელიც იყო ოპერატიული გენგეგმა და მოგვიანებით, გაკორექტირდა. იქამდე ჩვენ 40 წლის განმავლობაში ვსარგებლობდით 1970 წელს მიღებული გენგეგმით. მას შემდეგ, რაც თბილისში ზოგადი ზონის სახეობების ცვლილება მოხდა, საცხოვრებელი გარემოს გაუარესება, გარემოს დაცვისა და გამწვანებული ტერიტორიების ხელყოფა, გამოიკვეთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემები, აუცილებელი გახდა ახალი გენერალური გეგმის დამუშავება.
– როგორ მოხდება თბილისში არსებული პრობლემების გადაჭრა ახალი გენერალური გეგმით და რაზე გაკეთდა მნიშვნელოვანი აქცენტები? როგორ განვითარდება თბილისი მომავალი 10 წლის განმავლობაში?
– წინა გენერალური გეგმები, როგორც 1970 წელს, ასევე 2009 წელს მიღებული, აქცენტირებული იყო ქალაქის გარე განვითარებაზე. ითვისებდა ძალიან დიდ გარე ტერიტორიებს, რაზედაც ჩვენ უარი ვთქვით. ჩვენი მოსაზრებით, ქალაქი უნდა განვითარდეს ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურის შიგნით, გარე ახალი ტერიტორიების ათვისება არ არის სწორი. ეს იწვევს კომუნიკაციებისა და ახალი სამანქანო გზების გაყვანას, მომსახურების ინფრასტრუქტურის მშენებლობას, სოციალურ განაშენიანებას, როცა ქალაქების ტერიტორიები იწელება ძალიან დიდ სივრცეზე, ეს ამცირებს რეკრეაციულ ზოლს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ამასთან, არ არის ეკონომიური, ცალკეული გამონაკლისების გარდა. ჩვენთვის ცალკე მიმართულებაა მტკვარი და თბილისი, რაც იმას გულისხმობს, რომ გაკეთდეს მწვანე გარემო მტკვრის სანაპიროებზეც, სადაც ამისი საშუალებაა, მაგალითად, როგორც დიღმის, ასევე რუსთავის მიმართულებით. ამ პროექტებს შორის არის ფეხმავალთა ხიდების გაკეთება მტკვარზე.
– აქვს თბილისს „შიდა რესურსი”, რომელიც მას განვითარების საშუალებას მისცემს?
– იმ რესურსებს შორის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უარი ვთქვათ გარე განვითარებაზე და უპირატესობა მივანიჭოთ შიდა განვითარებას, არის გაჩერებული წარმოებები, დაახლოებით 820 ჰექტარი. ეს ის ტერიტორიებია, რომელიც არ ფუქნციონირებს, მაგრამ არის ქალაქგანვითარების საკმაოდ დიდი ფაქტორი, თუ მათი რეორიენტაცია მოხდა. ამ ტერიტორიებზე შესაძლებელია, როგორც საცხოვრებლების მშენებლობა, ასევე სხვა ფუნქციების მქონე ზონების გაჩენა. ჩვენ მერიას ვთავაზობთ განვითარების რამდენიმე სივრცეს – მაგალითად თუ ქალაქს გაუჩნდა მოთხოვნა და საჭიროება, შესაძლოა, მოხდეს განვითარება კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის სიახლოვეს და გადანაწილების თვალსაზრისით, მეორე წერტილს წარმოადგენს მუხიანის არეალთან მდებარე სივრცე. ეს არის ის მცირე ნაწილი, რაც ჩვენი მოსაზრებით, ქალაქის გარე განვითარებას შეიძლება, წარმოადგენდეს. ქალაქის კომპაქტურობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მწვანე რეკრეაციული სივრცეების დაცვა – ზოგადი ზონირების რუკაზე დატანილი უნდა იყოს საცხოვრებელი, საწარმოო, სამხედრო, სანიტარიული, ლანდშაფტური და რეკრეაციული ტერიტორიები. ამ თვალსაზრისით ჩვენ მიერ რეკრეაციულ არეალებად მონიშნული იქნება რამდენიმე ტერიტორია, იმის გათვალისწინებით, რომ რეკრეაციებს აზრი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მათ შორის ბმაა. ჩვენ ასეთ არეალებად მოვნიშნეთ კიბალჩიჩის ხევი, ეგრეთ წოდებული არსენალის მიმართულებით, დიღმის ჭალების არეალში, ლისის ტბის მიმდებარედ, რაც როგორც მწვანე ტერიტორიები, ანკლავის სახით კი არ უნდა იყოს ამოჭრილი, ერთმანეთს უნდა უკავშირდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთავაზობთ, როგორც საქალაქო პარკის, ასევე რაიონული და საუბნო მნიშვნელობის პარკების დაპროექტებას. საქალაქო პარკი შესაძლოა, იყოს დიღმის ჭალების არეალში, სადაც განაშენიანების შემოტევაა. ჩვენი რეკომენდაციით, ელიავას ბაზრობის ადგილას უნდა იყოს რეკრეაციული ფუნქციის პარკი.
 – როგორ შეზღუდავს ახალი გენერალური გეგმა ქაოტურ მშენებლობებს, რაც აუარესებს საცხოვრებელ გარემოს?
– გენერალური გეგმა არის ყველა შემდგომი ქალაქმშენებლობითი პროექტის საფუძველი. თუ დამტკიცდა, რომ დიღმის ჭალებში უნდა გაკეთდეს საქალაქო მნიშვნელობის პარკი, იქ ვერავინ ვერაფერს ააშენებს. ამ გეგმას ექვემდებარება სხვა პროექტებიც. საცხოვრებელი გარემოს გაუარესება ჩვენი ქალაქისთვის დიდი პრობლემაა. თბილისში არის ადგილები, სადაც მოხდა არაგონივრული გამჭიდროვება, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია, მათ შორის, ფინანსურიც – გაუფასურდა მოქალაქეთა ქონება. მცხეთის, ყიფშიძის ქუჩებზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტრიტორიაზე, ვერისა და საბურთალოს რამდენიმე ფრაგმენტზე, შეუძლებელია, ავტომობილის გაჩერება, ბავშვის გასეირნება, მწვანე ზოლის მოძებნა. მას შემდეგ, რაც შეწყდა კოეფიციენტების გაყიდვა, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდის შეზღუდვა გაგრძელდება, ამ პრაქტიკას აღარ დავუბრუნდებით. თუმცა, ძველი ნებართვებით დაწყებულ მშენებლობებზე, სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლით.
– გათვალისწინებულია თუ არა ახალი გენერალური გეგმით, შეჩერებული ან დაანონსებული პროექტები, მაგალითად, შემოვლითი რკინიგზა, თბილისის ზღვის განაშენიანება, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ქალაქი, პანორამა-თბილისი და ასე შემდეგ?
– გენერალურ გეგმებში კეთდება დაგეგმარება დიდ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მაგალითად, არის პროექტი შავნაბადას მთაზე, რაც მოიცავს 300 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ მივმართეთ ინვესტორებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ პროექტს, მოახდინონ პროექტის კორექტირება. შავნაბადას მთაზე შესაძლებელია, იყოს თბილისის შემოგარენის კონტურის ჩამომყალიბებელი სივრცე, სადაც უნდა მოხდეს საპარკო, რეკრეაციული სივრცის განვითარება. თუ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, შავნაბადაზე შესაძლოა, გაჩნდეს ფუნიკულიორის მსგავსი სივრცე. რაც შეეხება თბილისის ზღვას, გეტყვით, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობის დაწყებისას, იქ უკვე მიმდინარეობდა გარკვეული პროექტები, მათ შორის, უცხოელი ინვესტორების მიერ. უკვე გაცემული იყო სამშენებლო ნებართვები. ჩვენ ვცდილობთ, იმ პროექტების კორექცია გავაკეთოთ, რაც უკვე დაწყებულია. თბილისის ზღვაზე მშენებლობების ინტენსივობა უნდა შეიკვეცოს. ჩვენი აზრით, დაუშვებელია ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ობიექტების არსებობა. იქ მხოლოდ საჯარო რეკრეაციული დასვენებისა და სპორტული ზონების განთავსება შეიძლება. თბილისის ზღვას განსაკუთრებული რეჟიმი აქვს. ის მოიხმარება როგორც სასმელი წყლის რესურსი. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ობიექტების შექმნა ბევრ საფრთხეს შექმნის. რაც შეეხება რკინიგზას, ჩვენთვის მიუღებელია, თბილისის ზღვის მარშრუტი, რაც შენდებოდა, გარკვეული მოთხოვნების გამო. ზღვასთან ძალიან ახლოს რკინიგზის გაყვანა მაინცდამაინც დადებით ფაქტორებს არ მოიცავს. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, რკინიგზის გასწვრივ უნდა გაკეთდეს სამანქანო მნიშვნელოვანი მაგისტრალი. რკინიგზის ადგილას მოვიაზრებთ ორ სადგურს – „დიდუბესა” და „სამგორს”. არსებული რკინიგზის ადგილას კი, მისი გადაკეთების შედეგად, შესაძლებელია, ეგრეთ წოდებული მსუბუქი მატარებლის, ჩქარი ტრამვაის გაკეთება. ეს შეიძლება, განვითარდეს, რუსთავის, გარდაბნის, მცხეთის, ნატახტრის მიმართულებით. რკინიგზის სამსახური ამუშავებს რკინიგზის ხაზის ალტერნატიულ ვერსიას, რაზედაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
– შეიცვლება თუ არა ამ გეგმით თბილისის საზღვრები?
– გენერალურ გეგმას შეუძლია, დააყენოს საკითხი საზღვრის კორექციაზე. ჩვენ გვაქვს შეთავაზება ქალაქის ხელმძღვანელობასთან, ქალაქის საზღვრებში მოექცეს მდინარე ვერეს ზედა ნაწილი, რადგან ქვედა წელი ქალაქის საზღვრებშია და სასურველია, მთელ ხეობაზე მონიტორინგი ერთიანად განხორციელდეს. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, თბილისის ცენტრის განტვირთვა მოხდება პოლიცენტრული განვითარებით. ქალაქის ცენტრს დაემატება ახალი სუბცენტრები, მაგალითად, დიდი დიღმისა და სამხედრო გზის გადაკვეთაზე, სამგორის მეტროს მიმდებარედ, გლდანი-მუხიანი-თემქის გადაკვეთაზე, საბურთალოს სიღრმეში და ახლანდელი ისტ-პოინტის არეალში. ეს ტერიტორიები ცენტრებად იქცევა მიმდებარე მოსახლეობისთვის. იქ განვითარდება მომსახურების სფერო – მაღაზიები, სხვადასხვა ობიექტები, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ამ ცენტრებით. ეს მოსახლეობა აღარ გადატვირთავს ქალაქის ცენტრს ტრანსპორტით. ამ ქალაქის დიდი პრობლემაა სატრანსპორტო მაგისტრალები. ჩვენთან ერთად ამ კუთხით მუშაობდა გერმანული კომპანია, დადგინდა სატრანსპორტო კორიდორები, რაც იქნება არტერიები, უპირატესად, საჯარო ტრანსპორტისთვის. თბილისი ნელ-ნელა უნდა გადავიდეს საჯარო ტრანსპორტის განვითარებაზე და დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები ინდივიდუალური ტრანსპორტისთვის, რაზეც დიდი ხანია, გააკეთეს არჩევანი ევროპულმა ქალაქებმა.  
скачать dle 11.3