კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 „პროექტმშენკომპანი” – ლიდერი საპროექტო კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


შპს „პროექტმშენკომპანი” – საპროექტო, საკონსულტაციო, საზედამხედველო კომპანიაა, რომელიც წლების წინ რაულ რაზმაძემ სხვა სახელით დააფუძნა და აქტიურად დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით. კომპანიამ ათეულობით წლების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობის ფონზე, შეძლო, მყარად ეარსება ამ ბაზარზე და დღესაც მისი სახელი ხარისხთან და პროფესიონალიზმის მაღალ დონესთან ასოცირდება.  რაულ რაზმაძემ, შეიძლება ითქვას, მთელი თავისი ცხოვრება ამ ბიზნესს მიუძღვნა. ეს საქმე მისთვის იმდენად ძვირფასი და საყვარელია, რომ აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის დაისვენა. თავიდან ბოლომდე შესასრულებელ პროექტებშია ჩაფლული და ყოველთვის ცდილობს, იყოს პირველი ყველგან, სადაც არის. კონკურენციის განცდა მისთვის მოტივაციის მთავარი წყაროა. რაულ რაზმაძეს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. მისი ერთი ქალიშვილი წარმატებული კომპანიის თანამშრომელია, ხოლო მეორე – „პროექტმშენკომპანის” თანამშრომელი – მამამისის მარჯვენა ხელია საქმეში, რომელსაც მომავალში გადაიბარებს და თავად ჩაუდგება კომპანიას სათავეში. რაულ რაზმაძე, ისევე როგორც საკუთარ თავს და ყველა მის გარშემომყოფს, ქალიშვილსაც ასწავლის, რომ პირველობა აუცილებელია ცხოვრებაში.  

რაულ რაზმაძე: ჩვენი კომპანია ჯერ კიდევ 1986 წელს დაფუძნდა. შევქმენი საპროექტო, საკვლევაძიებო კოოპერატივი. 2002 წლიდან ჩვენი კომპანია გახდა შპს „მაგისტრალი”. 2006 წლიდან დავარქვი „პროექტმშენკომპანი”, ჩვენი საქმე საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტირებაა. აქტიურად ვმუშაობდით როგორც თბილისში, ასევე მუნიციპალურ პროექტებზე. გზების დეპარტამენტმა ჩაატარა ტენდერი, სადაც გავიმარჯვეთ და 127 გზის მოწყობა დაგვევალა, რაც დიდი წარმატებით განვახორციელეთ. ამის შემდეგ იყო არაერთი მოგებული ტენდერი და განხორციელებული პროექტები. ურთიერთობა გვაქვს უცხოელ კომპანიებთანაც. ხშირია შემთხვევა, როდესაც უცხოური კომპანიები იგებენ ტენდერებს და შემდეგ ჩვენ გვთავაზობენ თანამშრმლობას. ამჟამადაც გვაქვს მოლაპარაკება ერთ- ერთ ესპანურ კომპანიასთან.
– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული თქვენს კომპანიაში და რა ნიშნით არჩევთ თანამშრომლებს?
– დღეის მდგომარეობით ჩემს კომპანიაში თვრამეტი ადამიანია დასაქმებული. ყველას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და თავისი საქმის პროფესიონალია. არის შემთხვევები, როცა გვჭირდება დამატებით თანამშრომლები, ასეთ დროს გარკვეული ვადით აგვყავს საჭირო სპეციალისტები.
– როგორ აირჩიეთ პროფესია?
– ჩემი ახლანდელი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მალევე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. მამაჩემს ვთხოვე, რექტორთან მიმყოლოდა, რათა მისთვის სხვა ფაკულტეტზე გადაყვანა მეთხოვა. მაშინ პრორექტორმა მკითხა – რა ნიშნებზე დაამთავრე პირველი სემესტრიო. აღმოჩნდა, რომ ყველა საგანში მაღალი შეფასება არ მქონდა, მაშინ მითხრეს – ახლა წადი და ფრიადოსანი თუ გახდები, მაშინ ნებისმიერ ფაკულტეტზე გადაგიყვანთო. მე მიზნად დავისახე, ისე მესწავლა, რომ ფრიადოსანი გავმხდარიყავი და პროფესია შემეცვალა. მართლაც, მომდევნო სემესტრში ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მქონდა და დანაპირებიც ამისრულეს – საგზაო ფაკულტეტზე გადავედი. ჩემი გადასვლის ამბავი რომ გაიგეს, არ უნდოდათ ხუთონასი სტუდენტის გაშვება და ძალიან გული დასწყდათ. ამის შემდეგ მთელი სტუდენტობის განმავლობაში ფრიადოსანი გახლდით.
– როგორ შეძელით ძლიერი კომპანიის შექმნა და ამდენი წელი წარმატებით მუშაობა?
– მიყვარს სიზუსტე და ეს ჩემს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რამეს ხელს ვკიდებ, ყველაფერს ვდებ იმ საქმეში, რომ ყოველი  დეტალი უნაკლოდ შესრულდეს. ჩემი კომპანიის პრაქტიკული საქმიანობისას, ბევრჯერ გვქონდა ისეთი შემთხვევა, როცა სხვისი გაფუჭებული საქმე გამოგვისწორებია. ხშირად ისეთი სირთულის საქმეებსაც შევჭიდებივართ, გარშემომყოფები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენ დაგვიმტკიცებია, რომ ვიცით ის საქმე, რასაც ვემსახურებით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და საქმის სიყვარულმა განაპირობა, რომ „პროექტმშენკომპანი” წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ძლიერ და სანდო კომპანიად, რომელიც ხარისხთან ასოცირდება.
მისამართი: იყალთოს გორა ¹44ა
ტელ: (+995 32) 236-53-82
E-mail: Proeqtmshenkompani@gmail.com
скачать dle 11.3