კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რას ამბობს საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის შვილი დედისა და ბრალდებული ექიმის ურთიერთობაზე და როგორ დახვდნენ ექიმს ციხეში ქართველი პატიმრები

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია


საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი... ბერძენმა სამართალდამცველებმა 26 აპრილს მოკლული დიანა ბერიძის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელ პალიურის (თესალონიკიდან 120 კილომეტრის დაშორებით) მიდამოებში, ხრწნის სტადიაში. ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. სამართალდამცველებმა 38 წლის ანგიოქირურგი დააკავეს, რომელიც მკვლელობას უარყოფს, თუმცა, ყველა ფაქტი მის წინააღმდეგ მემტყველებს. ჩვენ ვესაუბრეთ საბერძნეთში მცხოვრებ გია კვარაცხელიას, რომელიც გამოძიებას თვალს ადევნებს და გარდაცვლილის შვილს, რომელმაც სახელის აღნიშვნა არ ისურვა
.
გია კვარაცხელია: ყველაფერი დაიწყო 26 აპრილს, როდესაც ღამის საათებში, უბედური ქართველი ქალის და სამი შვილის დედის მეუღლემ, თესალონიკის თეთრი კოშკის პოლიციის განყოფილებაში ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. პოლიციელებს მან უამბო, რომ მისმა მეუღლემ ზემოხსენებულ საავადმყოფოს მიმართა ქვედა კიდურებზე არსებული ვენების ვარიკოზის გამო, მიკროქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიზნით. უკან კი აღარ დაბრუნებულა. ასევე, ვერც მობილური ტელეფონით დაკავშირებას ახერხებდა მასთან... პოლიციამ მაშინვე საავადმყოფოს მიაკითხა, მოიძია ექიმი, რომელიც აღნიშნულ ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი. ანგიოქირურგმა დასაწყისში ყველაფერი უარყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მიუთითეს, რომ პაციენტს იცნობდა და მეტიც, ხშირად ესაუბრებოდა „ფეისბუქის“ მეშვეობით, განაცხადა: რომ, გაუკეთა აღნიშნულ პაციენტს ოპერაცია, მაგრამ შემდეგ სახლში წავიდა და მის შესახებ აღარაფერი სმენია. რადგან მისი ქცევა და მონაყოლი თავიდანვე წინააღმდეგობებს შეიცავდა, სამართლდამცველებმა საავადმყოფოს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი მოითხოვეს, საიდანაც აშკარად ჩანს, ანგიოქირურგი როგორ დებს გვამს ავტომანქანაში. შემდეგ ის ხალკიდიკის მიმართულებით გაემართა, სადაც დაფიქსირებული იქნა სოფელ პალიურის მიდამოებში, მობილური სატელეფონო კავშირის ანტენის მონაცემების მეშვეობით. აღსანიშნავია, თვით ანგიოქირურგი, ფაქტების მოყვანამდე, უარყოფდა ხალკიდიკში მოგზაურობას. პოლიციის მიერ გადამოწმდა ანგიოქირურგის სატელეფონო კავშირებიც და დადგინდა, რომ მას მკვლელობამდეც ჰქონდა მსხვერპლთან სატელეფონო კონტაქტი. ექიმი, ვინაიდან მის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ იყო წარდგენილი, ათენში, ნეო ირაკლიოში, მშობლების სახლში დაბრუნდა. თუმცა, პოლიციას მასზე თვალთვალი არ შეუწყვეტია.
–  რა ჩვენება მისცა დაკავებულმა ექიმმა პოლიციას?
– დილის საათებიდან საღამომდე მიმდინარე დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა, იმაზე დაყრდნობით, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა. პარალელურად, 38 წლის ექიმმა აღიარა, რომ ამა წლის იანვარში  „ფეისბუქზე“ დაუმეგობრდა დიანა ცამციდუს (ბერიძეს). თუმცა, მათ შორის მიწერ-მოწერა თებერვლიდან დაიწყო. მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსხვერპლთან ინტიმური კავშირი ჰქონდა. ირწმუნება, რომ მათი ურთიერთობა წმინდა მეგობრული ხასიათის იყო. მეტიც, აღნიშნა, რომ პირველ კონსულტაციაზე, დიანა მეუღლესთან ერთად იყო მისული. რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით. მაგრამ, ბოლო მომენტში პაციენტმა გააფრთხილა, რომ რაღაც გადაუდებელი შეემთხვა და რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ვერსიას ანგიოქირურგი, როცა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა. შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშო. იმ საღამოს მის მიერ ავტომანქანის საეჭვო გადანაცვლებაზე, განაცხადა, რომ, ავტომანქანა საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტან-გადმოეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლეპტოპი და საჭმელი, ცელოფნის პარკით.
–  ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, რატომ გარეცხა ავტომანქანა და თანაც, ორჯერ? ან საკუთარი მორიგეობის დროს როგორ აღმოჩნდა თესალონიკიდან და საავადმყოფოდან 115 კილომეტრის დაშორებით, ხალკიდიკის სოფელ პალიურში, რომლის მახლობლადაც, ხევში იპოვეს მიცვალებულის ნეშტი?
– მან  განაცხადა, რომ „სისუფთავის მანიაკია“ და მანქანას ხშირად რეცხავს. ასევე, ხშირად გადის ქალქგარეთ, „რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება“.
ბოლოს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ის ხაფანგში გააბა. თუმცა, კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია. ცხადია, ყოველივე ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ სახელწიფო პროკურორი და შსს გამომძიებელი დაერწმუნებინა საკუთარ უდანაშაულობაში და მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ის ციხეში გადაიყვანეს.
– ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პოლიციამ გაასაჯაროვა მკვლელობის დღეს მსხვერპლსა და ექიმს შორის შემდგარი მიმოწერა...
– მიმოწერის გაშიფრვიდან ცხადი ხდება, რომ დიანა ბერიძე 17 საათსა და 05 წუთზე გავიდა საკუთარი ოფისიდან, მანამდე კი გაგზავნილი აქვს მესიჯი: „გაუშვი ყველა, მოვდივარ“. ექიმი პასუხობს: „უკვე გავუშვი, გელოდები“. 17 საათსა და 21 წუთზე დიანა წერს: „მოვედი, უკან ვარ“. ექიმი პასუხობს: „ჩამოვდივარ 10 წუთში“.
17 და 37 წუთი. ექიმი: „ჩამოვედი, აქ ვარ“. ამის შემდეგ, დაახლოებით 17:50-ზე, შედგა 12 წამის ხანგრძლივობის დიალოგი ტელეფონით, რასაც პოლიცია ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. აქედან სამი საათის მერე, საღამოს 21 საათზე, ექიმი უგზავნის მესიჯს: „დიანა, რატომ არ მოხვედი?“,  რაც, შესაძლოა, თავის დაზღვევის მიზნით გააგზავნა, მას შემდეგ, რაც ექიმმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა ან მანამდე – ალიბის შექმნის მიზნით.
დიანა ბერიძის შვილი: დედაჩემი 9 საათზე ყოველთვის იძინებდა. ქმარმა იცოდა, რომ საოპერაციოდ იყო წასული. ათ საათამდე რომ არ მოვიდა, ყველანი ვურეკავდით, მაგრამ უკვე თერთმეტზე ტელეფონიც გაითიშა. შემდეგ პოლიციაში განვაცხადეთ. პოლიციამ კარგად იმუშავა, „ჯიპიესით“ ეძებდნენ ექიმს ტყეში და მალევე დააკავეს კიდეც.
– მან დედას ადრეც გაუკეთა ოპერაცია. რამეს ამბობდა მანამდე მაგ ექიმთან დაკავშირებით?
– კი, ადრეც გაიკეთა და ფეხი კიდევ სტკიოდა. როგორც დედას მეგობარმა თქვა, მისთვის უთქვამს: რომ გავიღვიძე ნარკოზის შემდეგ, ეს ექიმი რაღაც დაჟინებით, უცნაურად მიყურებდა და შემეშინდაო. ბევრ სისულელეს წერენ დედაზე, რაზეც ძალიან ვბრაზდები. თვალები და ყურები მტკივა უკვე ამდენი ცუდის მოსმენითა და წაკითხვით. დედაჩემი იყო უპატიოსნესი. ძალიან უყვარდა თავის შვილები, ოჯახი და ჩვენზე იყო გადაყოლილი. არ მახსოვს, რამე გვდომოდა და არ შეესრულებინა. ყველაზე კარგი დედა იყო. არ მჯერა, რომ ცოცხალი აღარ არის. ისეთი ბედნიერი იყო. ბოლო დროს სულ კარგ ხასიათზე იყო. უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა და ძალიან უხაროდა – ახალი სახლები მისცეს სამსახურში და დიდი შეთანხმებები ჰქონდა.


– რაც ჩანს, ის მოხდა. მან დედაჩემი მოკლა. როგორც ჩანს, იმ ექიმმა მოატყუა, რომ ადვილად ჩაივლიდა ოპერაცია, სინამდვილეში, სულ არ იყო საჭირო. ჩემი აზრით, ეს იყო გამიზნული მკვლელობა და არა შეცდომა, რადგან ის წამალი, რაც მან მისცა, არ კეთდება ასეთი ოპერაციის დროს. გამიზნულად აქვს მიცემული, რომ მოეკლა. მანქანა ორჯერ გარეცხა, მაგრამ ისიც ვერ გათვალა, რომ დეენემის კვალი ასე ადვილად არ ქრება და მის მანქანაში დედაჩემის დეენემის კვალი აღმოჩნდა. იდეალური მკვლელობა არ არსებობს, ყოველთვის რჩება კვალი. ექიმი ეცდება, რომ გამოვიდეს. უაზრო ჩვენებას აძლევს, მაგრამ ვინ გამოუშვებს. ისედაც ნახევრად მკვდარია, ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ციხეში გადაყვანისას, ქართველები დახვდნენ და სცემეს. ელოდნენ, როდის შეიყვანდნენ, რომ ეცემათ. მისი ადვოკატი ითხოვს, რომ ქართველებისგან იზოლირებულად მოათავსონ ციხეში, მაგრამ არ გაახარებენ. ასე, წამებით უნდა მოკლან, ნელ-ნელა.
скачать dle 11.3