№20 კახა კუხიანიძის ანეკდოტები
„ქორწილში ჩხუბის შედეგად გაიხა: 50 „საროჩკა“, 22 შარვალი და 120 დედის უკანალი.“
***
– ვაკვირდები საზოგადოებას და ერთი კითხვა მიჩნდება...
– რა კითხვა?
– ამდენი ადამიანი დავეტევით ჯოჯოხეთში?
***
ტიპი ისეთი მახინჯი იყო, საფლავის ქვაზე ზურგით დახატეს.
***
ცოლი ეკითება ქმარს:
– რით განხვავდება სიყვარული და ცოლ-ქმრობა?
– სიყვარული სინათლეა ამ ცხოვრებაში, ხოლო ცოლქმრობა კი, სინათლის გადასახადი.
***
დაასაფლავეს კაცი. იმ ღამეს წამოხტა ცოლი საწოლიდან და დაიწყო ტირილი:
– შე უბედუროო... ისევ ქუჩაში უნდა გაათიო ღამეეე...
***
მთაში ინსტრუქტორი ტურისტებს ეუბნება:
– ეს ძალიან საშიში დაღმართია, ფრთხილად იყავით, მაგრამ თუ ფეხი მაინც დაგიცდათ და გადავარდით, არ დაგავიწყდეთ, მარჯვნივ გახედვა – იშვიათი სილამაზის ხედი იშლება.
***
ორი დაქალი ხვდება ერთმანეთს. ერთს ძვირად ღირებული ტანსაცმელი აცვია, მეორეს იაფფასიანი.
– ყველა მამაკაცი საქონელია.
– ჰოდა, ჩემო საყვარელო, წველა უნდა იცოდე, წველა!
***
ცოლი ეკითხება ქმარს:
– ძვირფასო, როგორ მოგეწონა სადილი?
– ისევ ჩხუბის მიზეზს ეძებ?
ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
ტიპი ზის და თევზაობს. მიადგა მეორე და ეკითხება:
– წყალი როგორია?
– ისეთი, რომ თევზებსაც არ უნდათ ამოსვლა.
***
– გუშინ ჩემი ქმარი ჩამოვიდა მივლინებიდან. შემოვიდა თუ არა, თვალები ჩაუსისხლიანდა, აგზნებული, კანკალით მეცა და მხეცივით შემომახია..
– კაბა?
– არა, ზურა.
***
– აბა, რა სარგებლობა მოაქვს „თელასს”?
– გამოთქმით, გინებას გვასწავლის.
***
ორი სვანი ეჯიბრება ერთმანეთს რომელი უფრო ჯინიანია.
– აი, მე, ერთი კვირის წინ, ცოლმა უარი მითხრა სექსზე და იმის მერე არ ველაპარაკები!
– ეგ რა არის?! მე კიდე, ცოლი რომ მოვიყვანე, პირველ ღამეს მითხრა უარი და აღარც გავკარებივარ.
– მატყუებ ახლა... აბა, შვილები საიდან?
– ხოდა, აი, ჯინაზე არ ვეკითხები!
***
არსებობს სიყვარულის სამი სახეობა:
სტუდენტური – იცი რით, იცი ვისთან, მაგრამ არ იცი, სად.
იმპოტენტური – იცი ვისთან, იცი სად, მაგრამ არ იცი, რით.
ფილოსოფიური – იცი რით, იცი ვისთან, იცი სად, მაგრამ არ იცი, რატომ...
***
კახეთში, საწარმო, სადაც საწოლებს ამზადებდნენ, დაიხურა. დაიბარეს დირექტორი გამგეობაში და ეკითხებიან:
– კი, მაგრამ, რატომ დახურეთ საწოლების საწარმო?
– ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება საწოლების წარმოება, პატივცემულო გამგებელო.
– რატომ?
– რატომ და... მიცვალებულებს სძინავთ სასაფლაოზე, გლეხებს – ყანაში, მუშებს – მიტინგზე, სტუდენტებს – ლექციებზე, სამხედროებს – ნარებზე, მთავრობა ფხიზლადაა, მტერს კი არასდროს სძინავს.