კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 როგორ გაიტაცეს 600 კილოგრამი ოქრო როტშილდის თბილისური კანტორიდან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


ოქროს ფურგონი

1969 წლის 19 მაისს, თბილისის კალინინის (მთაწმინდის) რაიონის ოპერებმა მილიციის უფროსმა ლეიტენანტებმა ტიტე ბუკიამ და ალმასხან ბიწაძემ, სოლოლაკში მანქანის გამტაცებელი უაგრ შაროევი დააკავეს. 32 წლის ლოტკინელ შაროევს მილიციის ოპერები კუდზე ასხდნენ, რომ ფაქტზე დაეკავებინათ. შაროევმა საბჭოს ქუჩაზე მდგომი „მოსკვიჩი“ მაშინ გაიტაცა, როცა მისი მფლობელი გასტრონომში შევიდა. ბუკია და ბიწაძე მოხერხებულ ქურდს უკან მიჰყვნენ. ის რომ კიროვის ქუჩაზე გაჩერდა, მოულოდნელად მანქანაში შეუხტნენ და აიყვანეს. მოპარული „მოსკვიჩი“ კი მილიციის კალინინის რაიონის განყოფილებაში გადაიყვანეს და მანქანის გამტაცებელი საკანში გამოამწყვდიეს. შემდეგ „მოსკვიჩი“ დაათვალიერეს და გაოგნდნენ... მისი ფურგონიანი საბარგული ოთხი ყუთით იყო სავსე, რომლებშიც 1899 წლით დათარიღებული, 2-2-კილოგრამიანი, 999 სინჯის ოქროს ზოდები ელაგა. თითოეულ ყუთში 25-25 ცალი, რაც საბოლოო ჯამში, 100 ცალს და 200 კილოგრამს უდრიდა. ამ შემთხვევის შესახებ მაშინვე უშიშროებას აცნობეს და მის გამოძიებას „კაგებე“ შეუდგა. ინფორმაცია, აუცილებელი წესით, მოსკოვშიც გაგზავნეს  და ცენტრმა გამოძიების კურატორად პოდპოლკოვნიკი გენო მარტიაშვილი მიავლინა თბილისში.
ძველი საქმე
ყველა საგამომძიებლო კანონის მიხედვით, უპირველესად, გატაცებული „მოსკვიჩის“ მფლობელის დადგენას შეუდგნენ, მაგრამ ეს არ მოხერხდა. საქმე ის გახლდათ, რომ მანქანა არსად იყო რეგისტრირებული და ექსპერტიზამ დაადგინა, „მოსკვიჩი“ კუსტარულად, სხვადასხვა „მოსკვიჩის“ დეტალებისგანაა აწყობილი, მისი სახელმწიფო ნომერი ფალსიფიცირებულიაო. გენო მარტიაშვილს ერთადერთი იმედიღა დარჩა, ანუ იმ ადამიანის სიტყვიერი პორტრეტის მოპოვება, ვისი მანქანაც შაროევმა გაიტაცა. თუმცა, ვერც ქურდმა, ვერც მილიციის ოპერებმა და ვერც იმ გასტრონომის თანამშრომლებმა შეძლეს „მოსკვიჩის“ მძღოლის გარეგნობის აღწერა. მხოლოდ ერთ-ერთმა გამყიდველმა თქვა:
– მამაკაცმა სიგარეტი „კოლხეთი“ იყიდა. თუმცა, მისი სახე არ მახსოვს, რადგან არ შემიხედავსო.
საინტერესო ინფორმაცია ამოვარდა არქივიდან. გაირკვა, რომ „მოსკვიჩში“ ნაპოვნი 100 ცალი 2-2 კილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს ზოდები, 1916 წელს, თბილისში განხორციელებული უნიკალური ძარცვის დროს გატაცებული ოქროს ზოდების ნაწილი იყო. მაშინ, მძარცველებმა ბანკირ როტშილდის რწმუნებულს, ავრაამ გზალმანის სავექსელო  კანტორიდან 300 ცალი 2-2 კილოგრამიანი, სულ 600 კილოგრამი ოქრო გაიტაცეს და უკვალოდ გაუჩინარდნენ.
ოქროსხელება „კეხიანი“
1916 წლის 7 აპრილს გზალმანის სავექსელო კანტორიდან გატაცებული 600 კილოგრამი ოქროს საქმეს „ოხრანკა“ იძიებდა და მათ იმ პერიოდში ცნობილი „მედვეჟატნიკი“ – გედეონ ბაქრაძე, მეტსახელად „კეხიანი“ დააპატიმრეს. 42 წლის სეიფების ქურდი აცხადებდა, რომ 600 კილოგრამი ოქროს გატაცებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გამოძიებას კი მტკიცებულებები არ გააჩნდა და ბაქრაძე, რომელსაც კოლეგები „ოქროსხელებასაც“ ეძახდნენ, 72-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, მასზე თვალთვალი დააწესეს, რადგან „ოხრანკა“ დარწმუნებული იყო, რომ „კეხიანმა“ და მისმა „პაძელნიკებმა“ გაიტაცეს ოქრო. ბაქრაძე ავლაბარში ცხოვრობდა და „ოხრანკის“ ორი აგენტი რეგულარულად „აძოვებდა“ (უთვალთვალებდა) მას. თუმცა, 1916 წლის 28 აპრილს ცნობილი „მედვეჟატნიკი“ თავისი სახლის სადარბაზოში მოკლული აღმოაჩინეს. ბაქრაძეს მეზღვაურის „კორტიკი” გულში ჰქონდა ტარამდე ჩასობილი და ექსპერტის თქმით,  ის უმალვე გარდაიცვალა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელი თავის მსხვერპლს სადარბაზოში ელოდებოდა და, ფაქტობრივად, „ოხრანკების“ თვალწინ მოკლა, თავად კი მეორე გასასვლელით ისარგებლა და გაიქცა. ამგვარად, გამოძიება იმაში დარწმუნდა, რომ „კეხიანი“ ნამდვილად მონაწილეობდა ძარცვაში და „მედვეჟატნიკი“  მისივე მეგობრებმა მოიშორეს, რომ ისინი არ გაეთქვა.
ახალი ვერსია
ახალი ვერსია 600 კილოგრამი ოქროს გაუჩინარების საქმეში მხოლოდ 53 წლის შემდეგ გაჩნდა.  გამოცდილმა გენო მარტიაშვილმა ყურადღებით შეისწავლა როგორც ის საქმე, ასევე იმ პერიოდში მომხდარი ოქროს სახელოსნოს ძარცვის საქმეც და იმ დასკვნამდე მივიდა, „კეხიანი“ ვერანაირად ვერ მიიღებდა მონაწილეობას გზალმანის კანტორის ძარცვაში. იმიტომ, რომ ეს ორი დანაშაული სულ რაღაც საათ-ნახევრის ინტერვალით, ერთსა და იმავე დღეს მოხდა – ჯერ კანტორა გაიძარცვა, შემდეგ კი ოქროს სახელოსნო და სწორედ ბაქრაძემ გაძარცვა სახელოსნო... პოდპოლკოვნიკმა ხელქვეითებს უთხრა:
– ოქროს საამქროდან სულ რაღაც კილოგრამ-ნახევარი ოქრო გაიტაცეს, რაც ერთი ზოდის ფასიც არ იყო – ეს ერთი. თანაც, ჯერ კანტორა გაიძარცვა და შემდეგ – სახელოსნო, რომელიც ნამდვილად ბაქრაძემ ჩაიდინა. ახლა მითხარით, „კეხიანს“ რომ 600 კილოგრამი ოქრო წაეღო, სულ რაღაც საათ-ნახევარში კილოგრამ-ნახევარი ოქროსთვის შეიწუხებდა თავს? ეს ხომ არალოგიკურია. ასეთი რამ შესაძლებელია, ერთადერთ შემთხვევაში, თუ დამნაშავე დიდი დანაშაულის გადაფარვას შეეცდება, მაგრამ მას ასეთი რამ არ უქნია. ესე იგი, აქ სხვა რაღაცაშია საქმე და ჩემი აზრით, ნამდვილმა დამნაშავეებმა ბაქრაძის მკვლელობით „ოხრანკის“ გამოძიება ყალბ კვალზე გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ საქმეში მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც იყვნენ გარეულები და დიდი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს. – მარტიაშვილის ბრძანებით, პოდპოლკოვნიკის ხელქვეითებმა ახალი ვერსიის დამუშავება დაიწყეს.
ძველი ბოლშევიკი
მოსკოვიდან მივლინებული ქართველი კურატორის გულმოდგინე ხელქვეითებმა კოლოსალური სამუშაო ჩაატარეს. თითქმის ორი თვის განმავლობაში მთელი „ოხრანკის“ არქივი ზეპირად შეისწავლეს და ვინმე გენო კოხრეიძეზე გავიდნენ, რომელიც 1916 წელს, 600 კილოგრამი ოქროს საქმეში ერთ-ერთი გამომძიებელი იყო და „ოხრანკაში“ მუშაობდა. მთელი „მარილი“ კი ის გახლდათ, რომ მეფის უშიშროების ოფიცერი სინამდვილეში ბოლშევიკების სასარგებლოდ მუშაობდა იქ და რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურ ნომენკლატურაში ირიცხებოდა, ძველი ბოლშევიკის სტატუსით სარგებლობდა და საკავშირო პენსიონერი გახლდათ. კოხრეიძე 1965 წელს 80 წლის ასაკში  გარდაიცვალა. ის 1885 წელს იყო დაბადებული, შვილი და შვილიშვილი დარჩა. მასზე კი უშიშროების თანამშრომლები იმიტომ გავიდნენ და იმის გამო აიღეს ეჭვი, რომ „კეხიანის“ ვერსია მან წამოაყენა. მანვე დააპატიმრა ის და აშკარა ტენდენციურობას იჩენდა 53 წლის წინ გამოუძიებელ საქმეში. მარტიაშვილმა გარდაცვლილი კოხრეიძის ახლობლები შეისწავლა და დაადგინა, რომ მისი ვაჟი, ალექსი კოხრეიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო და შუა ზღვაში იმყოფებოდა. მისი შვილიშვილი კი, 27 წლის გენო (ბაბუის სეხნია) ავტოშემკეთებელი გახლდათ. გამოცდილმა პოდპოლკოვნიკმა ფაქტები რომ გააანალიზა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწორ გზაზე იდგა და გენო კოხრეიძე-უმცროსზე თვალთვალის ბრძანება გასცა. 1969 წლის ივნისს, უშიშროებამ საბურთალოს ქუჩის ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში 400 კილოგრამი, 200 ცალი, 2-2-კილოგრამიანი ოქროს ზოდი აღმოაჩინა. სახლი კოხრეიძეებს ეკუთვნოდათ, ის ჯერ კიდევ გენო უფროსის მიერ იყო აშენებული. 27 წლის გენადი ალექსის ძე კოხრეიძემ თავის ჩვენებაში დაწერა: „ოქრო ბაბუაჩემმა დაგვიტოვა და გვითხრა, რომ 1916 წელს ჩაუვარდა ხელში, ხოლო თუ რა გზით, არ ვიცი“... სინამდვილეში, ძველ ბოლშევიკს ეს ძარცვა თავის იატაკქვეშა საბრძოლო  ჯგუფისთვის დაუვალებია. შემდეგ კი ისინი საკუთარი ხელით დაუხოცავს. ხოლო ალექსი და გენო-უმცროსი კი, ამ ოქროთი უცხოეთში გაქცევას და იქ ცხოვრებას აპირებდნენ. ზოდები ნაწილ-ნაწილ ალექსი კოხრეიძეს უნდა გაეტანა გემით და ბოლოს ცოლ-შვილიც წაეყვანა. სწორედ გენო უმცროსი იჯდა საკუთარი ხელით აწყობილი „მოსკვიჩის“ საჭესთან და ოქროს ზოდები ბათუმში მიჰქონდა, როცა სიგარეტის საყიდლად გასტრონომში შევიდა და შაროევმა მისი მანქანა გაიტაცა... დააპატიმრეს ალექსი კოხრეიძეც, როცა ის შორეული ნაოსნობიდან დაბრუნდა. მამა-შვილს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ოქრო კი მოსკოვში წაიღეს.
скачать dle 11.3