კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვისთან ერთად შექმნა „ბანდა“ მადონა ხარატიშვილმა და როგორ გადაარჩინა მან თავისი შვილის მამა ინტუიციით სამჯერ სიკვდილს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ფერმწერია, უკვე 15 წელია, მის პროფესიადაც და ბიზნესადაც ფეხსაცმლის დიზაინერობა იქცა, რომელმაც მადონა ხარატიშვილს ბევრი წარმატება მოუტანა. მადონა ახლო მომავალში ლვოვის მოდის კვირეულზე აპირებს გამოსვლას, სადაც ფეხსაცმელთან ერთად, საკუთარ ფერწერულ ნამუშევრებსაც გააცოცხლებს.
მადონა ხარატიშვილი:
15 წელია, ჩემი ჰობი ბიზნესად იქცა, თან საკმაოდ წარმატებულად. ჩავარდნებიც გვქონდა, რთული პერიოდიც, მაგრამ ფეხსაცმლისადმი დიდმა სიყვარულმა და პასუხისმგებლობამ, რომ ბევრი ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო, გადაგვარჩინა. ახლა უკვე მყარად ვდგავარ ფეხზე. ოპტიმისტი ვარ და ყველაფერს ფანტაზიის დონეზე ვხედავ. რომ დავჯდები და დავგეგმავ: 5 წლის შემდეგ ასე იქნება, მართლაც ასრულდება ხოლმე. ყოველდღე ისე ვცხოვრობ, როგორც უკანასკნელ დღეს. ჩემთვის ყოველი დღე უკანასკნელია და ვცდილობ, არ გავწელო საქმეები, არ გადავდო გეგმები, მაქსიმალურად მოვასწრო ყველაფერი. გარდა ამისა, წარმატებაში ძალიან მეხმარებოდა გუნდური მუშაობა. მე მარტო არასდროს ვმუშაობ. მარტო შეიძლება, ვხატო და ამისთვისაც მუზა მჭირდება.
– რა იყო ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრი იყო რთული პერიოდი და ეს ყველაფერი ჩემს მეგობარს რომ მოვუყევი, მითხრა, აუცილებლად დავწერ წიგნსო. ასეთ დროს ღმერთი, კოსმოსი გაძლიერებს. მჯერა იმ ძალის, რომელიც გვმართავს. ფინანსური პრობლემებიც მქონდა, მაგრამ აქაც შრომისმოყვარეობა დამეხმარა. დილას 6 საათზე ვდგები, რადგან ვფიქრობ, რომ ნახევარ ცხოვრებას ძილში გავატარებ და ვერაფერს მოვასწრებ. დეპრესიაც მხოლოდ ერთი დღე მაქვს ხოლმე, რადგან მაშინვე ხატვას ვიწყებ და ისე კარგად მოქმედებს, ზეაქტიური ვხდები. და კიდევ, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც როგორც კი ჩემს ხმას გაიგებენ, მაშინვე ჩემთან მოდიან. „ფეისბუქშიც“ გვაქვს ჯგუფი, რომელსაც „მეგობრების ბანდა“ ჰქვია.
– ვის შეუძლია თქვენს „ბანდაში“ გაწევრიანება?
– ძირითადად, ხელოვანი ხალხია გაწევრიანებული, ასევე ჟურნალისტები, დიზაინერები – 18 კაცი ვართ. ვაწევრიანებთ ყველა პოზიტიურ და კარგ ადამიანს. ჩვენი კანონებიც გვაქვს და კონსტიტუციაც: „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ – დარტანიანივით. ეს იმხელა ძალაა...
– გავიგე, ფრენის შიში თვითმფრინავის მართვის სწავლით დაძლიე.
– უცხოეთში მივფრინავდით, თვითმფრინავი გაფუჭდა და სიკვდილს გადავურჩით. ჩემი შვილის მამის პროფესიონალიზმმა შეძლო ის, რომ დასვა თვითმფრინავი. თურქეთის მთებში ვიყავით, უცებ ძრავა გაითიშა. ხალხის სახეს რომ შევხედე, როგორ ნერვიულად დადიოდნენ, ძალიან შემეშინდა. ამის მერე ფრენის ძალიან მეშინოდა. მე და თინათინ მაღალაშვილი, როცა სადმე მივფრინავდით, ვეუბნებოდი: თიკო, ცოტა უნდა დავლიო-მეთქი. 50 გრამი ვისკი ჩემთვის შვება იყო. ალკოჰოლს რომ ვსვამ, მეძინება და მშველის.
– ამის შემდეგ გადაწყვიტე, ფრენა გესწავლა...
– ჩემი შვილის მამა რომ მიხვდა, ფრენის ძალიან მეშინოდა, ამ დროს კი მჭირდება, რადგან ხშირად მიწევს ფრენა, გადაწყვიტა, ესწავლებინა. მისივე ვერტმფრენით ვისწავლე. ვერ ვიტყვი, რომ მარტო ავაფრენ და დავსვამ, მაგრამ გვერდით თუ მეჯდება, როგორც მეორე პილოტი, შევძლებ მართვას. ძალიან ბევრი რამ ამიხსნა, მასწავლა ფრენის შესახებ – როგორ ადის ამხელა მანქანა ჰაერში. სხვათა შორის, ძალიან მალე ავითვისე. გაგიჟებული იყო: ასე მალე როგორ დაიმახსოვრე ყველაფერიო. როგორც კი შევიგრძენი თვითმფრინავი, მაშინვე დავძლიე შიში. ამის მერე ფრენის აღარ მეშინია. რამდენჯერმე მომცა შანსი, რომ თვითმფრინავი მემართა და ეს არის ემოციურად რთულად გადმოსაცემი. სასწავლო თვითმფინავზეც ვიჯექი და მარტოც ვმართე ინსტრუქტორთან ერთად. ჰობის დონეზე მივდივარ  ხოლმე, პატარა თვითმფრინავებია. ახლა მინდა, პარაშუტით გადმოვხტე. მინდა, ესეც შევიგრძნო.
– სიყვარული ახსენე, შენთვის როგორია და რა ფერები აქვს სიყვარულს?
– ჩემთვის ამინდივითაა სიყვარული, სუნამოებივით. ერთფეროვანი არ არის ის ჩემთვის. სიყვარულის გასაძლიერებადაც,  ალბათ, ცვალებადობაა საჭირო. არ უნდა იყო ერთნაირი. ყოველდღე სხვადასხვანაირი, უფრო საინტერესო ხარ იმ ადამიანისთვის. შეიძლება, ზოგჯერ არასერიოზულიც გახდე. სიყვარულში სტაბილურობა არ არის საინტერესო – გულისცემასავითაა და უფრო მეტად მძაფრდება. ღირსეული კაცი უნდა გყავდეს გვერდით, თუმცა შეიძლება, იყო ბედნიერი, მაგრამ არ იჯდე ჩარჩოებში, არ ერქვას ამას ოჯახი, ან მეუღლე. და კიდევ, მოთმინებაა საჭირო, რადგან ხშირად ჩვენ ემოციებით ვმართავთ ოჯახებს. თუ ინტუიციით შეძლებ ყველაფრის მართვას, ოჯახი გექნება ძალიან ძლიერი და კარგი.
– შეგიძლია, შენ ინტუიციით ოჯახის მართვა?
– ძლიერი ინტუიცია მაქვს. სამჯერ გადავარჩინე ჩემი შვილის მამა სიკვდილს. ეს ემოცია მოდის, მაგრამ საიდან – არ ვიცი. თავიდან მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ჩემმა მამაომ მითხრა: მოუსმინე ამ ხმასო და მეც მართვა ვისწავლე.
– როგორია შენთვის ღირსეული მამაკაცი?
– ალბათ, არ უნდა მოგატყუოს, ტყუილს ხომ ვერ აპატიებ. თუმცა, მე ვაპატიებ და ეს კარგია. შეიძლება, რაღაც არ გითხრას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოგატყუა და არც შენ უნდა ჩაეძიო. კაცსაც და ქალსაც თავიანთი სივრცე უნდა ჰქონდეთ და მაშინ არიან ერთმანეთისთვის საინტერესოები.
– ღალატზე რას იტყვი?
– ღალატი მისაღები არ არის, მაგრამ თუ ფიზიოლოგიური ინსტინქტის დონეზე შეხედავ, ეგეც უნდა აპატიო. არ იცის ამ ინსტინქტების მართვა და ცოდოა. რაც უფრო ხშირად ეტყვი: არ მიღალატო, უფრო მეტად გიღალატებს. როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, ეს თემა არც უნდა განიხილებოდეს. მაგრამ, თუ გაიგებ, გიღალატა, ძალიან გეტკინა, ერთ შანსს მისცემ და მაინც გატკენს, მაზოხისტი ხომ არ ხარ? რატომ ცხოვრობ ასეთ კაცთან? თუ სისტემატური ხასიათი აქვს ღალატს, ეს უკვე სიბინძურეა და უნდა დამთავრდეს, რადგან ცუდი მაგალითია ყველასთვის.
скачать dle 11.3