კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ვინ შესთავაზა „მისტერ თბილისს,“ მასთან ყოფნის სანაცვლოდ, მანქანა, ფული და უზრუნველი ცხოვრება და მართლა აქვს თუ არა მას რომანი მარკუს მეტრეველთან

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე



  როგორც ყოველთვის „მისტერ ვალენტინის“ კონკურსი წელსაც სკანდალებით გამოირჩეოდა. 2017 წლის გამარჯვებულ რომა რამაზაშვილის შესახებ ბევრი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. ამბობენ, რომ მას მარკუს მეტრეველთან აქვს რომანი და ეს გამარჯვება სწორედ მარკუსის დამსახურებააო. იმასაც ამბობენ, მოდელმა პირველი ადგილის სანაცვლოდ, ორგანიზატორებს დიდი თანხა გადაუხადაო.
რომა რამაზაშვილი: გამარჯვების მოლოდინი მქონდა და ჩემმა მოლოდინმა გაამართლა. თუმცა, ძალიან გამიხარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ვფიქრობდი, უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი რომ დაასახელეს, დიდი ემოცია არ მქონია. უფრო სამსახურსა და გადაღებებზე ვიყავი გადართული. ამ კონკურსზე ნაკლებად ვფიქრობდი. მასაჟის აბონემენტი, ბაქოს საგზური და რომანტიკული ვახშამი მოვიგე, თუმცა არც პრიზებისთვის მიმიქცევია დიდი ყურადღება (იცინის). ჯერ მხოლოდ ერთი გამოვიყენე, რომანტიკულ ვახშამზე წავედი მეგობართან ერთად, რადგან შეყვარებულს დავშორდი.
– არც გამარჯვებამ გაგახარა და არც პრიზებმა. არ გინდოდა გამარჯვება?
– თავიდან კი, მაგრამ შემდეგ სამსახურზე გადავერთე და კონკურსზე ორიენტირება ვეღარ მოვახერხე. თუმცა გამარჯვებას ბევრი შემოთავაზება მოჰყვა და ახლა მოდის სფეროში ისევ აქტიურად ჩავერთე. მალე მოსკოვში მივფრინავ. ერთ-ერთი დიზაინერი და მოდელი დამიკავშირდა და საკუთარ შოუებსა და ჩვენებებზე მიმიწვია. „ჯეობარის“ მსგავსი პროექტიდანაც მივიღე შემოთავაზება. ქართულ ვარიანტზე ათჯერ სკანდალური გადაცემაა, სასიყვარულო ინტრიგებით. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, ალბათ, ყველა შემოთავაზებას დავთანხმდები.  
– სხვას რას საქმიანობ?
– ბიზნესსფეროში ვმუშაობ. ზუსტად კონკურსის პერიოდში დამაწინაურეს და ეიჩარი გავხდი. ამიტომაც ვერ ვაქცევდი ფინალს დიდ ყურადღებას.
– სამოდელო კარიერა როგორ დაიწყე?
– მეგობარი მყავს მოდელი და ერთხელ ქასთინგზე მივყევი, შემოთავაზება მეც მივიღე. მას შემდეგ რამდენიმე ქასთინგიდან დამირეკეს. შემდეგ მეგობრებმა მირჩიეს „მისტერ ვალენტინზე“ გავსულიყავი. იმდენად სპონტანურად მოხდა ყველაფერი, რომ მომზადებაც ვერ მოვასწარი. თუმცა, „ვიცე-მისტერ ვალენტინი“ და ხატია შამუგიას („ისი პარის“) რჩეული გავხდი.
– შენი სფერო ინტრიგებითაა ცნობილი. თუ გამხდარხარ მათი მსხვერპლი?
– ამ ბოლო დროს ბევრი იწერებოდა ჩემსა და მარკუს მეტრეველის ურთიერთობაზე. ამ ჭორებმა გავლენა იქონია ჩემს პირადზეც და დიდი არეულობა გამოიწვია. უკვე გამაღიზიანებელია ასეთი ჭორები. ისიც თქვეს, რომ რვა ათასი დოლარი გადავიხადე პირველი ადგილისთვის და ისიც, თითქოს მარკუსის გამო გამამარჯვებინეს. ეს ყველაფერი შურითაა გამოწვეული. უფროსი ასაკის შეძლებული ქალები მწერდნენ: თუ ჩემთან არ დაიჭერ ურთიერთობას, ცუდად შემოვატრიალებთ ყველაფერსო. მათთან ურთიერთობის სანაცვლოდ კი, ფულს და საჩუქრებს მთავაზობდნენ, არაფერს მოგაკლებთო, მეუბნებოდნენ. ფაქტობრივად, ჩემი თავი მათთვის უნდა მიმეყიდა. ამან გამაღიზიანა, თან ამ პერიოდში პირადშიც არეულობა მქონდა.
– მარკუსთან რომანი აქვსო, ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა?
– ერთი ფოტო გვაქვს მე და მარკუსს „აფთერ ფართიზე” გადაღებული და ის გახდა ჭორების საბაბი – როგორც ხდება ხოლმე საქართველოში. მარკუსს ვიცნობ, მართლა კარგი ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში, ორჯერ მყავს ნანახი. თუ ჩვენება ან რამე ღონისძიებაა, მეპატიჟება და მიწერ-მოწერა გვაქვს.
– თქვი, პირადი ცხოვრება ამერიაო. რას გულისხმობ?
– ორი წელი მყავდა შეყვარებული. მას არ უნდოდა, რომ შოუ-ბიზნესში ვყოფილიყავი. თითქოს ის ამით დაიჩრდილებოდა, მაგრამ მართლა არ ვარ ისეთი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მქონდეს. გამარჯვების მომენტშიც იქ იყო, მაგრამ იმ დროს ნაწილობრივ უკვე დაშორებულები ვიყავი. ვერ გეტყვი, დაჯილდოებაზე რატომ მოვიდა.
– ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, დაშორება არ გაგიჭირდა?
– პროექტებისა და შემოთავაზების გამო, მასზე საერთოდ აღარ ვფიქრობ.
– შეყვარებულთან დაშორებამ ხომ შეიძლება, მარკუსთან რომანზე გავრცელებული ჭორები გაამყაროს?
– შეიძლება, მაგრამ მართლა არ მაინტერესებს და არ ვაპირებ ამაზე ქართველ ხალხთან საუბარს. მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა და მიეცათ საბაბი.
– ეს ჭორები ხომ არ გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?
– არა, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა იცოდა, რომ მარკუსს ნორმალურად არც ვიცნობდი. მას, უბრალოდ, არ მოსწონდა, რომ კონკურსის განმავლობაში გოგოები ჩემ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ. თან, იმ დროს ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოჩნდა, რომელთანაც სამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ურთიერთობა დაგვესრულებინა. ამ ეტაპზე პირადზე აღარ ვფიქრობ, კარიერაზე ვარ გადართული.
– გოგოების მიმართ რა კრიტერიუმები გაქვს?
– ჩემ გვერდით მოდელი გოგო არ იქნება. მინდა უბრალო ადამიანი იყოს, თუმცა  ფიზიკურად უნდა მომეწონოს. კარგია, თუ განათლებული იქნება და ეცოდინება, რა უნდა. ხასიათითაც უნდა ვუგებდეთ ერთმანეთს.
– ჩვენთან მოდელებზე და მით უმეტეს ბიჭებზე, ბევრი ჭორი ვრცელდება, მათ შორის, ორიენტაციასთან დაკავშირებითაც.
– კი, ასეა.  მე, ძირითადად, გოგოები მწერენ მსგავს რაღაცეებს. ეს ის გოგოები არიან, ვისაც ჩემთან ურთიერთობა უნდათ და უარის მიღების შემდეგ მწერენ, რომ გეი ვარ. ეს ყველაფერი გამაღიზიანებელია, თუმცა მე უფრო კარიერაზე ვფიქრობ და ამაზე დროს არ ვკარგავ.
– მოკლედ, ქალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამოდიხარ...
– ასე გამოდის (იცინის).
– ეს ქალბატონები საჩუქრებით არ განებივრებენ?
– ძვირად ღირებული ბეჭედი, საათი, სამაჯური, ყელსაბამი და კიდევ ბევრი რამ მიმიღია უფროსი ქალბატონებისგან საჩუქრად.
– იტოვებ ამ საჩუქრებს?
– კი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ამით მიყიდიან. ვცდილობ, მათ ავუხსნა, რომ ამის სანაცვლოდ, ვერანაირ ურთიერთობას ვერ დავპირდები. ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, მანქანა და სახლი არ მოგაკლდება, ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიო, მაგრამ შეიძლება, ეს შემდეგ შანტაჟისთვის გამოეყენებინა. ამიტომ, ვერიდები მსგავს შემოთავაზებებს. ასეთი ქალბატონები მესაკუთრეები არიან. მათგან საჩუქარს რომ იღებ, სანაცვლოდ ბევრ რამეს კარგავ. ძირითადად, 10-15 წლით უფროსი ქალბატონები არიან. მათ შორის რამდენიმე შოუ-ბიზნესის წევრია. თუმცა, მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.
– ორიენტაციასთან დაკავშიებულ ჭორებს შენი შეყვარებული და ოჯახი როგორ შეხვდა?
– მშობლები  საქართველოში არ ცხოვრობენ, მაგრამ იცოდნენ, რომ შეყვარებული მყავდა და გოგოსთან ვიყავი. თუმცა, გავრცელებული ჭორები მათზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ხალხის აზრი, რაღაც დოზით, აინტერესებთ. მათ არ უნდოდათ, რომ მე შოუ-ბიზნესში ვყოფილიყავი. ეს ჩემთვისაც ჰობის დონეზეა. მშობლები მოსკოვში ცხოვრობენ, თავის ბიზნესი აქვთ და სხვათა შორის, ოთხი წელია, არ მინახავს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვიდან მიღებულ შემოთავაზებას დავთანხმდი, ესეცაა.
– შენი სტილი თუ იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას?
– სიმართლე გითხრათ, ხშირია შემთხვევა, როცა ქუჩაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჩემ მიმართ და მაკვირდებიან. ეს გემოვნების საკითხია. ერთი რუსი სტილისტი იყო ჩამოსული „აჭარა ფეშენ-ვიქზე“ და თმა ქერად შემიღება, რადგან საქმეს ასე სჭირდებოდა. ჩემთვის ეს არაფერია, რადგან ანაზღაურება მომცეს და თან, დროებითი იყო. იმ დღეების განმავლობაში ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა ჩემი მისამართით. ქართველი არაა, ჩამოთრეულიაო, მესმოდა ხოლმე. ამან მშობლებშიც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თუმცა, მათ იცოდნენ, რატომაც შევიღებე და ამიტომ სერიოზული საყვედური არ უთქვამთ.
– ინტერნეტში შენი ქორწილის ფოტოები გავრცელდა.
– კი, გრანდიოზული ქორწილი მქონდა (იცინის). ტელეკომპანია „იბერიიდან“ დამირეკეს და მითხრეს, ხვალ ცოლი მოგყავსო. მითხრეს, რომ მათ ერთ-ერთ წამყვანს, ანუ დედოფალს საკურთხეველთან უნდა მივეტოვებინე. ეს ყველაფერი „ქორწილის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად მოეწყო. „ჩემს ქორწილზე“ ძალიან ცნობილი ადამიანები დამხვდნენ. თუმცა, მათ არ იცოდნენ, რომ ეს დადგმული იყო, რეალური ქორწილი ეგონათ. საღამოს ფოტო დავდე და დაიწყო მოლოცვები. ჩემს მშობლებს დილის ხუთ საათზე ურეკავდნენ, არავინ ელოდა ჩემს დაქორწინებას. პატარძალმა საკურთხეველთან მიმატოვა (იცინის). თუმცა, პოპულარობა ამანაც მომიტანა.
– შოუ-ბიზნესში შემთხვევით აღმოვჩნდიო. ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობობდი?
– ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. 14 წლისას ნაკრებში მინდოდა თამაში, მაგრამ ძალიან დიდი თანხები მომთხოვეს. ბიძაშვილმა მოსკოვში წამიყვანა და იქ გავაგრძელე თამაში, მაგრამ მოქალაქეობის აღებას რომ ვაპირებდი, ტრავმა მივიღე და იძულებული გავხდი, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დღესაც ვნანობ. ბევრად მერჩია, ფეხბურთს გავყოლოდი.
скачать dle 11.3