კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეკომენდაციებს აძლევდა ბერია სტალინს ქართული კულტურის თაობაზე #20

ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ლავრენტი ბერია ლამის ქართული კულტურის გამანადგურებლადაა მიჩნეული, თუმცა ზოგიერთი ფაქტი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. პროფესორი ანატოლი გუშჩინი წერს: „გენიალური ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სისხლი რომ ლავრენტი ბერიას კისერზეა, უდავო ფაქტია. მოგვიანებით, არც ბერია უარყოფდა ამ ფაქტს და შეიძლება ითქვას, ნანობდა კიდეც. სხვა მრავალი დანაშაული კი ბერიას, უბრალოდ, მიაწერეს, რომ განტევების ვაცად ექციათ და საკუთარი სისხლიანი დანაშაულებები ამით დაეფარათ. ამგვარად მოიქცა შეთქმულების კამპანია – ხრუშჩოვი და ძმანი მისნი, რომლებსაც საბჭოთა ისტორიაში ბერიაზე ბევრად მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მათი დამსახურებები კი, სახელმწიფო აღმშენებლობაში, ბერიას წარმატებებთან შედარებით, მიზერულია. თუკი კრეტინ ხრუშჩოვსა და მრავალ მის ტლანქ ხელქვეითს ჭეშმარიტი კულტურის აღსაქმელად და დასაფასებლად, ნიჭი და განათლება არ ყოფნიდა, ლავრენტი ბერიას ერთიც გააჩნდა, მეორეც და ამას უზადო, დახვეწილი გემოვნებაც ზედ ერთვოდა. ამ უხეში, სასტიკი სისტემის შეფს (იგულისხმება „ჩეკა“) იმდენად დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, რომ ამ საქმის პროფესიონალებიც აღტაცებაში მოჰყავდა. მავანმა შეიძლება თქვას, ბერიას გემოვნებით აღტაცება შიშით გამოწვეული პირფერობა იყო და მეტი არაფერიო. თუმცა, პირფერობა და სიყალბე გამორიცხულია, როცა საქმე გენიალური დიმიტრი შოსტაკოვიჩის მონათხრობს ეხება. მოგონება 1966 წლითაა დათარიღებული, ანუ, ბერიას ვერაგული მკვლელობიდან, 13 წლის შემდეგ, როცა უშიშროების ოდიოზური მარშლის სახელს ტაბუ ჰქონდა დადებული და მისი ხსენება შოსტაკოვიჩისთვისაც კი საშიში იყო. დიმიტრი დიმიტრის ძე იხსენებდა: „ბერიას სახელი, რა თქმა უნდა, გაგონილი მქონდა. კარგად ვიცოდი, ვინც იყო და რა უწყებას ედგა სათავეში. ბერიაზე საშინელი ამბების მოყოლა მხოლოდ 1953 წლიდან, მისი დაპატიმრების მერე დაიწყეს და სიმართლე რომ ვთქვა, ტყუილი მგონია. ბერია 1939 წლის 5 ნოემბერს ლენინგრადში გავიცანი. ამ დღეს ლენინგრადის კონსერვატორიაში ჩემი მეექვსე სიმფონიის პრემიერა შედგა და ჩემდა გასაკვირად, მას ბერია დაესწრო, რომელიც იმ პერიოდში იქ საქმეებზე იმყოფებოდა. პრემიერის დასრულების შემდეგ ბერიამ ცალკე ოთახში მიმიწვია. გამეცნო, ხელი მაგრად ჩამომართვა და მითხრა:
– ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, თქვენ გაგიცანით. იმედია, არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და თქვენთან ლაპარაკის საშუალება მომეცემაო... მან ბალეტ „ოქროს საუკუნის“ გრამფირფიტაზე ავტოგრაფი დამაწერინა. გამომეშვიდობა და წავიდა.
პირველი ხანგრძლივი შეხვედრა კი ბერიასთან 1940 წლის დეკემბერში მქონდა, მოსკოვში. ბერიას „ასობნიაკში,“ კარალიოვის ქუჩაზე, საბჭოთა კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეები იყვნენ შეკრებილები. მათ შორის, ქართველებიც, რომლებშიც კონსტანტინე გამსახურდია გამოირჩეოდა. ის ქართულ ნაციონალურ სამოსში (ჩოხაში) იყო გამოწყობილი და უზარმაზარი ხანჯალი ეკიდა. მეც იქ მიმიწვიეს და აღვფრთოვანდი იქაური ატმოსფეროთი. ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა, რომ იმავე წელს შექმნილი, ჩემი „საფორტეპიანო კვინტეტიდან“ ფრაგმენტი ბრწყინვალედ შეასრულა ბერიამ, რომელიც მშვენივრად უკრავდა.
– დიმიტრი დიმიტრის ძევ, ეს ნაწარმოები ნამდვილი მუსიკალური შედევრია, – მითხრა ბერიამ ჩემს ქმნილებაზე.
ბერიას უზადო გემოვნებაზე ისიც მეტყველებს, რომ, როდესაც მის უწყებაში საზეიმო კონცერტები იმართებოდა, ლავრენტი პავლეს ძე პირადად ადგენდა მის რეპერტუარს და მასში მხოლოდ გემოვნებიანი ნაწარმოებები იყო შეტანილი...“
საკმაოდ საინტერესოა ბერიას ურთიერთობა გენიალურ კონსტანტინე გამსახურდიასთან, რომელიც შოსტაკოვიჩს ჰყავს მოხსენიებული თავის მონათხრობში. ბერია „ანტისოვეტჩიკ“ გამსახურდიას დიდ პატივს სცემდა, როგორც მწერალსა და როგორც პირდაპირ ადამიანს. თუმცა, არაერთხელ გაუფრთხილებია დიდი ქართველი მწერალი, რომ „ზოგჯერ მაინც დაეჭირა ენაზე კბილი...“ როდესაც გამსახურდიას რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ გამოიცა, თავდაპირველად ქართულ ჟურნალში დაიბეჭდა და თურმე, ბერიას წყალობით მოხვდა სტალინთან. ბელადს ერთ ღამეში წაუკითხავს რომანი. აღფრთოვანებულა და გამსახურდიას გაცნობა პირადად მოუნდომებია. ამ შეხვედრის შესახებ 1953 წელს შედგენილ დღიურებში მოგვითხრობს ცნობილი ქართველი პოეტი ალექსანდრე აბაშელი (ნამდვილი გვარი – ჩოჩია). ის წერდა: „მე და კოწია (გამსახურდია) ბერიამ ერთად მიგვიწვია მოსკოვში და ჯერ ბერიას  „ასობნიაკში“ ვიყავით, შემდეგ კი კრემლში, სადაც უზარმაზარ დარბაზში, სტალინმა სხვა შემოქმედებით ინტელიგენციასთან ერთად მიგვიღო. შეხვედრის ფორმატის მიხედვით, გამომსვლელებს ხუთი წუთი ჰქონდათ თავისუფალი სიტყვისთვის. კოწიას წინ სიტყვით გამოვიდა კრიტიკოსი ვიქტორ შკალოვსკი, რომელმაც „დიდოსტატის მარჯვენა“ იმის გამო გააკრიტიკა, რომ იქ არაფერია ნათქვამი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეო. ერთი სიტყვით, ავყია და მოშურნე შკალოვსკი სტალინის წინაშე გამოხდომით ცდილობდა თავის გამოჩენას. კოწიას ცინიკურად ეცინებოდა და მეგრულად გადმომილაპარაკა, რომ არავის გაეგო:
– ერთი ანტონოვსკაიას „დიდ მოურავშია“ ქართულ-რუსული ურთიერთობები სწორად დაწერილი და მეორე ჩემსაში იქნებოდაო.
ის-ის იყო, უნდა მეთქვა, – გაჩუმდი-მეთქი, რომ ზურგსუკნიდან მეგრულად შემოგვესმა:
– ჩუმად, კოწია. აქაურობასაც ყურები აქვს და არავინ გაგიგოს. ტრიბუნაზე რომ გამოხვალ, მსგავსი არაფერი წამოგცდესო.
ჩვენს ზურგსუკან ბერია მდგარა და სწორედ მან გაგვაფრთხილა...“
ბერიამ, რომელიც მსგავსი გამონათქვამებისთვის ადამიანებს სასაკლაოზე გზავნიდა, დიდი ქართველი მწერალი დაინდო და როგორც ამბობენ, შეძლებისდაგვარად, მფარველობდა კიდეც. საერთოდ, ბერიას დროს საქართველოში, შემდეგ კი მთელ საბჭოეთში, ქართული კულტურის პოპულარიზაცია ხორციელდებოდა. იბეჭდებოდა წიგნები და საბჭოეთის ხალხების ყველა ენაზე ითარგმნებოდა. ქართველი ხელოვანები კი უცხოეთში გადიოდნენ და ნაციონალურ კულტურას მსოფლიოს აცნობდნენ. მართალია, სტალინის გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა, მაგრამ ბელადს რეკომენდაციებს სწორედ ბერია აძლევდა.

скачать dle 11.3