კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ხილით უნდა უმკურნალოთ გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს #20


ატმის ნაყოფი შეიცავს შაქარს, მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს და სხვა. მის თესლში არის ეთერზეთები, სიტოსტერინები, გლიკოზიდი ამიგდალინი. ნაყოფი საკვებმომნელებელი ორგანოების სტიმულატორია, აქვს პირღებინების საწინააღმდეგო თვისებები. ყვავილებისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება სასაქმებლად; ახალ წვენს იღებენ რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტრიტის დროს; ასევე, იყენებენ ჭიების წინააღმდეგ. 
არსებობს ატმის ორი სახეობა: ჩვეულებრივი და გლუვი.
ატმის მწიფე ნაყოფი შეიცავს 83% წყალს, 15 პროცენტ შაქარს, მჟავებს, აზოტურ, არომატულ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, ასევე, ვიტამინებს: A, B, C.
ატამში არის საკმარისი რაოდენობით P-აქტიური ნივთიერებები. მათი რაოდენობა დამოკიდებულია ატმის სახეობაზე.
ატმის წვენი სასარგებლო დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით ავადმყოფებისა და ბავშვებისთვის.
მისი თესლის ზეთი გამოიყენება ფარმაციაში. ის ეხმარება ზოგიერთ წამალს გახსნაში, რომელიც კანქვეშ და კუნთებში ინიექციისთვის გამოიყენება. მას, აგრეთვე, იყენებენ თხევადი კრემების დასამზადებლად.
რევმატიზმის ან თავის ტკივილისას იყენებენ ატმის ფოთლების ნაყენს.
ატამი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს მძიმე საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტითა და სიმსუქნით დაავადებულთათვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ იყენებენ ატმის ფოთლებს, ყვავილებს და თესლს. მაგალითად, ფოთლის 3-6 მილილიტრ ნატურალურ წვენს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს. ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობის მოსაშუშებლად ხმარობენ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს.
ატმის ნაყოფი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებაში. კუჭის დაავადებისას, არასაკმარისი მჟავიანობისას უნდა მიიღოთ 50 გრამი ატმის წვენი 15-20 წუთით ადრე ჭამამდე.
მისი ნაყოფი ასტიმულირებს ჰემოგლობინის წარმოქმნას. ადვილად ასათვისებელი რკინის გამო კი, სასარგებლოა ანემიით დაავადებულებისთვის.
ატმის ნაყენი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ – 1 სადილის კოვზი ყოველ 3-4 საათში.
ყურის ტკივილის შესაჩერებლად ატმის ნაყენს იყენებენ წვეთების სახით.
უნდა გაითვალისწინოთ:
ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად მიმართეთ შემდეგ საშუალებას:
3-7 გრამი ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
ატამი სასარგებლოა სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და დასუსტებული ბავშვებისთვის.
ხილში შემავალი A, B და C ვიტამინები ამყარებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსებისთვის შეუვალს ხდის. თუმცა, ატმის ჭამა არასასურველია ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების დროს.
ატმის ფოთლები, როგორც ცოცხალი, ასე გაყინული სახით, ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. ფოთლები ზამთარში შესანახად მოამზადეთ ასე: დაიჭირეთ მდუღარე წყლის ზემოთ, ორთქლზე 10 წუთით. შემდეგ ყინულიანი წყლით გააგრილეთ (არ ჩავუშვათ წყალში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკლებს ფერმენტების აქტიურობა). შემდეგ გააშრეთ, დააწყვეთ ქაღალდზე და დააფარეთ ქაღალდი. გადაიტანეთ ჰერმენტულ ჭურჭელში და შეინახეთ საყინულეში.
თუ ატამს რაციონის მუდმივ შემადგენლობაში შეიტანთ, თქვენი კანი გახდება ხავერდოვანი, ლამაზი და მოვარდისფრო ელფერის. შეგიძლიათ მისი გამოყენება მზით დამწვრობის დროსაც. დამწვრობის თანმდევი ტკივილის მოსახსნელად წვრილად დაქუცმაცებული ატმის რბილობის ნიღაბი გამოიყენეთ.
ატმის გამოყენებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი უარყოფითი თვისებებიც. მის უზომო რაოდენობით მიღებას (დღე-ღამეში 600 გრამზე მეტი) საჭმლის მომნელებელი და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა მოჰყვება.
ატამი სასარგებლო არც მაშინაა, თუ დღის მეორე ნახევარში, სამი საათის შემდეგ შეჭამთ. ეს ცუდად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
იმის გამო, რომ ატამი ურიცხვი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, მან შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ალერგიულ და დიაბეტიან ადამიანებს.

ანგელოზას სამკურნალო თვისებები
სამკურნალოდ გამოიყენება ანგელოზას მიწისქვეშა ნაწილი. ამ დანიშნულებისთვის საუკეთესოა მისი ფესურა და ფესვები. მათ შემადგენლობაში შედის: ორგანული მჟავები, ფისები, შაქრები, მარილები, ეთერზეთები და ფიტოსთერონები. ანგელოზა მწიფდება ივნის-ივლისში. ფესვები მსხვილი, ხორციანი და დანაოჭებული აქვს.
მისი ნაყენი გამოიყენება, როგორც ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, დამარბილებელი, ოფლმდენი, მატონიზირებელი, მადისაღმძვრელი, კრუნჩხვების მომხსნელი და შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება. ხალხურ მედიცინაში მისი ფესვებისა და ფესურას ფხვნილი, ნაყენი და ნახარში იხმარება მადის აღსაძვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, გაზების დაგროვების, წყალმანკის, ფაღარათის, სასუნთქი გზების ანთების, ნერვების გამოფიტვის, უძილობისა და კრუნჩხვების სამკურნალოდ. ნიკრისის ქარებისას და რადიკულიტის დაავადებისას დასაზელად იყენებენ ფესურისა და ფესვების სპირტიან ნაყენს.

ევკალიპტი – ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება
ევკალიპტი მარადმწვანე ხეა. ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს 1 პროცენტზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. ასევე შედის მის შემადგენლობაში მთრიმლავი ნივთიერებები.
ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ახალი ინფექციური ჭრილობების, ქალის სასქესო ორგანოების ანთების დროს.
გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისგან  დამზადებული პრეპარატები იხმარება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ფოთლებისაგან ნახარშის მოსამზადებლად 10 გრამ (2 სადილის კოვზი) დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ დოლბანდით. ხმარების წინ შეანჯღრიეთ. გამოიყენება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად.
აღნიშნული კონცენტრაციის ნახარში კარგია, აგრეთვე, ფლეგმონების, აგსცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ხმარობენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს ინჰალაციისთვის.
ევკალიპტის ზეთი, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში სავლებად და ინჰალაციისთვის.
ნახარშის მოსამზადებლად, 10 გრამი დანამცეცებული ფოთლები ან ფოთლების ბრიკეტები 1 ჩაის ჭიქა წყალში ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. შეაგრილეთ, გაწურეთ და ისე გამოივლეთ. ინჰალაციისთვის იხმარება ევკალიპტის ზეთიც, რომლის 20 წვეთი უნდა დაუმატოთ მდუღარე წყალს და ორთქლი შეისუნთქოთ.
ხალხურ მედიცინაში ევკალიპტს გამოიყენებენ ნერწყვისა და კუჭის წვენის გამოსაყოფ საშუალებად, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს. ამისთვის 1 სადილის კოვზ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. ცხელი ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 3-ჯერ დღეში თითო ღვინის ჭიქა, ჭამის წინ.
ნედლი ევკალიპტის დაქუცმაცებული ფოთლებით გაავსეთ ნახევარლიტრიანი მინის ქილა, დაასხით მზესუმზირის ზეთი, ჰერმეტულად დაახურეთ თავსახური და შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ ზეთი გადმოღვარეთ ცალკე ჭურჭელში. დარჩენილი მასა გადაიტანეთ მომინანქრებულ ქვაბში და ადუღეთ 5-10 წუთი, შემდეგ გაწურეთ. გაფილტრული სითხე დააბრუნეთ ჭურჭელში, სადაც ზეთი შეინახეთ და ეთერზეთიც მზადაა.
სამედიცინო მიზნისთვის იხმარება გამხმარი ფოთლები. მისი პრეპარატები გამოიყენება ყელისა და ხახის ანთებითი დაავადებების დროს, ინჰალაციისთვის, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაბანად, შესაზელად.

ლავანდას დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი თვისებები აქვს
ლავანდის ყვავილებს აქვს დამამშვიდებელი, ანტიდეპრესანტული, ანტისეპტიკური, შარდმდენი, ლორწოს გამომდენი, ოფლმდენი, შხამების გამაუვნებელი, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
შეიცავს ეთერულ ზეთს, მთრიმლავ ნივთიერებას, ფისებს, სიმწარეებს, ლინალილაცეტატს, ვალერიანის ანჰიდრიდს, კუმარინს, ლიმონენს, მჟავებს. ეთერული ზეთი, ძირითადად, აბაზანებისთვის გამოიყენება. ყვავილების ნახარში დასამშვიდებელი საშუალებაა, აყუჩებს ტკივილებს, აწესრიგებს მჟავიანობას. მის ზეთს იყენებენ რევმატიზმის, გრიპის, ძლიერი გულისცემის, გაღიზიანებებისა და სხვათა სამკურნალოდ
ლავანდა სურნელოვანი, სამკურნალო მცენარეა. მისი ნაყენით, მიქსტურით ან ზეთით ინჰალაცია სხეულსა და სულს ამშვიდებს. გამოიყენება შიშის, ნევროზებისა და სტრესით გამოწვეული თავის ტკივილის, შაკიკის, გულის აჩქარების, უძილობის დროს. ლავანდა აუმჯობესებს განწყობილებას, ამცირებს დეპრესიას და ქმნის წონასწორობას.
ლავანდის განმძაბავი მოქმედება ვრცელდება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამცირებს ყურყურს, გულისრევას, ხელს უწყობს მადის აღძვრას.
ლავანდის ზეთს, უმთავრესად, პარფიუმერიაში იყენებენ. ლავანდა კულტივირებულია ბევრ ქვეყანაში. მისი ყვავილები და ფოთლები დიდხანს ინარჩუნებს სურნელებას და ჩრჩილის წინააღმდეგ იყენებენ
ლავანდის ეთერზეთები ებრძვის დიფტერიისა და ტიფის გამომწვევ ბაქტერიებს, სტრეპტოკოკებს, პნევმოკოკებს. მისი ნაყენი უნდა იხმაროთ გაციების, ხველების, ასთმის, ბრონქიტის, ფილტვების ანთების, გრიპის, ნუშისებრი ჯირკვალისა და ხორხის ანთების დროს.
ლავანდის ჩაი ხელს უწყობს ორგანიზმის შხამებისგან გათავისუფლებას. ის სადეზინფექციო საშუალებაა ჭრილობისთვის. წარმატებით გამოიყენება ეგზემის, აკნეს, ვენების ანთებისა და დამწვრობის დროს.

скачать dle 11.3