კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხვეოდა აკაკი ხორავას ინდოეთიდან სპეციალურად მის სანახავად ჩამოსული აცრემლებული რაჯ კაპური #02

დიდთან და პატარასთან თავმდაბალი, უბრალო, ხალისიანი, მქუხარე, ახალგაზრდების გულშემატკივარი და უდიდესი არტისტი – ჩხოროწყუში დაბადებულა აკაკი ხორავა, ოჯახის ხელშეწყობით ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. 13 წლისამ ქუთაისში სპექტაკლი ნახა და იმდენად მოიხიბლა მსახიობის პროფესიით, რომ ჯერ კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სწავლამ, ოცნებაზე ხელი ვერ ააღებინა... 1922 წელს თეატრალურ სტუდიაში შევიდა. მალე რუსთაველის თეატრში მიიყვანა სანდრო ახმეტელმა და მერე არასდროს დაშორებია მას. აკაკი ხორავა ქართული თეატრის თითქმის ყველა ნიჭიერ რეჟისორთან მუშაობდა. მაგრამ, მისი, როგორც უდიდესი მსახიობის აღმოჩენა, ეკუთვნის სანდრო ახმეტელს... უძლიერესი სცენური სახეები შექმნა. აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრში 68 როლი ითამაშა, კინოში – 16, თეატრალურ ინსტიტუტში 16 სპექტაკლი დადგა... (წყარო: მ. ტურიაშვილი – sputnik – georgia. com)
 ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში — პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე; გერმანიაში — ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი ალბანეთსა და რუსეთში. აკაკი ხორავას ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს... იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის წევრი, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და ასე შემდეგ. 1936 წელს მან სტანისლავსკისთან, ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან, კაჩალოვთან და კიდევ ცხრა შემოქმედთან ერთად, პირველმა მიიღო „სსრკ სახალხო არტისტის” წოდება. ერთხელ ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ჟერარ ფილიპმა ჰკითხა: „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ. რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“. მეორე დღეს პარიზის გაზეთებში, მთელი გვერდის დიაგონალზე, ტექსტის ზევით, დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი: „აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“ 
ვისაც არ უნახავს აკაკი ხორავას ოტელო… ერთხელ, 1947 წელს, როცა თბილისში „ოტელოს“ თამაშობდნენ, აუარება ხალხი ისე მიაწვა რუსთაველის თეატრის კარს, რომ შუშები ჩაილეწა. ადმინისტრაციამ ცხენოსანი მილიცია გამოიძახა — თეატრში არც შესვლა შეიძლებოდა და არც გამოსვლა.  წარმოდგენის დამთავრების შემდეგ, აკაკი ხორავას დიდებული თამაშით მოხიბლული და აღელვებული მაყურებელი, ერთი საათი უცდიდა მსახიობს. 1954 წელს ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა. კინოვარსკვლავები – რაჯ კაპური და ნარგიზი „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრს ეწვივნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებული ეხვეოდნენ მსახიობს. ხორავას შავმა გრიმმა რაჯ კაპური და ნარგიზი მავრებს დაამსგავსა. მოსკოვში პუშკინის ქუჩა ხალხით იყო გაჭედილი – ყველა ხორავას გამოსვლას ელოდა. თეატრის შესასვლელთან ის ხელში აიტაცეს და სასტუმრომდე ასე ატარეს. ვიღაც ახალგაზრდები ხმამაღლა უკითხავდნენ ლექსებს, გაისმოდა შეძახილები: „ჩამოდით და გვასწავლეთ მსახიობის ხელოვნება!“ მიხეილ თუმანიშვილი წერდა: „ეს აქტიორული ხელოვნების ტრიუმფი გახლდათ. ეს იყო სცენის ფიცარნაგზე დატრიალებული სასწაული, ჯადოქრობა დიდი გრძნეულისა, ჯადოქრობა და შამანობა. ალბათ, ასე ნუსხავდნენ მაყურებელს სალვინი, შალიაპინი, დუზე.“ ერთხელ მოსკოვში მეოცე საუკუნის აღიარებული მსახიობი, ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავას და მის თანმხლებთ — გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ. გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი:  Õîðჭâჭ! Õîðჭâჭ èჰåò! უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო. საღამოს შემდეგ კაჩალოვმა თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.
 ხორავა და თეატრალური ინსტიტუტი ახალგაზრდობას გზას უხსნიდა, ეხმარებოდა, რუსთაველის თეატრში იწვევდა სამუშაოდ. ამ პერიოდში ინსტიტუტში ჩამოყალიბდა უზადო დისციპლინა, წესრიგი, შემოქმედებითი ატმოსფერო. ახალგაზრდობის აღზრდის მისეული სტრუქტურა დროთა განმავლობაში დაიშალა და გაქრა. მაგრამ, მსურს, მკითხველს გავახსენო აკაკი ხორავას ქველმოქმედების რამდენიმე ეპიზოდი. გიული ჭოხონელიძე თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტები სწავლის ქირას იხდიდნენ. ერთხელ სტუდენტი აკაკი ხორავას კაბინეტში შეიყვანეს ფულის გადაუხდელობის გამო. როცა დიდმა მსახიობმა გაიგო, რომ მამამისი გადასახლებული იყო, მკაცრი ტონი უცებ დარბილდა. მან ჯიბიდან 240 მანეთი ამოიღო და გაუწოდა — „ახლავე შეიტანე!“ ამ ამბის შემდეგ, როცა სწავლის ფულის გადახდის დრო დგებოდა და აკაკი ხორავას სიას წარუდგენდნენ, გიული ჭოხონელიძის გვარის ამოკითხვისას ამბობდა — „გადახდილია!“ გიული ჭოხონელიძემ ფული ძლივს შეაგროვა და ვალის გადახდა სცადა. აკაკი ხორავამ უარით გამოისტუმრა: „წადი, შვილო. აი, კარგი მსახიობი რომ გამოხვალ, ეს იქნება ვალის გადახდა“. როცა ელენე საყვარელიძემ აკაკი ხორავას აუხსნა, თუ რატომ არ ჰყავდა 37 წლიდან მოყოლებული მშობლები, დეკანმა უთხრა — „სწავლის ქირას აღარ გადაიხდი“. მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიგო ელენე საყვარელიძემ, რომ აკაკი ხორავა თავისი ჯიბიდან უხდიდა სწავლის საფასურს. აკაკი ხორავას მეუღლე, ასევე მსახიობი ნინო ალექსი-მესხიშვილი, მისი ერთგული და თანმდევი სული იყო. დიდი არტისტი ამბობდა: „თუ რამ კარგი მაქვს, თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ნინოს უნდა ვუმადლოდე“. 1972 წლის 18 ივნისია, ლოგინს მიჯაჭვული აკაკი ხორავა სიკვდილს ებრძვის… ავადმყოფის ოთახიდან გამოვიდა ოჯახის ახლობელი და აღელვებით იკითხა: „იცით, ახლა რა თქვა აკაკიმ? – საშა, საშა, ხუთი დღის შემდეგ შევხვდებითო…“ თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი მიიჩნევდა, რომ სანდრო (აკაკი ხორავა საშას ეძახდა) ახმეტელის პიროვნება მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო. „სიკვდილის წინ ადამიანი უბრუნდება თავის სულსა და გულს. იგონებს ყველაზე მტკივნეულს, ყველაზე სადარდებელსა და განუკურნებელს“. მართლაც ხუთი დღის შემდეგ, 23 ივნისს აკაკი ხორავა ცოცხალი აღარ იყო… როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა: „მშვიდობით, ანზორ, მშვიდობით, ოძელაშვილო, მშვიდობით, კარლ მოორ, მშვიდობით, დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით, ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით, პირველო არტისტო!“

скачать dle 11.3