კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #20

კითხვა: საჭიროა თუ არა ეკლესიაში სურათის გადაღებისთვის კურთხევის აღება?
პასუხი: დიახ, ეკლესიაში სურათის გადაღების დროს მოძღვრისგან კურთხევის აღება აუცილებელია.
კითხვა: ჩემი ნათლია იეღოველი გახდა. როგორ მოვიქცე, ხელახლა მოვინათლო?
პასუხი: სამწუხაროა, რომ ჩვენი ნათლია მწვალებელი გახდა. თუმცა თქვენი ნათლობა აღსრულებულია და მეორედ მონათვლა დაუშველებელია. ილოცეთ თქვენი ნათლიისთვის, რათა კვლავ დაუბრუნდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
კითხვა: რას ნიშნავს „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“?
პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემ ჯვარზე განცდილი საკუთარი სიკვდილით დათრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც ადამის სახით იყო დასჯილი კაცობრიობა ცოდვით დაცემისთვის. მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრით გამოიხსნა კაცობრიობა „ცოდვისა, წყევისა და სიკვდილისაგან“ და თუ ფიზიკურ სიკვდილს ჯერ კიდევ აქვს კაცობრიობაზე ხელმწიფება, იესო ქრისტეს აღდგომით სულიერი სიკვდილი დამარცხებულია.
კითხვა: რატომ ხვდება ადამიანს ცხოვრების განმავლობაში შეურაცხყოფა, განსაცდელი, ავადმყოფობები?
პასუხი: უფალი დაუშვებს ხოლმე ადამიანზე ამ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის შეურაცხყოფასა და შევიწროებას, ავადმყოფობებს და ასე შემდეგ. ეს იმისთვის ხდება, რომ ადამიანების სული განიწმიდოს ცოდვებისგან და დაამკვიდროს ისინი მარადიულ ცხოვრებაში.
კითხვა: როგორ უნდა აღვიქვათ ჩვენთვის გაღებული მოწყალება?
პასუხი: მოწყალება უნდა მივიღოთ შიშით, რადგანაც საშინელ სამსჯავროზე პასუხს ვაგებთ მიღებული წყალობისთვის, რომელიც სამაგიერო სიკეთით არ გადაგვიხდია. უნდა ვილოცოთ მწყალობელთათვის, რათა ცოდვაში არ ჩაგვეთვალოს მათგან მიღებული მოწყალება. ღრმად მორწმუნე ბერები ყოველგვარ დახმარებაზე თავადაც დახმარებითა და საჩუქრებით პასუხობენ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ვემთხვიო ხატებს და დავანთო სანთლები ეკლესიაში ღვთისმსახურების (წირვა, ლოცვა) დროს?
პასუხი: ღვთისმსახურების დროს ეს ქმედებები არ არის დასაშვები, რადგან თქვენი საქციელით დააბრკოლებთ სხვებსაც და ხმაურს გამოიწვევთ. წირვა-ლოცვის დროს უნდა იდგეთ მშვიდად და უსმინოთ ლოცვას. სანთლების დანთებას და ხატებზე მთხვევას რაც შეეხება, ეს შეგიძლიათ, გააკეთოთ წირვის დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ.
კითხვა: რამდენად აუცილებელია პირჯვრის გადაწერა?
პასუხი: ქრისტიანი პირჯვრის გარეშე იგივეა, რაც მეომარი იარაღის გარეშე. მტერი მას იოლად დაჩაგრავს. ვინც პირჯვარს იწერს, ის უსიტყვოდ იესო ქრისტეს აღმსარებელია. პირჯვარს და ჯვრის გადასახვას უდიდესი ძალა აქვს. ჯვრის გადასახვით მიმდინარეობს ყველა საღვთო საიდუმლოება, მითვე იკურთხება სასიცოცხლოდ აუცილებელი ყოველი საგანი.
კითხვა: ხშირად მინახავს ქუჩაში დაგდებული პური. რაც ერთგვარ სევდას მგვრის. ჩვენს წინაპრებს ეს ცოდვად მიაჩნდათ. ეკლესია როგორ უყურებს ამას?
პასუხი: პური ღვთისგან ადამიანისთვის მოცემული უდიდესი მადლია. ის ზიარების დროს სიმბოლურად ქრისტეს ხორცად იქცევა და სულისა და ხორცის საკურნებლად გვევლინება. ამასთანავე, უდიდეს პატივისცემას მოითხოვს ის შრომა, რომელიც ხორბლიდან პურის მიღებას სჭირდება. ჩვენი წინაპრები მართლაც უდიდესი კრძალვით ეპყრობოდნენ პურს. ჩვენც მადლიერებით უნდა მივიღოთ უფლისგან ნაბოძები ეს საკვები. დარჩენილი პურის ნატეხები სუფთად შეინახეთ და თუ მოწყალების სახით არ გასცემთ, ფრინველებს ან ცხოველებს დაუყარეთ.

скачать dle 11.3