სუფრული პოზა #20
ანუ „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი“!
გასული კვირის დაისზე ყბადაღებულმა NDI-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარებულა, გვარწმუნებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 493 პირი პირისპირ ინტერვიუთი გამოვკითხეთ, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზეო.
რაკი ჩვენ არავინ გვიმხელს, შიდა სამზარეულოს, ცხადია, ისევ მოწოდებული შედეგებით მოგვიწია დაკმაყოფილება (ცხადია, ცნობისმოყვარეობის!).
თუმცა შეკითხვა მრავალი იყო (ჩვეულებისამებრ), მე მხოლოდ ორზე შევაჩერებ ჩემსა და თქვენს მაღალ ყურადღებას.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 48 პროცენტი საქართველოსთვის უარყოფით მოვლენად აფასებს სსრკ-ის დაშლას (შეკითხვა: ზოგადად, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი?), თუმცა მათი უმეტესობა დღეს მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას (მეტიც, ამ მიზანს, საერთო ჯამში, 70 პროცერტამდე მხარდამჭერი ჰყავს).
და თუმცა გასაგებია, რატომ შეიძლება, ფასდებოდეს სსრკ-ის დაშლა უარყოფით მოვლენად (ვერა და ვერ დავუსხლტით რფ-ს მათრახს), ისიც ჯიუტი ფაქტია, რომ კვლავ ცოცხალია სუფრული პოზა: ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! –