კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დონალდი, სერგეი და ჰენრი #20

ანუ ეჭვი ოხერია?!

 აშშ-ის პრეზიდენტი, იმას გარდა, რომ მან კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას (და მერე რა, რომ ქაღალდზე, ამის მეტი ჩვენ მაინც არაფერი გვაბადია), ჩვენს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, ზედაც – დაუგეგმავად, ზუსტად მეორე დღეს კი (ფიგურალურად – მეორე დღეს) რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჩამოართვა ხელი.
შესაძლოა, დამთხვევა შემთხვევითი იყოს ან განზრახიც, ვინაიდან, რაც მეტია, დასათმობის ფასი, მით ძვირს იხდის მეორე მხარე (ეჭვი კი ოხერია!)
უფრო მეტიც, ამ შუალედში მანვე, ანუ აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი (ჯეიმს კომეიც) გაათავისუფლა თანამდებობიდან (მოტივით, რაც ხსენებული კომესადმი ტრამპის მიერ მიწერილ წერილში წერია შავით თეთრზე: მნიშვნელოვანია გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ახალი მმართველის პოვნა, რომელიც ხალხს ამ ორგანოს მიმართ ნდობას აღუდგენს (უნდობლობაც ოხერია და იმად?!).
ხოლო ამის შემდეგ იგი (ანუ დონალდ ტრამპი) ექსსახმდივან ჰენრი კისინჯერსაც შეხვდა (რუსეთთან ურთიერთობის თემაზე სამსჯელოდ). რაც მთავარია, ეს შეხვედრა პრეზიდენტის გრაფიკში ჩანიშნული არ ყოფილა (ანუ იმპროვიზაციაა) და რფ-ის ნომერ პირველ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ გაუწია გულმა ჰენრისკენ (კისინჯერი!).
აშშ-ის პრეზიდენტმა შენიშნა, რომ სირიაზეც ისაუბრეს და დაამატა, რომ მოვლენები, რომლებიც ხდება, ძალიან და ძალიან, აი, უძალიანესად პოზიტიურიაო.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული კისინჯერი (ჰენრი) რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა, ვითომ სირიის ხურდაში ვართ?!
მეორე მხრივ, ეს არც ისე ცუდია, ვინაიდან სირიას კარგი ფასი ადევს, ესე იგი, ხურდაც არ იქნება იაფი?! –

скачать dle 11.3