უკვდავი გიულენი?! #20
ანუ სალადინის გზაზე
იცით, რომ ამ ჩვენმა მეგობარ-მეზობელმა თურქეთმა 16 აპრილის რეფერენდუმიც შეირჩინა და პრეზიდენტმა ერდოღანმაც გაინაღდა თვით 2029 წლამდე პირველკაცობა. ამ თუ სხვა მიზეზით კი, თურქეთის პროკურატურამ ავადსახსენებელ ფეთჰულა გიულენს წაყენებული ბრალდებებისთვის სასჯელი შეუკრიბა და 3 623 წლით დაუდგინა პატიმრობა (მე რომ მკითხოთ, მეტიც უნდა დაედგინა – ეშმაკს არ სძინავს და ვითუ, 7 000 წელს აპირებს ოხერი ამ მზის ქვეშ დარჩენას?!).
აი, ის კი აღარ ვიცით, გიულენთან კავშირის ბრალდებით, ქვეყნის 81 პროვინციაში დაკავებული 803 ადამიანს რა ბედი ელით: იქნებ მათ 1 000-1 000 წელი აკმარონ?!
უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეჯებ ერდოღანს ისიც კი უთქვამს, რომ იერუსალიმის ოკუპაცია სირცხვილიაო (ასობით ათასი მუსლიმანი უნდა გაემართოს ალ-აქსას მეჩეთში, რომ მხარი დავუჭიროთ პალესტინელებსო).
და თუმცა გასაგებია, რომ ეს გამონათქვამი ისრაელ-თურქეთის პოლიტდაპირისპირების კონტექსტიდანაა, მაგრამ მაინც ჩნდება ეჭვი (რომელიც ფრიად გაოხრებულია), ვითომ 2029 წლის შემდეგ სალადინობას აპირებს?! –