კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულდასერილები #20

ანუ შენ რომ ჩემთვის მეჩეთი არ აგიშენებიაო?!

 ის-ის იყო ძლივს მოვინელეთ მოსკოვის მერყოფილის ჩამოსვლა ჩვენს სამშობლოში  – მოსანელებლად კი იმად გვქონდა საქმე, რომ მან დაარღვია ჩვენი კანონი ოკუპაციის შესახებ, იმას გარდა, რომ დიდად უთანაგრძნობს ოკუპაციის ფაქტსაც, რაც არც ქართული ტელეკამერების წინ დაუმალავს (ოსები და აფხაზები სულ სხვანი არიან და მათ გარეშე ქართველები უფრო ბედნიერები იქნებითო. იქნებ, მართლაც, გავბედნიერდეთ, ოღონდ ამ ჩვენს მიწას გაეშვან, იმას გარდა, რომ აი, რუსებს, ხომ, ზედ აკვდებიან თათარსტანის თათრები, ბაშკოსტანის ბაშკირები თუ ჩრდილო კავკასიელები?!), რომ ბათუმში ქართველ მუსლიმანთა კავშირი გაგვიაქტიურდა.
გაგვიაქტიურდა, ვინაიდან ბათუმის მერიას აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობაზე უთქვამს მათთვის უარი. ამის შესახებ ხსენებული კავშირის თავკაცმა ტარიელ ნაკაიძემ ამცნო ფართო საზოგადოებას.
ტერიტორია მუსლიმანმა მრევლმა შემოწირულობებით შეიძინაო; უფრო მეტიც, რაკი მიაჩნიათ, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურიაო და ამიტომაც საპროტესტო აქციებიც დააანონსეს, ზედაც – პერმანენტულიც.
მე არ ვიცი, დაიცვა თუ არა ბათუმის მერიამ კანონი ან სჭირდებათ თუ არა ახალი მეჩეთი, მრევლის რაოდენობიდან გამომდინარე, ბათუმელებს, თუმცა აი, იმაზე კი შემიშფოთდა გული, მათაც არ მოგვთხოვონ დიდგორობის გაუქმება – ჯერ ერთი, რომ პოლიტიკურია და, რაც მთავარია, გულებიც გვესერებაო?! –

скачать dle 11.3