კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის რუსეთის სამეფო დინასტიის ქართველი შთამომავალი და რა სირთულეების გამოვლა მოუწია მას #19

მხატვარი და მომღერალი, გიორგი გურგენაშვილი, საქართველოშია დაბადებული, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, ის საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ დაიწყო მისი, როგორც მხატვრისა და მომღერლის, კარიერა. თუმცა, აქამდე საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრების გამოვლა მოუწია.
– გიორგი, მომიყევი შენი წინაპრების შესახებ.
– ჩემი დიდი ბებია, მარუსა გოდუნოვა საკმაოდ ხანდაზმული გარდაიცვალა. წლების წინ ის კრასნოდარიდან ჩამოვიდა საქართველოში, სადაც პაპაჩემი გაიცნო და დაქორწინდნენ. ის რუსეთის მეფის, ბორის გოდუნოვის, შთამომავალი იყო. პატარა ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა, ამიტომ მასზე ბევრი რამ არ მახსოვს. თუმცა, რუსეთში რომ ჩავიდნენ ჩემი ნათესავები, მოსკოვში ყოველთვის დიდი პატივისცემით იღებდნენ – განსაკუთრებით მამაჩემის დეიდას. დიდ ბებიას დარჩა ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი საგვარეულო ნივთები და ისინი ჩემს ბებიას დაუტოვა. ძალიან ლამაზი და განსხვავებული ნაკეთობებია, თითქმის შეუფასებელი. ბევრი ნივთი გვქონდა, თუმცა, სერიოზული გაჭირვება რომ იყო საქართველოში, რაღაცეების მიზერულ ფასად გაყიდვა მოგვიწია. ფოტოებიც გვაქვს შემორჩენილი, რომელიც ამჟამად კახეთში ინახება. დიდი ბებია მამის მხრიდან, გოდუნოვა იყო, დედის მხრიდან – რომანოვა. იმ დროს იმის თქმა, რომ რომანოვა იყო, არ შეიძლებოდა და ამიტომ, დიდი ბებიის დედის ფოტოები გაანადგურეს. დიდი ბებიის ფოტოები კი ისევ გვაქვს. სამწუხაროდ, ბებიაც, მამაც გარდაიცვალნენ და ვერ შევძელი ბევრი ინფორმაციის მოძიება ჩემი წინაპრების შესახებ.
– მომიყევი, როგორ დაიწყო ემიგრაციაში შენი ცხოვრება?
– 16 წლის ასაკში ჩამოვედი საბერძნეთში. იმ პერიოდში არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში წავიდოდი, რადგან ძმა მყავდა ახალი გარდაცვლილი და პაპაც. ორივე ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ომი იყო, აუცილებელი გახლდათ ჩემთვის გარემოს შეცვლა. 
–  ორივე ერთად გარდაიცვალა?
– ჯერ პაპა გარდაიცვალა და ორთვე-ნახევრის შემდეგ – ჩემი ძმაც. ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას მოხდა ორივე ავტოკატასტროფა. ეს იყო საშინელი ტრაგედია, აღარაფერი მინდოდა – არც სწავლა, არც საქართველოში ყოფნა. მე და დედაჩემი წამოვედით. მამა დარჩა საქართველოში, რადგან მასთან იყო ჩემი ძმის შვილი. აქ, ბერძნულ სკოლაში შევედი. დავიწყე სწავლა და დავამთავრე სკოლა. დღესაც ვიბრძვი თავის დამკვიდრებისთვის, რადგან ეს არ ყოფილა მარტივი. 3 წლის წინ, როდესაც მამა გარდამეცვალა, ხატვა დავიწყე და დაიწყო ასე ჩემი კარიერაც. არ ვიცი, რა მოხდა. მამა რომ გარდაიცვალა, ოთახში შემოვედი და დავიწყე ხატვა. მანამდე ფუნჯიც კი არ მჭერია ხელში. ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვიყავი. მინდოდა განმარტოება, ჩემი ენერგიის გადმოტანა და ხატვა გახდა ამის ძალიან კარგი საშუალება. თან, საბუთები არ მქონდა იმ დროს წესრიგში და მის დასაფლავებზე საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოვახერხე. ეს იყო ძალიან რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ამ ყველაფერმა დააგროვა ჩემში ამდენი ენერგია, რაც შემდეგ, ხატვაში ჩავდე. მას მერე არაერთი გამოფენა მქონდა, რომელთა მოწყობაში ბერძნები მეხმარებოდნენ.
– როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– პირველად შავკანიანი გოგონა დავხატე. მეორე დღეს სხვა ნახატი შევქმენი, თან, ყველას ვაჩვენებდი. ბერძნები, კრიტიკოსები მეუბნეობდნენ, რომ ამ სფეროში დიდ წარმატებას მივაღწევდი. ხატვის დაწყებიდან რამდენიმე თვეში საბერძნეთში გამოფენა გამიკეთეს – ეს წარმოუდგენელია. დაწყებიდან რამდენიმე თვეში მხატვარს ბერძნები გამოფენას უკეთებენ, თან, კრიტიკოსები დადებითად აფასებენ ნამუშევრებს და გეუბნებიან, აუცილებლად მიაღწევ წარმატებასო, ეს დიდ სტიმულს მაძლევდა. ამის შემდეგ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა  უნივერსიტეტებში კეთდებოდა ჩემი გამოფენები. ასაკით დიდს მომიწია სკოლის დამთავრება, თუმცა ეს არასდროს მიქმნიდა პრობლემას. ხატვის კუთხითაც არ მისწავლია, თვითნასწავლი ვარ. სხვათა შორის, საბერძნეთში ხატვაში ორჯერ მაქვს პირველი ადგილი აღებული.
– რაში აიღე პირველი ადგილი?
– საბერძნეთში ყოველ წელს ხატვაში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი. ბიანკა ბალტის სახე იყო ნახევარზე, მეორე ნახევარზე კი, თავის ქალა და სიგარეტი, რამაც დიდი წარმატება და პირველი ადგილი მომიტანა. სერბეთი ატარებდა მაშინ ამ კონკურსს და 2 700 მონაწილეს შორის პირველი ადგილი ავიღე. 4 500 ევრო იყო ჯილდო. საბერძნეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. მეორე კონკურსი სალონიკში ჩატარდა და იქაც პირველი ადგილი ავიღე. პირველი კონკურსის შემდეგ არისტოტელეს უნივერსიტეტიდან მივიღე მიწვევა – ყოველგვარი გამოცდის გარეშე მესწავლა სამხატვრო ფაკულტეტზე. მაგრამ, უარი ვთქვი, რადგან იმ პერიოდში ძალიან მინდოდა მსახიობობა და თეატრალურ უნივერსიტეტში ვაბარებდი გამოცდებს. ძველი ბერძნულიც კი შევისწავლე.
– რა სტილში ხატავ?
– ჩემი სტილია ჰიპერრეალიზმი, თუმცა აბსტრაქციასაც ვხატავ. გარდა ამისა, ფოთლებზეც ვხატავ ზეთით, ძირითადად, ჭადრის ფოთლებზე. ეს ახალი სტილია, აქაც არ არის ჯერ. ჩემი ტექნოლოგია, რომლითაც ვმუშაობ, საკმაოდ რთული და შრომატევადია. არ შეგიძლია, წინასწარ გააკეთო მონახაზი, პირდაპირ ხატავ ზეთის საღებავებით.
– როგორც ვიცი, ძალიან წარმატებული მუსიკალური კარიერა გაქვს და დიდ მომავალს გიწინასწარმეტყველებენ.
– პაპაჩემის პაპა, გივი გურგენაშვილი, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. სხვადასხვა ფილმშიც, ფრაგმენტებში არის გადაღებული. მეც ხომ ვაბარებდი სამსახიობოზე და ძველი ბერძნული მონოლოგების სწავლასთან ერთად, სამი სიმღერის მომზადებაც მჭირდებოდა. საბერძნეთში წავედი ქართველ პედაგოგთან, რომელმაც მომისმინა და მკითხა: დიდი ხანია, მღერიო. ცხოვრებაში არ მიმღერია-მეთქი. მართლა არ მიმღერია მანამდე, თუმცა მან არ დამიჯერა. სამი ბერძნული სიმღერა მოვამზადე და გამოცდაზეც ვიმღერე აკაპელაში. მას მერე იმდენად მომეწონა სიმღერა, რომ დღეში 5 საათს ვმღერი. ჯული მასინომაც მომისმინა, ასევე, სხვა ცნობილმა მომღერლებმა და მითხრეს, რომ აუცილებლად მოვახდენ ფურორს.
– ისეთი ხმა აქვს, მსოფლიოს აალაპარაკებსო.
– არ ვიცი, რამდენად ავალაპარაკებ მსოფლიოს. ყველაფერს დიდი შრომა და მონდომება სჭირდება. ამჟამად მასტერკლასებს გავდივარ ბერძენ მომღერალთან, რომელიც როკერია. ქართველ ვოკალის მასწავლებელთანაც გავდივარ მასტერკლასებს. ქართველი მასწავლებელიც მყავდა. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა განხრის ხმა მაქვს. მხოლოდ საოპერო ჟანრის შემსრულებელი და ტენორი კი არ ვარ, შემიძლია, ვიმღერო ჯაზი, ბლუზი, პოპი. ხშირად ვმღერი აქ, სხვადასხვა ღონისძიებაზე, ივენთებზე. ამ მხრივ, გარკვეულწილად, პოპულარული გავხდი. ახლახან ერთ-ერთ კონკურსშიც მიმიწვიეს, მაგრამ ამ ეტაპზე უარი ვთქვი. მინდა, საქართველოს სახელით რაღაც გავაკეთო, ქართველ კომპოზიტორებთან ვიმუშაო. შეიძლება, საბერძნეთის „ახალ ხმაშიც“ მივიღო მონაწილეობა. თუმცა, ჩემი ოცნებაა, ფილმში ვითამაშო.

скачать dle 11.3